სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ქალი" ვარჯიშის დროს, ავარიაში დაიღუპა
"მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ქალი" ვარჯიშის დროს, ავარიაში დაიღუპა

მრბო­ლე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჯესი კომბსი, რო­მელ­საც "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრაფ" ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ის 39 წლის იყო.

CBS NEWS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ორე­გონ­ში მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც მრბო­ლე­ლი სა­კუ­თა­რი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობ­და და რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად ვარ­ჯი­შობ­და.

კომბსი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

2013 წელს კომბსმა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, როცა მისი North American Eagle Supersonic Speed Challenger-ით 641 კმ/სთ სიჩ­ქა­რე გა­ნა­ვი­თა­რა. სწო­რედ ამ ვერ­ტმფრე­ნის სის­წრა­ფის ავ­ტო­მო­ბი­ლით ცდი­ლობ­და ჯესი სა­კუ­თა­რი რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და 800 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, როცა ავა­რია მოხ­და და მრბო­ლე­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

მრბო­ლე­ლის კა­რი­ე­რის გარ­და, კომბსი ცნო­ბი­ლი იყო მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მოღ­ვა­წე­ო­ბი­თაც - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტე­ლე­შო­უ­ე­ბის თა­ნა­წამ­ყვა­ნი იყო.

VIDEO

კომბსის ბო­იფ­რენდმა და მისი გუნ­დის წევ­რმა ტერი მე­დენ­მა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"არც ვიცი რა და რო­გორ ვთქვა, მაგ­რამ უნდა ვთქვა: არას­დროს მყვა­რე­ბია და არას­დროს ვყვა­რე­ბი­ვარ არა­ვის ისე, რო­გორც ეს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალს შე­ეძ­ლო. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ წუ­თით, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე" - და­წე­რა მრბო­ლე­ლი ქა­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

"მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ქალი" ვარჯიშის დროს, ავარიაში დაიღუპა

"მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ქალი" ვარჯიშის დროს, ავარიაში დაიღუპა

მრბოლელი და ტელეწამყვანი ჯესი კომბსი, რომელსაც "მსოფლიოს ყველაზე სწრაფ" ქალად მოიხსენიებდნენ, ავარიაში დაიღუპა. ის 39 წლის იყო.

CBS NEWS-ის ინფორმაციით, შემთხვევა ორეგონში მაშინ მოხდა, როდესაც მრბოლელი საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას ცდილობდა და რეკორდის დასამყარებლად ვარჯიშობდა.

კომბსი ადგილზევე დაიღუპა. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველები მუშაობენ.

2013 წელს კომბსმა საავტომობილო რეკორდი დაამყარა, როცა მისი North American Eagle Supersonic Speed Challenger-ით 641 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სწორედ ამ ვერტმფრენის სისწრაფის ავტომობილით ცდილობდა ჯესი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას და 800 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას, როცა ავარია მოხდა და მრბოლელი ადგილზე დაიღუპა.

მრბოლელის კარიერის გარდა, კომბსი ცნობილი იყო მისი სატელევიზიო მოღვაწეობითაც - წლების განმავლობაში სხვადასხვა საავტომობილო ტელეშოუების თანაწამყვანი იყო.

VIDEO

კომბსის ბოიფრენდმა და მისი გუნდის წევრმა ტერი მედენმა საყვარელი ქალის შესახებ ემოციური წერილი გაავრცელა სოციალურ ქსელში:

"არც ვიცი რა და როგორ ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა: არასდროს მყვარებია და არასდროს ვყვარებივარ არავის ისე, როგორც ეს ამ არაჩვეულებრივ ქალს შეეძლო. მე ბედნიერი ვარ ყველა იმ წუთით, რომელიც მასთან ერთად გავატარე" - დაწერა მრბოლელი ქალის შეყვარებულმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"