სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია აპირებს, ანაკლია ბიზნეს და საწარმოო ჰაბად აქციოს
იაპონია აპირებს, ანაკლია ბიზნეს და საწარმოო ჰაბად აქციოს

31 მა­ისს ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის, ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­დუსტრი­ის სა­მი­ნის­ტრომ (METI) ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის (SEZ) ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბის კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გრან­ტი გა­მო­ყო. კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, დად­გინ­დეს ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის (სა­წარ­მოო და ლო­გის­ტი­კუ­რი სექ­ტო­რი) მო­ზიდ­ვა და პრო­ექ­ტში ჩარ­თვა, რო­გორც ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ნა­წი­ლი. კვლე­ვა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა SEZ-ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა და მას­ტერ­პლა­ნი. გრან­ტის ფარ­გლებ­ში, სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია ერ­თვე­ბა: Tomonius Co., Ltd - გრან­ტის აპ­ლი­კან­ტი, Phnom Penh SEZ Plc - თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია და Nippon Koei Co., Ltd - სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიცSEZ-ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს.

„2019 წლის თე­ბერ­ვლი­დან „ანაკ­ლია სითი“ და „პნომ პენ სეზი“ ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დნენ ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის სტრა­ტე­გი­ა­ზე. „პნომ პენ სე­ზის“ კლი­ენ­ტებს შო­რის წამ­ყვა­ნი ია­პო­ნუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. ამა წლის მარ­ტში „პნომ პენ სე­ზის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და „ნი­პონ კო­ე­ის“ ექ­სპერ­ტებ­მა ანაკ­ლია მო­ი­ნა­ხუ­ლეს, რათა უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ეს­წავ­ლათ პრო­ექ­ტი.

„იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ია­პო­ნუ­რი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ის ელჩმა უე­ჰა­რა ტა­და­ჰა­რუმ.

„ეს არის დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ია­პო­ნი­ას დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­რეფ­ნის მი­მართ. ია­პო­ნია და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­რეფ­ნით და აპი­რებს, ანაკ­ლია აქ­ცი­ოს ბიზ­ნეს და სა­წარ­მოო ჰა­ბად. ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და „ანაკ­ლია სი­თის“ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩვენს დღის წეს­რიგ­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მოხ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლურ დო­ნე­ზე, რად­გან ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ებს შე­აქვთ ხა­რის­ხი, ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ყველ­გან, სა­დაც ოპე­რი­რე­ბენ. ეს ჩვენ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ია­პო­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ია­პო­ნურ კომ­პა­ნი­ებ­სა და ანაკ­ლი­ის პრო­ექტს შო­რის, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლია სი­თის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

„სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გა­ი­ზარ­დოს და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჰაბი, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა „ანაკ­ლია სი­თის“ გა­ვუ­ზი­ა­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა მი­ი­ზი­დოს გლო­ბა­ლუ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ია­პო­ნე­ლე­ბის ჩათ­ვლით. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ გვსურს, სა­ქარ­თვე­ლოს­გან ვის­წავ­ლოთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ მე-6 ად­გილს მსოფ­ლი­ო­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის მი­ხედ­ვით, რაც ბევ­რი აზი­უ­რი ქვეყ­ნის­თვის მა­გა­ლი­თი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და „პნომ პენ სე­ზის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ჰი­რო­ში უე­მატ­სუმ.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის მსგავ­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პირ­ვე­ლია. და სა­ქარ­თვე­ლოს ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი­ად ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უჩ­ნდე­ბა

ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა (SEZ) გა­ნა­ვი­თა­რებს 400 ჰა ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ას და და­ა­საქ­მებს 16,000-მდე ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ანს შემ­დგო­მი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. SEZ-ი სრუ­ლი­ად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორტთან, შექ­მნის სა­ერ­თო თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას და წვდო­მა ექ­ნე­ბა მულ­ტი­მო­და­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე: ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი, გზა და რკი­ნიგ­ზა, რო­მე­ლიც და­უ­კავ­შირ­დე­ბა ეროვ­ნულ ქსე­ლებს. ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, გან­ვი­თარ­დე­ბა ისე­თი ინ­დუსტრი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ლო­გის­ტი­კა, მსუ­ბუ­ქი მრეწ­ვე­ლო­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტუ­რიზ­მი და ა.შ. სპე­ცი­ა­ლუ­რი ზონა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, და­ეხ­მა­რე­ბა რე­გი­ო­ნის შრო­მით მუ­შა­ხელს უნარ-ჩვე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის და­და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გამო, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში ისე­დაც ლი­დერ­თა შო­რი­საა, ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა კი­დევ უფრო წა­ა­ხა­ლი­სებს ინ­ვეს­ტო­რებს, გად­მო­ი­ტა­ნონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სე­ბი ანაკ­ლი­ა­ში. ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს და მო­ი­ზი­დავს რო­გორც სა­გა­რეო პირ­და­პირ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ისე ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც; შექ­მნის კლას­ტე­რებს, ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი ინ­დუსტრი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გაზ­რდის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას და გა­ა­ჩენს ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ახ­ლა­ხან „ანაკ­ლია სი­თიმ“ და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა ხელი მო­ა­წე­რეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­მე­რან­დუმს, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­მე­რან­დუ­მი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკსა და „ანაკ­ლია სი­თის“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, უკეთ ითა­ნამ­შრომ­ლონ ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, ფი­ნან­სე­ბი და ვაჭ­რო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

იაპონია აპირებს, ანაკლია ბიზნეს და საწარმოო ჰაბად აქციოს

იაპონია აპირებს, ანაკლია ბიზნეს და საწარმოო ჰაბად აქციოს

31 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური კომპანიების (საწარმოო და ლოგისტიკური სექტორი) მოზიდვა და პროექტში ჩართვა, როგორც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ნაწილი. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, სამი საერთაშორისო კომპანია ერთვება: Tomonius Co., Ltd - გრანტის აპლიკანტი, Phnom Penh SEZ Plc - თანამშრომლობის პარტნიორი კომპანია და Nippon Koei Co., Ltd - საკონსულტაციო კომპანია, რომელიცSEZ-ის განვითარების გეგმაზე მუშაობს.

„2019 წლის თებერვლიდან „ანაკლია სითი“ და „პნომ პენ სეზი“ ერთობლივად მუშაობდნენ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის სტრატეგიაზე. „პნომ პენ სეზის“ კლიენტებს შორის წამყვანი იაპონური და საერთაშორისო კომპანიები არიან. ამა წლის მარტში „პნომ პენ სეზის“ გენერალურმა დირექტორმა და „ნიპონ კოეის“ ექსპერტებმა ანაკლია მოინახულეს, რათა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ პროექტი.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დადებითი შედეგის მომტანი იქნება იაპონური კერძო კომპანიებისთვის“, - განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა უეჰარა ტადაჰარუმ.

„ეს არის დასტური იმისა, რომ იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ. იაპონია დაინტერესდა ჩვენი ეკონომიკური დერეფნით და აპირებს, ანაკლია აქციოს ბიზნეს და საწარმოო ჰაბად. იაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა მოხდება მაქსიმალურ დონეზე, რადგან იაპონური კომპანიებს შეაქვთ ხარისხი, ეფექტიანობა და უახლესი ტექნოლოგიები ყველგან, სადაც ოპერირებენ. ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, გამოვიყენოთ იაპონიის სახელმწიფოს მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა იაპონურ კომპანიებსა და ანაკლიის პროექტს შორის, შესაბამისად, საქართველოსა და იაპონიას შორის“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.

„საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონალური ჰაბი, ანაკლიის პროექტის განვითარების შედეგად. მოხარულები ვართ, ჩვენი გამოცდილება „ანაკლია სითის“ გავუზიაროთ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებით, რათა მიიზიდოს გლობალური ინვესტორები, იაპონელების ჩათვლით. ამასთანავე, ჩვენ გვსურს, საქართველოსგან ვისწავლოთ, როგორ მივაღწიოთ მე-6 ადგილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, რაც ბევრი აზიური ქვეყნისთვის მაგალითი უნდა იყოს“, - განაცხადა „პნომ პენ სეზის“ გენერალურმა დირექტორმა, ჰიროში უემატსუმ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მსგავსი თანამშრომლობა პირველია. და საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტისა და თანამედროვე ინდუსტრიული ზონის მიმართულებით სრულიად ახალი პერსპექტივა უჩნდება

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და წვდომა ექნება მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე: ღრმაწყლოვანი პორტი, გზა და რკინიგზა, რომელიც დაუკავშირდება ეროვნულ ქსელებს. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის დადაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესები ანაკლიაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. ახლახან „ანაკლია სითიმ“ და აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მომერანდუმს, რომლის მიზანიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესწავლა, იდენტიფიცირება და დახმარება. თანამშრომლობის მომერანდუმი აზიის განვითარების ბანკსა და „ანაკლია სითის“ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ ითანამშრომლონ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ფინანსები და ვაჭრობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ