სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ვი­ტა­მი­ნი D უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. იგი მოქ­მე­დებს ჩვენს დნმ-ზე, გე­ნომ­ზე და დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია 500-ზე მეტი გენი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც რე­გუ­ლირ­დე­ბა (აქ­ტი­ურ­დე­ბა ან ით­რგუ­ნე­ბა) უშუ­ა­ლოდ D ვი­ტა­მი­ნის მიერ. ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ძვლის, კბი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ში და კალ­ცი­უ­მი­სა და ფოს­ფო­რის ცვლა­ში. გარ­და ამ კლა­სი­კუ­რი ეფექ­ტე­ბი­სა, ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში ნა­თე­ლი გახ­და, რომ D ვი­ტა­მი­ნის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი ბევ­რად ფარ­თეა. რო­გორც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით გახ­და ნა­თე­ლი, იგი გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე - აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს და ხელს უშ­ლის აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; გავ­ლე­ნას ახ­დენს თა­ვის ტვინ­ზე და ხელს უწყობს მუც­ლად­ყოფ­ნის დროს ნა­ყო­ფის თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას; მოქ­მე­დებს კუნ­თებ­ზე, ცხი­მო­ვან ქსო­ვილ­ზე და ხელს უწყობს მათი მგრძნო­ბე­ლო­ბის გაზ­რდას ინ­სუ­ლი­ნის მი­მართ, ასე­ვე D ვი­ტა­მი­ნის რე­ცეპ­ტო­რე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა პანკრე­ას­ზე, სა­დაც იგი ას­ტი­მუ­ლი­რებს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფას. D ვი­ტა­მი­ნი არე­გუ­ლი­რებს და თრგუ­ნავს სიმ­სივ­ნურ გე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად აქვს ან­ტი­სიმ­სივ­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მისი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე, წნე­ვის რე­გუ­ლა­ცი­ა­სა და ქო­ლეს­ტე­რო­ლის ცვლა­ზე. D ვი­ტა­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის (GAEM) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, ნა­თია ვა­შაყ­მა­ძე.

რა იწ­ვევს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს და რამ­დე­ნად ხში­რია იგი?

D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მათ შო­რის ისეთ მზი­ან ქვე­ყა­ნა­შიც კი რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სია. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღის მზი­ან ნა­წილს ატა­რებს შე­ნო­ბა­ში, ხოლო მზის აბა­ზა­ნე­ბამ­დე იყე­ნებს მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს უწყობს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი, სო­კოს-, შიდსის- და გულყრის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი), გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (მაგ., კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან შე­წო­ვის დარ­ღვე­ვე­ბი, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი მაგ., ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა) და კა­ნის და­ბე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის გა­მომ­წვევ რის­კის ფაქ­ტორს.

რას იწ­ვევს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი?

D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძვლის სტრუქ­ტუ­რის რღვე­ვას­თან და ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან რო­გო­რი­ცაა ბავ­შვებ­ში - რა­ქი­ტი, ზრდას­რუ­ლებ­ში ოს­ტე­ო­მა­ლა­ცია, ხოლო ოს­ტე­ო­პო­რო­ზი - მო­ხუ­ცებ­ში. ასე­ვე D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი­სას ხში­რია სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და კა­რი­ე­სე­ბი; გარ­და ამ კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი ასო­ცი­რე­ბუ­ლია საკ­მოდ ბევრ მძი­მე და სე­რი­ო­ზულ გა­დამ­დებ და არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბას­თან, რო­გო­რი­ცაა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სიმ­სუქ­ნე, აუ­ტიზ­მი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ გრძე­ლი სი­ი­დან, რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი.

რო­გო­რია D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა?

D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 25(OH)D3-ის გან­სა­ზღვრა სის­ხლში. D ვი­ტა­მი­ნის ნორ­მა­ლურ დო­ნედ მიჩ­ნე­უ­ლია 25(OH)D3-ის კონ­ცენ­ტრა­ცია 30-100 ნგ/მლ; 20-30 ნგ/მლ ით­ვლე­ბა უკ­მა­რი­სო­ბად, ხოლო <20 ნგ/მლ-ზე კი - შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­ფი­ციტს. რო­დე­საც პა­ცი­ენტს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი ინიშ­ნე­ბა D ვი­ტა­მი­ნი. D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის რო­გორც სამ­კურ­ნა­ლოდ, ისე საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი D ვი­ტა­მი­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი - ქო­ლე­კალ­ცი­ფე­რო­ლი. ეს სწო­რედ ის ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ჩვენს კან­ში მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. იგი შემ­დგომ ორ­გა­ნიზ­მის მიერ აქ­ტი­ურ­დე­ბა ღვიძლსა და თირკმელ­ში და წარ­მო­იქ­მნე­ბა აქ­ტი­უ­რი D ვი­ტა­მი­ნი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს მრავ­ლო­ბით და­დე­ბით ეფექ­ტებს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სწო­რედ ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის D ვი­ტა­მინს - დეტ­რი­ვიტს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ დეტ­რი­ვიტს აქვს საკ­მა­ოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი დო­ზე­ბი, რო­მე­ლიც ექიმს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს გა­მო­ი­ყე­ნოს დეტ­რი­ვი­ტი რო­გორც პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, ისე სამ­კურ­ნა­ლოდ. D ვი­ტა­მი­ნის დო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბის შემ­დგომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ არ შე­წყდეს მისი მი­ღე­ბა და სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი თე­რა­პია, რის­თვი­საც დეტ­რი­ვი­ტის დო­ზი­რე­ბა ასე­ვე ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. დეტ­რი­ვი­ტის დოზა და ხან­გრძლი­ვო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ექი­მის მიერ პა­ცი­ენ­ტის ასა­კის, წო­ნის, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, მიმ­დი­ნა­რე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სის­ხლში D ვი­ტა­მი­ნის დო­ნის მი­ხედ­ვით.

ირინა
0

მოგესალმებით ძალიან მომეწონა თქვენი გვერდი მყავს შვილიშვილი 3 წლოსდა 8 თვისაა აქვს პრობლემა ზრდასთან დაკავშირებით და ეს დე ვიტამინის ნაკლებობის ბრალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ვიტამინი D უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. იგი მოქმედებს ჩვენს დნმ-ზე, გენომზე და დღეისათვის ცნობილია 500-ზე მეტი გენი, რომლის მოქმედებაც რეგულირდება (აქტიურდება ან ითრგუნება) უშუალოდ D ვიტამინის მიერ. ყველასთვის კარგად ცნობილია მისი მნიშვნელობის შესახებ ძვლის, კბილების ჯანმრთელობაში და კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. გარდა ამ კლასიკური ეფექტებისა, ბოლო ათწლეულებში ნათელი გახდა, რომ D ვიტამინის მოქმედების არეალი ბევრად ფართეა. როგორც მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით გახდა ნათელი, იგი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე - აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას; გავლენას ახდენს თავის ტვინზე და ხელს უწყობს მუცლადყოფნის დროს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებას; მოქმედებს კუნთებზე, ცხიმოვან ქსოვილზე და ხელს უწყობს მათი მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მიმართ, ასევე D ვიტამინის რეცეპტორები აღმოჩენილი იქნა პანკრეასზე, სადაც იგი ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. D ვიტამინი არეგულირებს და თრგუნავს სიმსივნურ გენებს, შესაბამისად აქვს ანტისიმსივნური მოქმედება. არსებობს გარკვეული მონაცემები მისი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, წნევის რეგულაციასა და ქოლესტეროლის ცვლაზე. D ვიტამინის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნათია ვაშაყმაძე.

რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს და რამდენად ხშირია იგი?

D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ მზიან ქვეყანაშიც კი როგორიც საქართველოა. ამის უმთავრესი მიზეზი პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების წესია. 21-ე საუკუნეში ადამიანების უმეტესობა დღის მზიან ნაწილს ატარებს შენობაში, ხოლო მზის აბაზანებამდე იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებს, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს D ვიტამინის დეფიციტის განვითარებას. ასევე გარკვეული მედიკამენტები (გლუკოკორტიკოიდები, სოკოს-, შიდსის- და გულყრის საწინააღმდეგო პრეპარატები), გარკვეული დაავადებები (მაგ., კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის დარღვევები, თირკმლის დაავადებები მაგ., ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა) და კანის დაბერება წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ რისკის ფაქტორს.

რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის სტრუქტურის რღვევასთან და ისეთი დაავადებების განვითარებასთან როგორიცაა ბავშვებში - რაქიტი, ზრდასრულებში ოსტეომალაცია, ხოლო ოსტეოპოროზი - მოხუცებში. ასევე D ვიტამინის დეფიციტისას ხშირია სტომატოლოგიური პრობლემები და კარიესები; გარდა ამ კლასიკური გამოვლინებისა ბოლო ათწლეულებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევებით გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი ასოცირებულია საკმოდ ბევრ მძიმე და სერიოზულ გადამდებ და არაგადამდებ დაავადებასთან, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, აუტოიმუნური დაავადებები, ხშირი ინფექციები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, აუტიზმი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოტეხილობები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, რომელ დაავადებებთანაც ასოცირდება D ვიტამინის დეფიციტი.

როგორია D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა?

D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება 25(OH)D3-ის განსაზღვრა სისხლში. D ვიტამინის ნორმალურ დონედ მიჩნეულია 25(OH)D3-ის კონცენტრაცია 30-100 ნგ/მლ; 20-30 ნგ/მლ ითვლება უკმარისობად, ხოლო <20 ნგ/მლ-ზე კი - შეესაბამება დეფიციტს. როდესაც პაციენტს დადასტურებული აქვს D ვიტამინის დეფიციტი ინიშნება D ვიტამინი. D ვიტამინის დეფიციტის როგორც სამკურნალოდ, ისე საპროფილაქტიკოდ გამოიყენება აქტიური D ვიტამინის წინამორბედი - ქოლეკალციფეროლი. ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. იგი შემდგომ ორგანიზმის მიერ აქტიურდება ღვიძლსა და თირკმელში და წარმოიქმნება აქტიური D ვიტამინი, რომელიც ახორციელებს მრავლობით დადებით ეფექტებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ასეთი შემადგენლობა აქვს გერმანული ბრენდის D ვიტამინს - დეტრივიტს. აღსანიშნავია რომ დეტრივიტს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი დოზები, რომელიც ექიმს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს დეტრივიტი როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ. D ვიტამინის დონის ნორმალიზების შემდგომ მნიშვნელოვანია რომ არ შეწყდეს მისი მიღება და საჭიროა გარკვეული პერიოდით შემანარჩუნებელი თერაპია, რისთვისაც დეტრივიტის დოზირება ასევე ძალიან მოსახერხებელია. დეტრივიტის დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის ასაკის, წონის, თანმხლები დაავადებებისა, მიმდინარე მედიკამენტებისა და სისხლში D ვიტამინის დონის მიხედვით.

სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია შეითანხმა

თქვენი ონლაინ აფთიაქი

ფინკა ბანკში ზამთრის აქცია დაიწყო-აიღეთ სესხი დღეს, ხოლო გადახდა აპრილში დაიწყეთ!