სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენაკთან ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი
სენაკთან ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნო­სირ­თან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორ ავ­ტო­მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტა­პის­თვის უც­ნო­ბია. თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 2 კი - და­შავ­და.

ხან­ძა­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­აქ­რეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის, მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სო­ფელ ნო­სი­რის რწმუ­ნე­ბულ­მა გოგა ქო­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ერთ-ერთ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა გად­მოს­ვლა მო­ას­წრეს და ისი­ნი მსუ­ბუ­ქად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლი.

"ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა ორი მან­ქა­ნა. ერთი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. არ ვი­ცით იქ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ის­ხდა. წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, სა­ხან­ძროც მო­ვი­და მაგ­რამ მა­ნამ­დე და­ი­ფერ­ფლა მან­ქა­ნა. მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი თა­ვი­ან­თი ფე­ხით გა­მო­სუ­ლან, რო­გორც ვიცი სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი სჭირთ, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი", - ამ­ბობს ქო­რი­ძე.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო მო­მუ­შა­ვე.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სენაკთან ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

სენაკთან ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

"ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით იქ რამდენი ადამიანი ისხდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - ამბობს ქორიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია