სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები
თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები

თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებგ­ვერ­დზე ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­თა იდე­ე­ბის მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ვებგ­ვერ­დზე 66 მიმ­დი­ნა­რე, 336 დაბ­ლო­კი­ლი, 865 არ­შემ­დგა­რი იდეა ფიქ­სირ­დე­ბა. 20 იდეა გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია, სამი უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი, 1 კი უარ­ყო­ფი­ლია.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ ერთ-ერთ შე­თან­ხმე­ბულ იდე­ას გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პლექ­სის მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„პრო­ექ­ტის იდეა მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან - ქუ­ჩის უკა­ნო­ნო რბო­ლე­ბი (ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მე­გობ­რუ­ლი სივ­რცე მოყ­ვა­რუ­ლი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­ტე­ბის­თვის), სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის კულ­ტუ­რის და­ბა­ლი დონე, გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბი (რომ­ლე­ბიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა), მო­მა­ტე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბი, და­უც­ვე­ლი მძღო­ლე­ბი, ქვე­ი­თე­ბი და სხვა.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი საწ­ვრთნელ-გა­სარ­თო­ბი და სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი სხვა­დას­ხვა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა გა­ერ­თოს, ივარ­ჯი­შოს, იმე­ცა­დი­ნოს ან ამე­ცა­დი­ნოს ვინ­მე.

კომ­პლექ­სის ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის პე­და­გოგ-ინ­სტრუქ­ტორ­თა მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბაც, რო­მელ­საც გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რაც თა­ვის მხრივ შე­სა­ბა­მი­სი ევრო დი­რექ­ტი­ვე­ბის და­ნერგვის წი­ნა­პი­რო­ბაა. კომ­პლექსში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლე­ბის (მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის) მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­კე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები

თბილისში ავტოდრომი "ლილო-არენა" მოეწყობა - პროექტის დეტალები

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 66 მიმდინარე, 336 დაბლოკილი, 865 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ ერთ-ერთ შეთანხმებულ იდეას გთავაზობთ, რომელიც საავტომობილო სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის მოწყობას გულისხმობს.

„პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არცერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები, ქვეითები და სხვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე.

კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება-გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო