მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ
გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხა­ვენ. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით, ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს გა­მო­კი­თხა­ვენ.

გა­მო­კი­თხვა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტარ­დე­ბა. 2019 წლის 21 მარტს, ად­ვო­კატ­მა წე­რი­ლო­ბი­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და ერთ -ერთ პუნ­ქტად მო­ი­თხო­ვა, რომ გა­მო­ი­კი­თხოს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა დად­გინ­დეს, შე­უძ­ლია თუ არა მას პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა 2014 წლის 3 იან­ვარს ჩა­მო­არ­თვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივ­ნისს, იგი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მას არ შე­უძ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გაყ­ვა­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ამოც­ნო­ბა არ ტარ­დე­ბა, ხოლო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამოც­ნო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, თუ ამომცნო­ბი მი­უ­თი­თებს ისეთ ნი­შან-თვი­სე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სი არ არის ამო­საც­ნო­ბი ობი­ექ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის. ამ­დე­ნად, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ამოც­ნო­ბის ჩა­ტა­რე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, 2018 წლის 12 ივ­ლისს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნახ­ლდა გა­მო­ძი­ე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ

გამომძიებლები ვანო მერაბიშვილს ციხეში გამოკითხავენ

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ.

გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.

ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს