საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს
რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს

უსაფრ­თხო­ე­ბა ადა­მი­ა­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს, მაგ­რამ არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე წინ ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს ვა­ყე­ნებთ. გახ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბას კი დიდ­წი­ლად სა­ბუ­რა­ვე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. რად­გან სა­ბუ­რა­ვით ხდე­ბა ავ­ტო­მობ­ლის მო­ჭი­დე­ბა გზის სა­ფარ­თან. სა­ბუ­რა­ვე­ბის შერ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა და ამ დროს უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

სა­ბუ­რა­ვის ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს ის, თუ რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად ეჭი­დე­ბა სა­ბუ­რა­ვი გზას, რამ­დე­ნად ემორ­ჩი­ლე­ბა ის მძღო­ლის მარ­თვის მა­ნევ­რი­რე­ბას, რო­გორ ხდე­ბა და­მუხ­რუ­ჭე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს გან­სა­ზღვრავს ის, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით და რა ხა­რის­ხის ბუ­ნებ­რივ კა­უ­ჩუკს შე­ი­ცავს სა­ბუ­რა­ვი. სწო­რედ ბუ­ნებ­რი­ვი კა­უ­ჩუ­კის შე­მად­გენ­ლო­ბით გან­სხვავ­დე­ბა ბი­უ­ჯე­ტუ­რი და პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­ზის სა­ბუ­რა­ვე­ბი. პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბი უხ­ვად მო­იხ­მა­რენ ბუ­ნებ­რივ კუ­ა­ჩუკს, ბი­უ­ჯე­ტუ­რე­ბი კი შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სე­ბის გამო ხე­ლოვ­ნურ კა­უ­ჩუკს იყე­ნე­ბენ, რის გა­მოც სა­ბუ­რავს და­ბა­ლი შე­დე­გი აქვს რო­გორც გარ­ბენ­ში ასე­ვე, მო­ჭი­დე­ბა­ში, მა­ნევ­რი­რე­ბა­სა და მდგრა­დო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბუ­რა­ვე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა რო­გორც რე­ზი­ნის ან კაპ­რო­ნის არის შეც­დო­მა. სა­ბუ­რა­ვე­ბი გან­სხვავ­დე­ბა იმით, თუ რამ­დენ ბუ­ნებ­რივ კა­უ­ჩუკს შე­ი­ცა­ვენ და რამ­დე­ნად მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ეს პრო­დუქ­ტი.

სა­ბუ­რა­ვის შერ­ჩე­ვა

სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნი­სას კონ­სულ­ტანტს არა რე­ზი­ნის ან კაპ­რო­ნის სა­ბუ­რა­ვის შერ­ჩე­ვა უნდა სთხო­ვოთ, რაც თა­ვის­თა­ვად დიდი შეც­დო­მაა, არა­მედ მას უნდა აუხ­სნათ, თუ რა სე­ზონ­ზე, რა ტი­პის გზის სა­ფარ­ზე, რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რა დატ­ვირ­თვა­ზე, რა სიჩ­ქა­რე­ზე ან რა დის­ტან­ცი­ა­ზე აპი­რებთ მის მოხ­მა­რე­ბას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად გა­სა­აზ­რე­ბე­ლი რომ იყოს, შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­და­როთ ტაქ­სე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. ტაქ­სის­ტის, რო­მე­ლიც მთე­ლი დღეს 60-70 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს, მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ სა­ბუ­რავ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი გა­ა­ტა­როს. სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნის მფლო­ბელს კი, რო­მელ­საც სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი უყ­ვარს, უნდა მო­სახ­ვევ­ში მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით ისე შე­ვი­დეს, რომ მან­ქა­ნა არ მო­ცურ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ორი­ვეს ერთი და იმა­ვე სე­ზო­ნი­სა და ზო­მის სა­ბუ­რა­ვე­ბი უნ­დო­დეს, მაგ­რამ მათ აუ­ცი­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ბუ­რა­ვე­ბი უნდა იყი­დონ. სხვა პი­რად კრი­ტე­რი­უ­მებს თუ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩე­ბი­ან და ეს ბრენ­დის ან მწარ­მო­ებ­ლის ბრა­ლი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ მძღოლ­მა არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ბუ­რა­ვი. სწო­რედ ამი­ტომ სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვა­ლი­ფი­ცუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვა.

თუ მძღო­ლის მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ბუ­რავს დიდი გარ­ბე­ნა ჰქონ­დეს, მას მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე კარ­გი მო­ჭი­დე­ბა ვერ ექ­ნე­ბა. თუ სურს, რომ სა­ბუ­რა­ვებს უგ­ზო­ო­ბა­სა და ტა­ლახ­ში კარ­გი გა­მავ­ლო­ბა ჰქონ­დეს, მას აუ­ცი­ლებ­ლად ხმა ექ­ნე­ბა ტრა­სა­ზე. მი­ზე­ზი კი ისევ და ისევ სა­ბუ­რა­ვის მიზ­ნობ­რი­ვად შერ­ჩე­ვაა.

შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­ბუ­რა­ვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყოს დიდი დის­ტან­ცი­ის და­ფარ­ვა, ზო­გი­ერ­თის - მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი, ზო­გის­თვის - ნაკ­ლე­ბი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა ან მა­ღალტვირ­თა­მე­წო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ყიდ­ვა არის იმის გა­რან­ტი, რომ სა­ბუ­რა­ვი და­დებს კარგ შე­დეგს. თუ მან­ქა­ნა 60-80 კმ/სთ სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს, შე­საძ­ლოა 100 ლა­რი­ა­ნი სა­ბუ­რა­ვით უკე­თე­სი გარ­ბე­ნი ჰქოდ­ნეს, ვიდ­რე მა­ღალძ­რა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლის 500 ლა­რი­ან სა­ბუ­რავს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი სი­ა­რუ­ლის ხა­რის­ხია.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ბუ­რა­ვი არ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ იმ კრი­ტე­რი­უ­მით, თუ რამ­დენს გა­ივ­ლის და ეს კი­თხვა არც უნდა დავ­სვათ სა­ერ­თოდ, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ მწარ­მო­ე­ბელს მას­ზე პა­სუ­ხი არ აქვს. გარ­ბე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მძღოლ­ზე, მან­ქა­ნა­ზე, გარ­ბე­ნის სტილ­ზე, ძრა­ვის კუ­ბა­ტუ­რა­ზე, გზის სა­ფარ­ზე...

სა­ბუ­რა­ვე­ბი და სე­ზო­ნუ­რო­ბა

ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი გან­სხვავ­დე­ბა შე­მად­გენ­ლო­ბით. ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა აქ­ტი­ურ­დე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რო­დე­საც ხა­ხუ­ნის ძალა იმა­ტებს. რო­დე­საც მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გათ­ვლილ სა­ბუ­რავს მო­უ­წევს სი­ცი­ვე­ში სი­ა­რუ­ლი, სა­ბუ­რა­ვი ვერ გა­ცხელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე, მას და­ე­კარ­გე­ბა ფუნ­ქცია და ვერ მო­ე­ჭი­დე­ბაგ­ზის სა­ფარს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის სა­წინ­და­რია. მე­ო­რე მხრივ, რო­დე­საც სა­ბუ­რა­ვი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა გათ­ვლი­ლი და ის ხურ­დე­ბა, სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა. ის 2 მეტ­რის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა 12 მეტ­რიც კი იყოს. სა­ბუ­რა­ვი შე­იძ­ლე­ბა დად­ნეს კი­დეც.

სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი სე­ზო­ნუ­რად მო­იხ­მა­როთ. ამ პრო­ცე­სის მარ­თვა­ში სა­ბუ­რა­ვებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ. ზამ­თრის სა­ბუ­რავს აქვს M+S (ტა­ლა­ხი და თოვ­ლი)და ფიფ­ქის ნი­შა­ნი. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რავსსე­ზო­ნის აღმნიშ­ვნე­ლი წარ­წე­რა არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რავს, იგი აღი­ნიშ­ნე­ბა ALL Season, 4season, All Weather წარ­წე­რე­ბით.თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ სა­ბუ­რავს სე­ზო­ნის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სიმ­ბო­ლო ახა­ტია, მა­გა­ლი­თად, ფიფ­ქი, მზე და სხვა. სამ­წუ­ხა­როდ,დღეს ბევ­რს ჰგო­ნია, რომ M+S ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რავს ნიშ­ნავს, რაც დიდი შეც­დო­მაა.

როცა ტემ­პე­რა­ტუ­რა 5-7 გრა­დუს­ზე დაბ­ლა ჩა­მო­დის, უკვე ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი უნდა და­ა­ყე­ნოთ. თოვ­ლის მოს­ვლას არ უნდა და­უ­წყოთ ლო­დი­ნი, რად­გან ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი მხო­ლოდ თოვლში სი­ა­რუ­ლის­თვის არაა გათ­ვლი­ლი.

სა­ბუ­რა­ვე­ბის მოვ­ლა

მას შემ­დეგ რაც თქვე­ნი ყვე­ლა მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩევთ სა­ბუ­რავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მონ­ტა­ჟი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დროს კარ­გი მოვ­ლა. მოვ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი სა­ბუ­რავ­ში წნე­ვის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლია. თი­თო­ე­ულ ავ­ტო­მო­ბილს აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა პი­რო­ბებ­ში რამ­დენ­ზე უნდა იყოს და­ბე­რი­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად ვცვა­ლოთ წინა და უკა­ნა სა­ბუ­რა­ვე­ბი. ასე სა­ბუ­რა­ვის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა 20%-ით გავ­ზარ­დოთ.

სა­ბუ­რა­ვი დიდ­ხანს რომ გემ­სა­ხუ­როთ, უმ­ჯო­ბე­სია თუ მას ზა­ფხულ­ში აზო­ტით და­ბე­რავთ. ჟანგბა­დის მო­ლე­კუ­ლის ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბაა, რომ გა­ხუ­რე­ბი­სას ფარ­თოვ­დე­ბა და გა­ცი­ე­ბი­სას პა­ტა­რავ­დე­ბა. შე­დე­გად სა­ბუ­რა­ვებ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი წნე­ვა იქ­მნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ ზი­ან­დე­ბა სა­ბუ­რა­ვიც და ავ­ტო­მო­ბი­ლიც. აზო­ტი კი არის ცივი აირი, რო­მე­ლიც არ ხურ­დე­ბა, მო­ცუ­ლო­ბას არ იც­ვლის და სა­ბუ­რავ­ში წნე­ვა არ იც­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, ცივი აირი ხელს უწყობს სა­ბუ­რა­ვის ცივ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შა­ო­ბას, რაც ამ­ცი­რებს ცვე­თას. ზამ­თარ­ში კი სა­ბუ­რა­ვე­ბის აზო­ტით და­ბერ­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი vs მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი

სა­ბუ­რა­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბის ვადა არის წარ­მო­ე­ბი­დან 5 წელი. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ეს პე­რი­ო­დი სა­ბუ­რა­ვის და­ყე­ნე­ბი­დან ით­ვლე­ბა, რაც დიდი შეც­დო­მაა. ზო­გა­დად მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის და­ყე­ნე­ბა ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდი რის­კის ქვეშ აყე­ნებს. მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვი შე­იძ­ლე­ბა იყი­დოს მან, ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად ბევ­რს და­დის და სა­ბუ­რა­ვე­ბი მალე უცვდე­ბა. თუმ­ცა თუ სა­ბუ­რა­ვი დიდი ყუ­რა­დღე­ბით არ შე­არ­ჩია, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი რის­კის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს. 2000 მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 10 იყოს მოხ­მა­რე­ბის­თვის რე­ა­ლუ­რად ვარ­გი­სი, ამი­ტომ ამ რის­კის გა­წე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ხოლ­მე.

მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის ერ­თა­დერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა არის „ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა“ ყიდ­ვის მო­მენ­ტში. თუმ­ცა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მოც­ვლა და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში ერთხელ არის სა­ჭი­რო, მას მეტი მოვ­ლის ხარ­ჯი აქვს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ხში­რად დას­ჭირ­დეს შე­კე­თე­ბა, გა­მო­დის რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვი ბი­უ­ჯე­ტუ­რი სუ­ლაც არ არის. თან აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბას ვა­ყე­ნებთ რის­კის ქვეშ.

ევ­რო­პა­ში კარგ სა­ბუ­რავს ნამ­დვი­ლად არა­ვინ გა­და­აგ­დებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­ტა­ნი­ლი მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვი ან მოხ­მა­რე­ბის­თვის უკვე აღარ ვარ­გა ან რამე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზით არის დაბ­რა­კუ­ლი. ქარ­თვე­ლე­ბი კი მას აღად­გე­ნენ და ალა­მა­ზე­ბენ, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის მოხ­მა­რე­ბის­თვის უსაფრ­თხოა.

მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბი ინა­ხე­ბა ღია სა­წყო­ბებ­ში, ყრია გა­რეთ, ევ­რო­პის­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თოვ­ლი და ყინ­ვა ან აზი­ის­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იწ­ვევს სა­ბუ­რა­ვის სწრა­ფად გაშ­რო­ბას, გახ­მო­ბას. მოხ­მა­რე­ბი­სას ის უბ­რა­ლოდ იფ­შვნე­ბა.

მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის ყიდ­ვი­სა­სა ასე­ვე რთუ­ლია მისი სე­ზო­ნუ­რო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ვა. ზამ­თრის სა­ბუ­რავს უფრო მა­ღა­ლი პრო­ტექ­ტო­რი აქვს, ვიდ­რე ზა­ფხუ­ლი­სას. ამი­ტომ მე­ო­რა­დის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ზამ­თრის სა­ბუ­რავს ასა­ღე­ბენ, რო­გორც ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რავს, რაც მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კლი­ენ­ტის­თვის. რე­ა­ლუ­რად კი ორ­მა­გად უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. პირ­ველ რიგ­ში მას აქვს დიდი სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი. მე­ო­რე მხრივ კი უკვე ნა­მუ­შე­ვა­რი ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ხეთ­ქვის ალ­ბა­თო­ბა 2-3 ჯერ მე­ტია ვიდ­რე ზა­ფხუ­ლის.

პრობ­ლე­მუ­რია მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ფორ­მაც. ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად 3-5 სა­ბუ­რავს გრე­ხენ და ერ­თმა­ნეთ­ში დე­ბენ. დაგ­რეხ­ვი­სას რე­ზინს არა­ფე­რი მოს­დის, მაგ­რამ სა­ბუ­რა­ვის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ფო­ლა­დის რგო­ლე­ბი ზი­ან­დე­ბა და ის შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი­დან გას­კდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს

რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს

უსაფრთხოება ადამიანის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოებაზე წინ ფინანსურ სარგებელს ვაყენებთ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ გამართული ავტომობილი უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა. ავტომობილის გამართულობას კი დიდწილად საბურავები განაპირობებს. რადგან საბურავით ხდება ავტომობლის მოჭიდება გზის საფართან. საბურავების შერჩევა მარტივი ნამდვილად არაა და ამ დროს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი.

საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად ხარისხიანად ეჭიდება საბურავი გზას, რამდენად ემორჩილება ის მძღოლის მართვის მანევრირებას, როგორ ხდება დამუხრუჭება. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით და რა ხარისხის ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავს საბურავი. სწორედ ბუნებრივი კაუჩუკის შემადგენლობით განსხვავდება ბიუჯეტური და პრემიალური ხაზის საბურავები. პრემიუმ ბრენდები უხვად მოიხმარენ ბუნებრივ კუაჩუკს, ბიუჯეტურები კი შეზღუდული ფინანსების გამო ხელოვნურ კაუჩუკს იყენებენ, რის გამოც საბურავს დაბალი შედეგი აქვს როგორც გარბენში ასევე, მოჭიდებაში, მანევრირებასა და მდგრადობაში. შესაბამისად, საბურავების დიფერენცირება როგორც რეზინის ან კაპრონის არის შეცდომა. საბურავები განსხვავდება იმით, თუ რამდენ ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავენ და რამდენად მაღალტექნოლოგიურად არის დამუშავებული ეს პროდუქტი.

საბურავის შერჩევა

საბურავის შეძენისას კონსულტანტს არა რეზინის ან კაპრონის საბურავის შერჩევა უნდა სთხოვოთ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, არამედ მას უნდა აუხსნათ, თუ რა სეზონზე, რა ტიპის გზის საფარზე, რა ინტენსივობით, რა დატვირთვაზე, რა სიჩქარეზე ან რა დისტანციაზე აპირებთ მის მოხმარებას.

ეს ყველაფერი მარტივად გასააზრებელი რომ იყოს, შეგვიძლია შევადაროთ ტაქსებისა და სპორტული ავტომობილების მძღოლების მოთხოვნები. ტაქსისტის, რომელიც მთელი დღეს 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მთავარი მიზანია, რომ საბურავმა მაქსიმალურად ბევრი გაატაროს. სპორტული მანქანის მფლობელს კი, რომელსაც სწრაფად სიარული უყვარს, უნდა მოსახვევში მაღალი სიჩქარით ისე შევიდეს, რომ მანქანა არ მოცურდეს. შეიძლება ორივეს ერთი და იმავე სეზონისა და ზომის საბურავები უნდოდეს, მაგრამ მათ აუცილებლად სხვადასხვა ტიპის საბურავები უნდა იყიდონ. სხვა პირად კრიტერიუმებს თუ არ გაითვალისწინებენ, შეძენილი პროდუქტით უკმაყოფილო დარჩებიან და ეს ბრენდის ან მწარმოებლის ბრალი სულაც არ იქნება. უბრალოდ მძღოლმა არამიზნობრივად გამოიყენა კონკრეტული საბურავი. სწორედ ამიტომ საბურავის შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიცური კონსულტაციის გაწევა.

თუ მძღოლის მოთხოვნაა, რომ საბურავს დიდი გარბენა ჰქონდეს, მას მაღალ სიჩქარეზე კარგი მოჭიდება ვერ ექნება. თუ სურს, რომ საბურავებს უგზოობასა და ტალახში კარგი გამავლობა ჰქონდეს, მას აუცილებლად ხმა ექნება ტრასაზე. მიზეზი კი ისევ და ისევ საბურავის მიზნობრივად შერჩევაა.

შეიძლება ზოგიერთი საბურავის მახასიათებელი იყოს დიდი დისტანციის დაფარვა, ზოგიერთის - მაღალი სიჩქარით სიარული, ზოგისთვის - ნაკლები საწვავის მოხმარება ან მაღალტვირთამეწობაზე მუშაობა. მიზნის შესაბამისად ყიდვა არის იმის გარანტი, რომ საბურავი დადებს კარგ შედეგს. თუ მანქანა 60-80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა 100 ლარიანი საბურავით უკეთესი გარბენი ჰქოდნეს, ვიდრე მაღალძრავიან ავტომობილის 500 ლარიან საბურავს, რომელიც მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიარულის ხარისხია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე საბურავი არ უნდა შევარჩიოთ იმ კრიტერიუმით, თუ რამდენს გაივლის და ეს კითხვა არც უნდა დავსვათ საერთოდ, რადგან მსოფლიოში არც ერთ მწარმოებელს მასზე პასუხი არ აქვს. გარბენი დამოკიდებულია მძღოლზე, მანქანაზე, გარბენის სტილზე, ძრავის კუბატურაზე, გზის საფარზე...

საბურავები და სეზონურობა

ზამთრისა და ზაფხულის საბურავები განსხვავდება შემადგენლობით. ზამთრის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები აქტიურდება დაბალ ტემპერატურაზე. ზაფხულის საბურავის შემადგენლობა აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხახუნის ძალა იმატებს. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე გათვლილ საბურავს მოუწევს სიცივეში სიარული, საბურავი ვერ გაცხელდება შესაბამის ტემპერატურამდე, მას დაეკარგება ფუნქცია და ვერ მოეჭიდებაგზის საფარს, რაც სერიოზული საფრთხის საწინდარია. მეორე მხრივ, როდესაც საბურავი დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი და ის ხურდება, სამუხრუჭე მანძილი ძალიან იზრდება. ის 2 მეტრის ნაცვლად შეიძლება 12 მეტრიც კი იყოს. საბურავი შეიძლება დადნეს კიდეც.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბურავები სეზონურად მოიხმაროთ. ამ პროცესის მართვაში საბურავებზე არსებული ნიშნებიც დაგეხმარებათ. ზამთრის საბურავს აქვს M+S (ტალახი და თოვლი)და ფიფქის ნიშანი. ზაფხულის საბურავსსეზონის აღმნიშვნელი წარწერა არ აქვს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, იგი აღინიშნება ALL Season, 4season, All Weather წარწერებით.თუმცა ნებისმიერ საბურავს სეზონის გამომხატველი სიმბოლო ახატია, მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. სამწუხაროდ,დღეს ბევრს ჰგონია, რომ M+S ყველა სეზონის საბურავს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა.

როცა ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, უკვე ზამთრის საბურავები უნდა დააყენოთ. თოვლის მოსვლას არ უნდა დაუწყოთ ლოდინი, რადგან ზამთრის საბურავი მხოლოდ თოვლში სიარულისთვის არაა გათვლილი.

საბურავების მოვლა

მას შემდეგ რაც თქვენი ყველა მოთხოვნის შესაბამისად შეარჩევთ საბურავს, აუცილებელია მისი მაღალკვალიფიციური მონტაჟი და ექსპლუატაციის დროს კარგი მოვლა. მოვლის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საბურავში წნევის მუდმივი კონტროლია. თითოეულ ავტომობილს აქვს მითითებული, თუ რა პირობებში რამდენზე უნდა იყოს დაბერილი საბურავები. სასურველია, რომ პერიოდულად ვცვალოთ წინა და უკანა საბურავები. ასე საბურავის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება 20%-ით გავზარდოთ.

საბურავი დიდხანს რომ გემსახუროთ, უმჯობესია თუ მას ზაფხულში აზოტით დაბერავთ. ჟანგბადის მოლეკულის ქიმიური თვისებაა, რომ გახურებისას ფართოვდება და გაციებისას პატარავდება. შედეგად საბურავებში არასტაბილური წნევა იქმნება. საბოლოოდ ზიანდება საბურავიც და ავტომობილიც. აზოტი კი არის ცივი აირი, რომელიც არ ხურდება, მოცულობას არ იცვლის და საბურავში წნევა არ იცვლება. გარდა ამისა, ცივი აირი ხელს უწყობს საბურავის ცივ ტემპერატურაზე მუშაობას, რაც ამცირებს ცვეთას. ზამთარში კი საბურავების აზოტით დაბერვა კატეგორიულად დაუშვებელია.

ახალი საბურავები vs მეორადი საბურავები

საბურავების მოხმარების ვადა არის წარმოებიდან 5 წელი. ბევრს ჰგონია, რომ ეს პერიოდი საბურავის დაყენებიდან ითვლება, რაც დიდი შეცდომაა. ზოგადად მეორადი საბურავის დაყენება ადამიანს ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს. მეორადი საბურავი შეიძლება იყიდოს მან, ვინც ყოველდღიურად ბევრს დადის და საბურავები მალე უცვდება. თუმცა თუ საბურავი დიდი ყურადღებით არ შეარჩია, შეიძლება ძალიან დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდეს. 2000 მეორადი საბურავიდან შეიძლება მხოლოდ 10 იყოს მოხმარებისთვის რეალურად ვარგისი, ამიტომ ამ რისკის გაწევა რეკომენდებული არ არის ხოლმე.

მეორადი საბურავის ერთადერთი უპირატესობა არის „ხელმისაწვდომობა“ ყიდვის მომენტში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორადი საბურავის გამოცვლა დაახლოებით 6 თვეში ერთხელ არის საჭირო, მას მეტი მოვლის ხარჯი აქვს, რადგან შეიძლება ხშირად დასჭირდეს შეკეთება, გამოდის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეორადი საბურავი ბიუჯეტური სულაც არ არის. თან აუცილებლად გასავალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეორადი საბურავით უსაფრთხოებას ვაყენებთ რისკის ქვეშ.

ევროპაში კარგ საბურავს ნამდვილად არავინ გადააგდებს. შესაბამისად, შემოტანილი მეორადი საბურავი ან მოხმარებისთვის უკვე აღარ ვარგა ან რამე კონკრეტული მიზეზით არის დაბრაკული. ქართველები კი მას აღადგენენ და ალამაზებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოხმარებისთვის უსაფრთხოა.

მეორადი საბურავები ინახება ღია საწყობებში, ყრია გარეთ, ევროპისთვის მახასიათებელი თოვლი და ყინვა ან აზიისთვის მახასიათებელი მაღალი ტემპერატურა იწვევს საბურავის სწრაფად გაშრობას, გახმობას. მოხმარებისას ის უბრალოდ იფშვნება.

მეორადი საბურავის ყიდვისასა ასევე რთულია მისი სეზონურობის მიხედვით შერჩევა. ზამთრის საბურავს უფრო მაღალი პროტექტორი აქვს, ვიდრე ზაფხულისას. ამიტომ მეორადის გამყიდველები ზამთრის საბურავს ასაღებენ, როგორც ყველა სეზონის საბურავს, რაც მიმზიდველად გამოიყურება კლიენტისთვის. რეალურად კი ორმაგად უარყოფითი შედეგის მომტანია ასეთი პროდუქტი. პირველ რიგში მას აქვს დიდი სამუხრუჭე მანძილი. მეორე მხრივ კი უკვე ნამუშევარი ზამთრის საბურავის მაღალ ტემპერატურაზე გახეთქვის ალბათობა 2-3 ჯერ მეტია ვიდრე ზაფხულის.

პრობლემურია მეორადი საბურავების ტრანსპორტირების ფორმაც. ხარჯების შესამცირებლად 3-5 საბურავს გრეხენ და ერთმანეთში დებენ. დაგრეხვისას რეზინს არაფერი მოსდის, მაგრამ საბურავის შიგნით არსებული ფოლადის რგოლები ზიანდება და ის შეიძლება გვერდიდან გასკდეს.

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ