მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით - „ელის ბენდმა” ქართული ღვინის ფესტივალი 2019 მუსიკალურად გააფორმა
ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით - „ელის ბენდმა” ქართული ღვინის ფესტივალი 2019 მუსიკალურად გააფორმა

ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი შე­უ­და­რე­ბე­ლი ენერ­გე­ტი­კით, - ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ თავს „ელის ბენ­დი“, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­მე­ლი­მე კლუბ­ში სტუმ­რო­ბი­სას ან კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ზე მა­ინც გექ­ნე­ბათ მოს­მე­ნი­ლი.

19-22 წლის ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შემ­დგა­რი „ელის ბენ­დი“ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, მსმე­ნე­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პოპ სიმ­ღე­რე­ბის „ქა­ვე­რებს“ ქმნის, სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რებ­ზეც მუ­შა­ობს და შე­საძ­ლოა, მალე მისი ალ­ბო­მიც ვი­ხი­ლოთ.

ელექტრო გი­ტა­რა, ბას გი­ტა­რა დრა­მი და კლა­ვი­ში - ამ ოთხ ინ­სტრუ­მენტზე მუ­სი­კას ქმნი­ან და ას­რუ­ლე­ბენ ელი­სა­ბე­დი და ლუკა, რომ­ლე­ბიც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ნი­კუ­შა, რო­მელ­საც თე­ატ­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს და პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ირაკ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავს. ბენ­დის ოთხი­ვე წევ­რი სო­ლის­ტია, რაც მათ შოუს კი­დევ უფრო ეფექ­ტურს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

„ელის ბენ­დის“ პრო­დუ­სე­რი ტატა ავა­ლიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მხო­ლოდ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი­სა, „ელის ბენდმა“ მსმე­ნელ­ში სა­ხე­ლი უკვე გა­ით­ქვა. ბენ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვა­ლებ­შიც და ბევრ კომ­პლი­მენ­ტსაც იღებს.

მე­ო­რე წე­ლია, „ელის ბენ­დი“ „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ ერ­თგუ­ლი მო­ნა­წი­ლეა. ფეს­ტი­ვა­ლი 12 ოქ­ტომ­ბერს წელ­საც შარ­დენ­ზე, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ უამ­რავ სტუ­მარ­სა და ტუ­რისტს სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას „ელის ბენ­დიც“ აძ­ლევ­და.

რო­გორც ტატა ავა­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ფე­სიტ­ვა­ლი ბენ­დის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­და. შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ „ფე­ის­ბუქ­ში“ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს და ახა­ლი მსმე­ნე­ლიც შე­ი­ძი­ნეს.

კვი­რის დღეს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, კვი­რა იქ­ნე­ბა თუ სა­მუ­შაო დღე, მათი ყვე­ლა ლა­ი­ვი ანშლა­გით ტარ­დე­ბა. შემ­დეგ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში გვწე­რენ და კომ­პლი­მენ­ტებ­საც ვი­ღებთ.

„მე­ო­რე წე­ლია, „ელის ბენ­დი“ ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ველ წელს მე­გობ­რე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბით კეთ­დე­ბო­და და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თეთ და წელ­საც რომ გა­ვი­გეთ, რომ ტარ­დე­ბო­და და ზუს­ტად ვი­ცო­დით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ბენდმა 2019 წლის ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­შიც ისე­თი­ვე ენ­თუ­ზი­აზ­მით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­მა­ვალ წელ­საც თუ იქ­ნე­ბა, იქაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით იმ­ღე­რე­ბენ“, -აღ­ნიშ­ნა ტატა ავა­ლიშ­ვილ­მა.

ბენ­დის პრო­დუ­სერ­მა ასე­ვე გვი­ამ­ბო, რომ „ელის ბენ­დი“ სიმ­ღე­რებ­ზე თა­ვად მუ­შა­ობს, ერთი უკვე გა­მო­უშ­ვა და კი­დევ 2 დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ვა. „ელის ბენ­დის“ სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვის ის­ტო­რი­ი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბენ­დის შექ­მნის იდეა მის ერთ-ერთ წევ­რს ელი­სა­ბედს გა­უჩ­ნდა, 4 წევ­რს შო­რის ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნაა და „ელის ბენ­დიც“ აქე­დან და­ი­ბა­და.

ბენ­დი ახა­ლი და­არ­სე­ბუ­ლია, ახალ­გაზ­რდე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მათი პრო­დუ­სე­რის თქმით, დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

„ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ. შე­უძ­ლი­ათ, დღე­ში 9 სა­ა­თი რე­პე­ტი­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რონ, ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი აკე­თონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში რა­საც მი­აღ­წი­ეს, ზუს­ტად მათი შრო­მის შე­დე­გია და მი­მაჩ­ნია, რომ ასე თუ გა­აგ­რძე­ლეს, ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ ელო­დე­ბათ. თვი­თონ წე­რენ სიმ­ღე­რებს, აკე­თე­ბენ თა­ვის სა­ავ­ტო­რო ალ­ბომს და ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად მუ­შა­ო­ბენ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

„ელის ბენ­დის“ პრო­დუ­სე­რი ამ­ბობს, რომ ბენ­დის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან. სურთ, რომ მათი მუ­სი­კა სა­ინ­ტე­რე­სო, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნი იყოს.

„სცე­ნა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბი­ან. მათი კონ­ცერ­ტი რომ ნა­ხოთ, მიხ­ვდე­ბით, რომ რა­საც აკე­თე­ბენ, ამით ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ, ხან­და­ხან დრო­ის მსვლე­ლო­ბა­საც ვერ გრძნო­ბენ. როცა ხე­და­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თო­ბი­ან, ტაშს უკ­რა­ვენ და მოს­წონთ, კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და სა­ათ­ნა­ხევ­რი­ან კონ­ცერტს ხან ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რიც აგ­რძე­ლე­ბენ ხოლ­მე. ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ტატა ავა­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით - „ელის ბენდმა” ქართული ღვინის ფესტივალი 2019 მუსიკალურად გააფორმა

ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით - „ელის ბენდმა” ქართული ღვინის ფესტივალი 2019 მუსიკალურად გააფორმა

ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით, - ასე ახასიათებს საკუთარ თავს „ელის ბენდი“, რომლის შესრულებაც ტელევიზიით, რომელიმე კლუბში სტუმრობისას ან კორპორაციულ საღამოზე მაინც გექნებათ მოსმენილი.

19-22 წლის ახალგაზრდებისგან შემდგარი „ელის ბენდი“ წელიწადნახევარია, მსმენელებისთვის ცნობილი პოპ სიმღერების „ქავერებს“ ქმნის, საავტორო სიმღერებზეც მუშაობს და შესაძლოა, მალე მისი ალბომიც ვიხილოთ.

ელექტრო გიტარა, ბას გიტარა დრამი და კლავიში - ამ ოთხ ინსტრუმენტზე მუსიკას ქმნიან და ასრულებენ ელისაბედი და ლუკა, რომლებიც კონსერვატორიის სტუდენტები არიან, ნიკუშა, რომელსაც თეატრალური განათლება აქვს და პროფესიით არქიტექტორი ირაკლი, რომელიც ყველაზე მეტ ინსტრუმენტზე უკრავს. ბენდის ოთხივე წევრი სოლისტია, რაც მათ შოუს კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს ხდის.

„ელის ბენდის“ პროდუსერი ტატა ავალიშვილი გვიამბობს, რომ მიუხედავად მხოლოდ წელიწადნახევრიანი პერიოდისა, „ელის ბენდმა“ მსმენელში სახელი უკვე გაითქვა. ბენდი მონაწილეობს ფესტივალებშიც და ბევრ კომპლიმენტსაც იღებს.

მეორე წელია, „ელის ბენდი“ „ქართული ღვინის ფესტივალის“ ერთგული მონაწილეა. ფესტივალი 12 ოქტომბერს წელსაც შარდენზე, სიონის ქუჩაზე გაიმართა. ფესტივალზე მისულ უამრავ სტუმარსა და ტურისტს სასიამოვნო მუსიკის მოსმენის საშუალებას „ელის ბენდიც“ აძლევდა.

როგორც ტატა ავალიშვილი აღნიშნავს, ფესიტვალი ბენდისთვის საკუთარი თავისა და შემოქმედების წარმოჩენის საშუალება გახდა. შესრულების შემდეგ მათ „ფეისბუქში“ სასიამოვნო შეტყობინებები მიიღეს და ახალი მსმენელიც შეიძინეს.

კვირის დღეს არ აქვს მნიშვნელობა, კვირა იქნება თუ სამუშაო დღე, მათი ყველა ლაივი ანშლაგით ტარდება. შემდეგ პირად შეტყობინებებში გვწერენ და კომპლიმენტებსაც ვიღებთ.

„მეორე წელია, „ელის ბენდი“ ღვინის ფესტივალში იღებს მონაწილეობას. პირველ წელს მეგობრებისგან შევიტყვეთ, რომ ღონისძიება მათი ორგანიზატორობით კეთდებოდა და სიამოვნებით ჩავერთეთ და წელსაც რომ გავიგეთ, რომ ტარდებოდა და ზუსტად ვიცოდით, წარმატებული იქნებოდა. ბენდმა 2019 წლის ღვინის ფესტივალშიც ისეთივე ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა. მომავალ წელსაც თუ იქნება, იქაც დიდი სიამოვნებით იმღერებენ“, -აღნიშნა ტატა ავალიშვილმა.

ბენდის პროდუსერმა ასევე გვიამბო, რომ „ელის ბენდი“ სიმღერებზე თავად მუშაობს, ერთი უკვე გამოუშვა და კიდევ 2 დეკემბერში გამოვა. „ელის ბენდის“ სახელის შერჩევის ისტორიითაც დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ ბენდის შექმნის იდეა მის ერთ-ერთ წევრს ელისაბედს გაუჩნდა, 4 წევრს შორის ერთადერთი გოგონაა და „ელის ბენდიც“ აქედან დაიბადა.

ბენდი ახალი დაარსებულია, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მათი პროდუსერის თქმით, დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან.

„ბევრს მუშაობენ. შეუძლიათ, დღეში 9 საათი რეპეტიციაში გაატარონ, ახალი რაღაცები აკეთონ. აქედან გამომდინარე, წელიწადნახევარში რასაც მიაღწიეს, ზუსტად მათი შრომის შედეგია და მიმაჩნია, რომ ასე თუ გააგრძელეს, ძალიან ბევრი კარგი რამ ელოდებათ. თვითონ წერენ სიმღერებს, აკეთებენ თავის საავტორო ალბომს და ყველაფერზე თავად მუშაობენ“, - აღნიშნავს ის.

„ელის ბენდის“ პროდუსერი ამბობს, რომ ბენდის წევრები თავიანთ შემოქმედებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. სურთ, რომ მათი მუსიკა საინტერესო, გემოვნებიანი და სასიამოვნოდ მოსასმენი იყოს.

„სცენაზე მაქსიმალურად იხარჯებიან. მათი კონცერტი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ რასაც აკეთებენ, ამით ისეთ სიამოვნებას იღებენ, ხანდახან დროის მსვლელობასაც ვერ გრძნობენ. როცა ხედავენ, რომ ადამიანები ერთობიან, ტაშს უკრავენ და მოსწონთ, კმაყოფილები არიან და საათნახევრიან კონცერტს ხან ორსაათნახევარიც აგრძელებენ ხოლმე. ამით ძალიან ბედნიერები არიან“, - აღნიშნა ტატა ავალიშვილმა.

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

"...ეს სამი პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმს" - მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის