სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა ეკრძალებათ მონადირეებს
ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა ეკრძალებათ მონადირეებს

2019 წელს ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი 24 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 2020 წლის 29 თე­ბერ­ვალს დას­რულ­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სე­ზო­ნის ფარ­გლებ­ში, ნა­დი­რო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­სა და უკა­ნო­ნო ნა­დი­რო­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 24-სა­ა­თი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბულ კონ­ტროლს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დამფრენ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, ნა­დი­რო­ბი­სას თან უნდა იქო­ნი­ონ გა­რე­მო­დან გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის ამო­ღე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი მო­საკ­რებ­ლის (10 ლარი) გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვი­თა­რი (დე­და­ნი) და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს მიერ გა­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­ნა­დი­რო თო­ფის შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

ნა­დი­რო­ბის დროს აკ­რძა­ლუ­ლია: მცე­ნა­რე­თა სა­ფა­რის დაწ­ვა, გა­რე­ულ ფრინ­ველ­თა კვერ­ცხის შეგ­რო­ვე­ბა/გა­ყიდ­ვა, ცხო­ველ­თა ბუ­დე­ე­ბის, ბუ­ნა­გე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის მოშ­ლა/ გა­ნად­გუ­რე­ბა; ცხო­ველ­თა მა­სობ­რი­ვი მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - ყო­ველ­გვა­რი კუს­ტა­რუ­ლი ან ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბა­დე­ე­ბი (გარ­და დამ­ჭე­რი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ნე­ბა­დარ­თუ­ლი მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა), ხა­ფან­გე­ბი, მარ­ყუ­ჟე­ბი, აგ­რეთ­ვე, ორ­მო­ე­ბი, სა­რეგ­ვა­ვე­ბი (სა­რეჯ­გვე­ლე­ბი); სა­წამ­ლა­ვი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი; ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის გა­მომ­ცე­მი ელექტრო­ნუ­ლი (მათ შო­რის, ავ­ტო­ნო­მი­ურ კვე­ბის წყა­რო­ზე მო­მუ­შა­ვე) მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ფრინ­ვე­ლის მო­ზიდ­ვა; სა­ნა­დი­რო ია­რაღ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რეფ­ლექ­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; თო­ფე­ბი­სა და სხვა თვითმსრო­ლე­ლი ია­რა­ღე­ბის და­გუ­შა­გე­ბა; ნა­დი­რო­ბა და/ან ცხო­ველ­თა მო­პო­ვე­ბა (და­ჭე­რა) თვითმფრი­ნა­ვი­დან, ვერ­ტმფრე­ნი­დან, ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, მო­ტო­ციკ­ლი­დან, კა­ტარ­ღე­ბი­დან, ძრა­ვი­ა­ნი ნა­ვე­ბი­დან და სხვა მო­ტო­რი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან, მათ შო­რის, ღა­მით გა­ნა­თე­ბუ­ლი ფა­რე­ბი­სა და პრო­ჟექ­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ცხო­ველ­თა დევ­ნა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, წყალმცუ­რავ ფრინ­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა ძრა­ვა­გა­მო­ურ­თვე­ლი მო­ტო­რი­ა­ნი ნა­ვე­ბი­დან და კა­ტე­რე­ბი­დან (მო­პო­ვე­ბა დევ­ნით), ასე­ვე ნა­დი­რო­ბა ღა­მის ცე­ცხლის დან­თე­ბით.

ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია: სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძა­ლებ­ში, ეროვ­ნულ პარ­კებ­ში, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძა­ლე­ბის გარ­შე­მო 500-მეტ­რი­ან და ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბის გარ­შე­მო 250-მეტ­რი­ან ზო­ნებ­ში. აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სხვა ია­რა­ღით ნა­დი­რო­ბა, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის „ია­რა­ღის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლში, კერ­ძოდ: სა­ნა­დი­რო გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი (თოფი); სა­ნა­დი­რო ხრახ­ნილ­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი (კა­რა­ბი­ნი ან შაშ­ხა­ნა); სა­ნა­დი­რო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი (ხრახ­ნილ­ლუ­ლი­ა­ნი და გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი თოფი); სა­ნა­დი­რო ცივი და ცივი სას­რო­ლი ია­რა­ღი; სა­ნა­დი­რო პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თონ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზს - 153 (ინ­დექ­სის გა­რე­შე, ზარი უფა­სოა, ანო­ნი­მუ­რო­ბა და­ცუ­ლია), რათა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის­მა რე­გი­ო­ნულ­მა სამ­მარ­თვე­ლომ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა ეკრძალებათ მონადირეებს

ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა ეკრძალებათ მონადირეებს

2019 წელს ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყო და 2020 წლის 29 თებერვალს დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობის დროს აკრძალულია: მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება/გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა/ განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები); საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები; ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით.

ნადირობა აკრძალულია: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ