სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ვებგ­ვერ­დზე ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ქრის­ტე აღ­დგა!

"მო­დით და ნა­ხეთ გოლ­გო­თა, სა­დაც ეშ­მა­კი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა და სიკ­ვდი­ლი გან­ქარ­და, მო­დით და ნა­ხეთ აკ­ლდა­მა, სა­დაც დად­გინ­და ჩვე­ნი აღ­დგო­მის წესი; ად­გი­ლი, რო­მე­ლიც უხრწნე­ლე­ბის და­სა­ბა­მად იქცა და სი­ხა­რუ­ლით აღ­მოთ­ქვით: "სადა არს, სიკ­ვდი­ლო, სა­წერ­ტე­ლი შენი; სადა არს, ჯო­ჯო­ხე­თო, ძლე­ვაი შენი?!“.

ქრის­ტე აღ­დგა!

"დას­ჯი­ლი ევა განღმრთო­ბი­ლია, გა­ძე­ვე­ბუ­ლი ადა­მი, _ მო­წო­დე­ბუ­ლი, წყევ­ლა გა­უქ­მე­ბუ­ლი, სიკ­ვდი­ლი, _ დაძ­ლე­უ­ლი, ეშ­მა­კი _ გან­გმი­რუ­ლი, მისი მსა­ხურ­ნი კი,- სირ­ცხვი­ლე­ულ­ნი და ძლე­ულ­ნი“ (წმ.იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი).

იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მით ყვე­ლა ადა­მი­ან­ში დაძ­ლია სიკ­ვდი­ლი, რაც ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და: გან­კა­ცე­ბი­სას მან ცოდ­ვის არმ­ქო­ნე სრუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა მი­ი­ღო, გა­ამ­დიდ­რა იგი საღ­მრთო ღირ­სე­ბე­ბით (კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბის თვი­სე­ბე­ბის სრუ­ლი და­ცუ­ლო­ბით) და ამ გზით განღმრთო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ყვე­ლა ადა­მი­ანს.

მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე კი აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა მოკ­ვდა­ვი სხე­უ­ლის ნაც­ვლად ახა­ლი, უხრწნე­ლი, არ­სობ­რი­ვად შეც­ვლი­ლი, და­ცე­მამ­დე­ლი ადა­მის მსგავ­სი, სუ­ლი­ე­რი სხე­უ­ლი შე­ი­მო­სა; მის­მა ადა­მი­ა­ნურ­მა ბუ­ნე­ბამ სხვა თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა და გახ­და და­სა­ბა­მი კა­ცობ­რი­ო­ბის მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა; იგია პირ­მ­შო შეს­ვე­ნე­ბულ­თა, რად­გან მი­ი­ღო ის სახე, რო­მე­ლიც ექ­ნე­ბათ მარ­თალთ მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ, როცა სიკ­ვდი­ლი უკვე აღარ იარ­სე­ბებს და იქ­ნე­ბა ახა­ლი ცა და ახა­ლი ქვე­ყა­ნა.

_ რა ვი­ცით ცათა შინა მყოფ მარ­თალ­თა შე­სა­ხებ, რო­გო­რი სა­ხით არი­ან ისი­ნი ზე­ცად?

_ მარ­თალ­ნი არი­ან უკ­ვდავ­ნი, უხრწნელ­ნი, უვ­ნე­ბელ­ნი და ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მელ სხვა მრა­ვალ სი­კე­თე­თა მქო­ნე­ნი, ოღონდ ნე­ტა­რე­ბის ხა­რის­ხით გან­სხვა­ვე­ბულ­ნი; თუმ­ცა შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ დიდი წმინ­და­ნე­ბიც ჯერ არ არი­ან სრულ ნე­ტა­რე­ბა­ში, რად­გან მათ სუ­ლებს, მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მი­ლი სხე­უ­ლის მსგავ­სი, თა­ვი­სი უკ­ვდა­ვი და უხრწნე­ლი სხე­უ­ლი არ შე­უ­მო­სავთ. "ღმერ­თმა ჩვენ­თვის უმ­ჯო­ბე­სი წი­ნას­წარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რათა ისი­ნი (მარ­თალ­ნი) უჩ­ვე­ნოდ არ გამ­ხდა­რიყ­ვნენ სრულ­ქმნილ­ნი (ებრ. 11, 40)”,_ წერს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი.

_ რა­ტომ არის სუ­ლით და ხორ­ცით განღმრთო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

_ ასე­თად შე­ვიქ­მე­ნით! მა­გა­ლი­თად, ან­გე­ლო­ზე­ბი მხო­ლოდ სულ­ნი არი­ან. ადა­მი­ა­ნი კი თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს სულ­სა და ხორცს, ანუ ხი­ლულ და უხი­ლავ სამ­ყა­როს. სხე­უ­ლით იგი მა­ტე­რი­ას (ნივ­თი­ერ, მცე­ნა­რე­ულ და ცხო­ვე­ლურ სამ­ყა­როს) მო­ი­ცავს, სუ­ლით კი, – ან­გე­ლოზ­თა თა­ნა­ზი­ა­რია. ბუ­ნე­ბი­თად ყოვ­ლის­შე­მომ­კრე­ბი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი მხო­ლოდ უფა­ლია. მან ინე­ბა, რომ ჩვენც მსგავ­სი პა­ტი­ვი გვქო­ნო­და და ამი­ტო­მა­ცაა ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

_ რო­გორ აღ­დგე­ბა, მა­გა­ლი­თად, ათა­სი წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლი, რო­დე­საც მისი ძვლე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობ­დეს?

_ მი­წა­ში დაფ­ლუ­ლი ხრწნა­დი სხე­უ­ლი სტი­ქი­ო­ნე­ბად იშ­ლე­ბა, მაგ­რამ ღმერ­თი მას კვლავ შე­მოკ­რებს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხით აღად­გენს; რო­გორც მაგ­ნი­ტი ქვი­შის გო­რა­ში გაბ­ნე­ულ რკი­ნის ნამ­ცე­ცებს ად­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევს, ასე­ვე ჩვე­ნი სუ­ლიც, უფ­ლის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბით, თა­ვის უხრწნელ სხე­ულს შე­ი­მო­სავს, როცა ეს ჟამი დად­გე­ბა.

_ რო­დის მოხ­დე­ბა ეს?

წმინ­და ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბით, ეს მოხ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა შო­რის უკი­დუ­რე­სი სიმ­ძაფ­რით გა­მოვ­ლინ­დე­ბა ცოდ­ვა და მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლი­სათ­ვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბა სიწ­მინ­დეს, ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას, ღვთის სათ­ნო წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს.., რო­დე­საც ღვთი­სა და მოყ­ვა­სის წმინ­და სიყ­ვა­რულს შე­ე­ნაც­ვლე­ბა ვნე­ბე­ბი­სად­მი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ლტოლ­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლად ამ­პარ­ტა­ვან­ნი, თა­ვის­მოყ­ვა­რე­ნი, ამას­თან მგმო­ბელ­ნი, მშობ­ლე­ბის ურჩნი, ერ­თმა­ნე­თის მო­ძუ­ლე­ნი, ცი­ლისმწა­მე­ბელ­ნი, შე­უ­რი­გე­ბელ­ნი, სას­ტიკ­ნი, თავ­ხედ­ნი, კე­თი­ლის მო­ძუ­ლე­ნი… (2 ტიმ. 3, 2-4).

თუმ­ცა ქრის­ტეს წმინ­და ეკ­ლე­სი­ას ჯო­ჯო­ხე­თის ბჭე­ნი ვერ მო­ე­რე­ვი­ან. დიდი გან­საც­დე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგი ბო­ლომ­დე უბი­წოდ და შე­ურყვნე­ლად და­ი­ცავს მა­ცხოვ­რის მცნე­ბებს, წმინ­და გარ­და­მო­ცე­მას, წმინ­და მა­მე­ბის სწავ­ლე­ბას, შვი­დი მსოფ­ლიო კრე­ბი­სა და ათი ად­გი­ლობ­რი­ვი კრე­ბის გან­ჩი­ნე­ბებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს კვლა­ვაც ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­წმენ­დი­სა და გა­დარ­ჩე­ნი­სა; ანუ იმე­დი არა­სო­დეს ჩაქ­რე­ბა, რა­საც თა­ვი­სი უდი­დე­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი გვი­ცხა­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნი­ე­რე­ბის აღ­სას­რუ­ლის ზუსტ დროს, იგი და­ფა­რუ­ლია თვით ან­გე­ლოზ­თათ­ვი­საც, თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი წი­ნას­წა­რი ნიშ­ნე­ბი ამ დღის დად­გო­მი­სა გან­კა­ცე­ბულ­მა უფალ­მა გვა­უ­წყა.

ბოლო ჟა­მის შე­სა­ხებ სა­გუ­ლის­ხმოა აგ­რეთ­ვე წმინ­და წე­რილ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­აც სო­დო­მი­სა და გო­მო­რის შე­სა­ხებ, სა­დაც გა­ბა­ტო­ნე­ბულ­მა უკი­დუ­რეს­მა გარ­ყვნი­ლე­ბამ და ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბამ ღმერ­თი იმ­დე­ნად გა­ნა­რის­ხა, რომ მათი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. აბ­რა­ამ მა­მათმთა­ვა­რი უფალს ევედ­რე­ბო­და, რომ ამ ქა­ლა­ქებ­ში თუ ორ­მოც­და­ა­თი, ან თუნ­დაც უფრო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბოდ­ნენ მარ­თალ­ნი, არ აღე­გა­ვა ისი­ნი პი­რი­სა­გან მი­წი­სა. უფალ­მა და­უთ­მო და ბო­ლოს ათზე და­თან­ხმდა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ლო­თის ოჯა­ხის გარ­და, მარ­თა­ლი არა­ვინ იყო. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გორ ვცხოვ­რობთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი; ეს გან­სა­ზღვრავს არა მარ­ტო პი­რა­დად ჩვენს მო­მა­ვალს, არა­მედ, _ ქვეყ­ნის და მსოფ­ლი­ოს ხვედ­რსაც.

_ რა მოხ­დე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ?

_ მე­ო­რედ მოს­ვლი­სას სა­ბო­ლო­ოდ გა­ნის­ჯე­ბი­ან ყო­ველ­ნი, _ ცოდ­ვილ­ნიც და მარ­თალ­ნიც, რათა არ­ცერთ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სი­კე­თის ამ­ქვეყ­ნად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მის­ხა­ლიც არ და­ე­კარ­გოს, მის სა­ხელ­ზე ახ­ლო­ბელ­თა და სხვა­თა­გან აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ქვე­ლი საქ­მე­ნი მი­ეთ­ვა­ლოს და უკა­ნას­კნე­ლი მსჯავ­რი უკე­თე­სი მი­ე­გოს. ნე­ტა­რე­ბის ღირ­სნი ხდე­ბი­ან რო­გორც მარ­თალ­ნი, ასე­ვე ის ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ნა­ნუ­ლით აღეს­რულ­ნენ, მაგ­რამ სი­ცო­ცხლე­ში ვერ მო­ას­წრეს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ამის სა­თა­ნა­დო ნა­ყო­ფი. ისი­ნი, ღვთის გულ­მო­წყა­ლე­ბი­თა და ეკ­ლე­სი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, მი­ი­ღე­ბენ ცოდ­ვა­თა შენ­დო­ბას.ხოლო შემ­დეგ, უხრწნე­ლი სხე­უ­ლით შე­მო­სილ­ნი, ხატ­ნი და მსგავ­სნი უფ­ლი­სა, კვლავ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ღვთის­კენ და­უს­რუ­ლე­ბელ სწრაფ­ვას, რა თქმა უნდა, სხვა სა­ხით და სხვა მდგო­მა­რე­ო­ბით, და­ნარ­ჩენ­ნი კი მა­რა­დი­ულ სა­ტან­ჯველს და­იმ­კვიდ­რე­ბენ.სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვის გარ­დაქ­მნილ, უკ­ვდავ და უხრწნე­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სხე­უ­ლებს, მარ­თალ­თა მსგავ­სად, ღვთი­სა­გან გან­დგო­მი­ლი ცოდ­ვილ­ნიც შე­ი­მო­სა­ვენ, მაგ­რამ მო­უ­ნა­ნი­ე­ბელ და­ნა­შა­ულ­თა და ვნე­ბა­თა სიმ­ძი­მე მათ და­უს­რუ­ლე­ბელ ტან­ჯვას გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­გორც მათი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი­სა და მოქ­მე­დე­ბის შე­დეგს.ეკ­ლე­სი­ა­ში მა­ცხოვ­რი­სა და მისი მო­წა­ფე­ე­ბი­სა­გან დად­გე­ნი­ლი ნათ­ლო­ბის წე­სის აღ­სრუ­ლე­ბით ადა­მი­ანს ყვე­ლა ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბა და სუ­ლიწ­მინ­დის ნი­ჭის თა­ნა­ზი­ა­რი ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა მარ­თლმორ­წმუ­ნე ხდე­ბა; ამას­თან ადამ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლის, რად­გან ეს მად­ლი ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს სა­ჩუქ­რად, დამ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე, ჰქონ­დათ დე­და­მი­წა­ზე, ედემ­ში; ქრის­ტი­ა­ნებს კი იგი ეძ­ლე­ვათ მა­ცხოვ­რის უდი­დე­სი გა­მომსყიდ­ვე­ლი მსხვერ­პლი­სა და პი­რა­დი სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლის შე­დე­გად და ამას­თან, მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად; მაგ­რამ მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ბო­რო­ტის მიერ და­გე­ბუ­ლი ათას­გვა­რი გან­საც­დე­ლის გამო, მცი­რედ­ნი თუ აღ­წე­ვენ. ამი­ტო­მაც ნათ­ლო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი ჩვენს გა­და­სარ­ჩე­ნად და შე­მოქ­მედ­თან აღ­დგე­ნი­ლი კავ­ში­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მი­თუ­მე­ტეს დღეს, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და დრო და ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბიც, მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ცხოვ­რის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ასე­ვე უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლოც სი­ნა­ნუ­ლი­სა, რომ­ლის მად­ლი­თაც უფა­ლი შე­ი­წი­რავს რა ჩვენს გულ­წრფელ აღ­სა­რე­ბას, ღირსგვყოფს და­უს­ჯე­ლად მი­ვი­ღოთ წმინ­და ზი­ა­რე­ბა და ცოდ­ვე­ბიც აღგ­ვე­ხო­ცოს. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და ახლა, მი­თუ­მე­ტეს, მრავ­ლად არი­ან კად­ნი­ერ­ნი, რო­მელ­ნიც უარ­ყო­ფენ ღვთის არ­სე­ბო­ბას, ან შე­მოქ­მედს სა­მარ­თალს უწუ­ნე­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ თვი­თონ უნდა შექ­მნან ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, ახა­ლი სამ­ყა­რო. ათე­ის­ტუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის მქო­ნე­ნი ეყ­რდნო­ბი­ან თა­ვის გო­ნე­ბას და იმ მო­ნა­ცე­მებს, რისი შეც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჩვე­ნი გრძნო­ბის ხუთი ორ­გა­ნო იძ­ლე­ვა; მათ არ იცი­ან და არც სურთ იცოდ­ნენ რა­ი­მე ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ზე, _ სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე. მათ­თვის სი­ტყვა "ცოდ­ვა“",გან­წმენ­და-კა­თარ­ზი­სი“, ისე­თი­ვე გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორც "თავ­მდაბ­ლო­ბა“ ან "სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა“. ასეთ­თა შო­რის, რო­გორც წესი, სხე­უ­ლი და მიწა ბა­ტო­ნობს და არა ზეცა და სული.

ჯერ კი­დევ ბრძე­ნი სოკ­რა­ტე ამ­გვარ კი­თხვას სვამ­და ურ­წმუ­ნო­თა მი­მართ: "თუ გო­ნე­ბა და გრძნო­ბა ტვი­ნის თვი­სე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ, მაშ რა­ტომ აღარ მოქ­მე­დებს ეს უნა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ტვი­ნი ხომ ისევ ად­გილ­ზე აქვს გარ­დაც­ვლილს”? და დას­ძენ­და: "რო­გორც სულს ვერ ვხე­დავთ და არ­სე­ბობს, ასე­ვე ღმერ­თს ვერ ვხე­დავთ და არ­სე­ბობს. რო­გორც უსუ­ლოდ არ არ­სე­ბობს სხე­უ­ლის სი­ცო­ცხლე, ასე­ვე უღ­მერ­თოდ, _ სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბა.” რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო ქრის­ტეს გა­რე­შე, მისი სწავ­ლე­ბის გა­რე­შე, აქ­ციო შენი თავი ვნე­ბე­ბის სა­თა­რე­შოდ, მაგ­რამ სიკ­ვდილს ვერ და­ე­მა­ლე­ბი და ვერც სა­ში­ნელ სამ­სჯავ­როს გა­დურ­ჩე­ბი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბა წერ­ტილს უს­ვამს ჩვენს ყვე­ლა მი­წი­ერ ოც­ნე­ბა­სა და წარ­მა­ვალ სურ­ვილს; სიკ­ვდი­ლით აზრს კარ­გავს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ასე გვიყ­ვარ­და და შევ­ნატ­რო­დით, ან რაც გვძულ­და და სა­სიკ­ვდი­ლო­დაც გვე­მე­ტე­ბო­და. სა­მა­რეს­თან ამ­სოფ­ლურ საც­დურ­თა ნიღ­ბე­ბი ცვი­ვა და მწა­რე რე­ა­ლო­ბა დგე­ბა.

დღეს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ათე­ის­ტუ­რი ტალ­ღა გაძ­ლი­ერ­და და მისი გავ­ლე­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იგ­რძნო­ბა, თვალ­ნა­თე­ლი გახ­და, რო­გორ დეგ­რა­დირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი უფ­ლის გა­რე­შე, რო­გორ ად­ვი­ლად გა­დაგ­ვა­რე­ბა­დია იგი, რო­გო­რი უგუ­ნუ­რი და თვით­გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლი ხდე­ბა ის. ბო­რო­ტი ძალა, შე­ფარ­ვით თუ აშ­კა­რად, ყო­ველ­თვის ებ­რძო­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნი­დან ამან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სახე მი­ი­ღო: ჯერ მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის სა­ხით გა­ბა­ტონ­და ათე­იზ­მი, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად და ძალ­მომ­რე­ო­ბი­თად უარ­ყოფ­და ღმერ­თს და, ამას­თან, სიც­რუ­ე­ზე დაყ­რდნო­ბით, ქმნი­და თა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი "სა­ნი­მუ­შო, ზნე­ობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის” სა­ხე­ებს; მათი სა­შუ­ა­ლე­ბით კი გარ­კვე­ულ ორი­ენ­ტირს უსა­ხავ­და ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც.ახლა კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა რო­გორც მორ­წმუ­ნე­თა, ისე ურ­წმუ­ნო­თა მი­მართ, მაგ­რამ ამ სივ­რცე­ში მკვეთ­რად იგ­რძნო­ბა ღვთის უარ­მყო­ფელ­თა სი­თა­მა­მე; ისი­ნი სრუ­ლი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლე­ბის პრო­პა­გან­დას აქ­ტი­უ­რად ეწე­ვი­ან ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით და ცდი­ლო­ბენ, ეს ქმე­დე­ბა სი­მარ­თლი­სა და სი­კე­თის სა­ხელს და­უ­კავ­ში­რონ, რათა თა­ვი­სი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ნი ხალ­ხის­თვის მი­სა­ღე­ბი გა­ხა­დონ.სა­ერ­თოდ, ცოდ­ვა რო­გორც მად­ლი, გა­დამ­დე­ბია და ამის ნა­ყოფს უკვე ვიმ­კით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა­ში.თუმ­ცა სი­მარ­თლეს სიც­რუ­ის მან­ქა­ნა რე­ა­ლუ­რად ვე­რას­დროს გა­უს­წო­რებს თვალს, მო­ტყუ­ე­ბით კი, _ მრა­ვალთ აც­დუ­ნებს. ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია საღვთო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ცოდ­ნა, თა­ნაც ღრმა ცოდ­ნა, რად­გან ბო­რო­ტი ძალა ამ მხრი­ვაც ფრი­ად მა­ნი­პუ­ლი­რებს.დღეს მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს დიდი მოთ­მი­ნე­ბა მარ­თებს, რომ ამ­დენ ტყუ­ილს, ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ღვარ­ძლს გა­უძ­ლოს და თვი­თო­ნაც არ გა­დაგ­ვარ­დეს. ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ეს მი­უღ­წე­ვე­ლია, ღვთის დახ­მა­რე­ბით კი, _ შე­საძ­ლე­ბე­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უფალ­თან სუ­ლი­ე­რი, ლოც­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, ბიბ­ლი­ი­სა და წმინ­და მა­მე­ბის და­რი­გე­ბე­ბის კი­თხვა, რომ გან­ვმტკიც­დეთ და შე­წევ­ნაც ღვთი­სა მი­ვი­ღოთ.აღ­დგო­მა გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის წარ­სუ­ლის, აწ­მყო­სი და მო­მავ­ლი­სა. ჩვენს წი­ნა­შე ძვე­ლი აღ­თქმა წარ­მო­ჩინ­დე­ბა, რო­გორც და­ფა­რუ­ლი ახა­ლი აღ­თქმა, ახა­ლი აღ­თქმა კი, _ რო­გორც გან­ცხა­დე­ბუ­ლი, აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი აღ­თქმა.ბიბ­ლია იწე­რე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 1400 წლის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი­სა­გან: ნას­წავლთა და უს­წავ­ლელ­თა, მე­ფე­თა და მი­წათ­მოქ­მედ­თა, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­თა, მწყემსთა და მე­თევ­ზე­თა მიერ. იგი შედ­გე­ბა ის­ტო­რი­ის, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბის, ეპის­ტო­ლე­ე­ბის, კა­ნო­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­ურ-ზნე­ობ­რი­ვი და­რი­გე­ბე­ბი­სა­გან. მაგ­რამ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ამ შე­უ­და­რე­ბელ წიგნს გას­დევს ერთი და იგი­ვე ღვთივ­განბ­რძნო­ბი­ლი სუ­ლი­ე­რი სწავ­ლე­ბა, ერთი და იგი­ვე აზრი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ნათ­ქვა­მის ნა­თელ­სა­ყო­ფად მხო­ლოდ ორი­ოდ მა­გა­ლითს მო­ვი­ტანთ:წმინ­და ილია, ისა­ია და და­ნი­ე­ლი, იონა, და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე და სხვა წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი პირ­და­პირ წერ­დნენ მა­ცხო­ვარ­ზე, ახალ სჯულ­ზე და მის მე­უ­ფე­ბა­ზე.ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თქმის და­სა­წყის­ში ნა­უ­წყე­ბია ერ­თარ­სე­ბა სამ­პი­რო­ვა­ნი ღმერ­თის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ახალ აღ­თქმა­შია გან­ცხა­დე­ბუ­ლი.იესო ქრის­ტე იწო­დე­ბა ძედ და­ვი­თი­სა და აბ­რა­ა­მი­სა, რი­თაც საღვთო საკ­ვრე­ლით იკვრე­ბა ეს წმინ­და წიგ­ნი.

ამას­თან, რო­გორც ძველ, ისე ახალ აღ­თქმა­ში ერთი და იგი­ვე მცნე­ბე­ბია უმ­თავ­რე­სად მიჩ­ნე­უ­ლი: "შე­იყ­ვა­რე უფა­ლი ღმერ­თი შენი ყოვ­ლი­თა გუ­ლი­თა შე­ნი­თა, ყოვ­ლი­თა სუ­ლი­თა შე­ნი­თა, ყოვ­ლი­თა გო­ნე­ბი­თა შე­ნი­თა და ყოვ­ლი­თა ძა­ლი­თა შე­ნი­თა. ეს არის პირ­ვე­ლი მცნე­ბა. მე­ო­რეა: შე­იყ­ვა­რე მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი შენი.“ (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6,5. ლე­ვიტ. 19,18). შევ­ნიშ­ნავთ, რომ ქრის­ტი­ა­ნის­თვის მოყ­ვა­სი არის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის პი­რა­დი მტე­რიც.

სიყ­ვა­რუ­ლი ეს არის ყვე­ლა­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბა, სხვი­სად­მი ერ­თგუ­ლად მსა­ხუ­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი. თუ ჩვენს ქმე­დე­ბა­ში ად­გი­ლი აქვს შიშს, ან სხვა რა­ი­მე ზე­წო­ლას, ან­გა­რე­ბას, პირ­ფე­რო­ბას ან ეგო­ის­ტურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, ეს სიყ­ვა­რუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა ღვთის­სათ­ნო, გულ­წრფე­ლი, მარ­თა­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. მა­გა­ლი­თად: ვე­რა­სო­დეს ვერ ვუ­წო­დებთ სიყ­ვა­რულს იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­დაც ად­გი­ლი აქვს ამ­პარ­ტავ­ნე­ბას, შურს, ავ­ხორ­ცო­ბას, ხელმრუ­დო­ბას, ლო­თო­ბას, ნარ­კო­მა­ნი­ას, ამ და სხვა მავ­ნე მიდ­რე­კი­ლე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ადა­მი­ან­თა კავ­შირს, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ყო­ვე­ლი­ვე არის ვნე­ბე­ბის მო­ნო­ბა და ჭა­ო­ბი­ვით ჩამ­თრე­ვი მან­კი­ე­რე­ბე­ბის ტყვე­ო­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა შენ­ში ღმერ­თის სი­სავ­სის გა­მოვ­ლე­ნის­თვის.

გვიყ­ვარ­დეს ღმერ­თი ნიშ­ნავს, მთე­ლი არ­სე­ბით, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად და გულ­წრფე­ლად გვიყ­ვარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი მის მიერ ქმნი­ლიც; ეს კი აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად, ასე­ვე, გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი "მეს“ ბა­ტო­ნო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლას და ამა­ში სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნას. ეგო­იზ­მი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის. ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ჯერ უნდა შე­ვიყ­ვა­როთ ზო­გა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ვიღ­ვა­წოთ ცხოვ­რე­ბა­ში მათი დამ­კვიდ­რე­ბის­თვის; მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა: სი­მარ­თლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მშვი­დო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ზრუნ­ვა, სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა… და ა.შ. ავი­ღოთ თუნ­დაც თა­ო­ბა­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა; იგი ყო­ველ­თვის გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს შე­ი­ცავ­და, რად­გან უფ­რო­სებს ჰგო­ნი­ათ, რომ მათ აქვთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და უკე­თე­სად იცი­ან, რა უნდა აკე­თონ შვი­ლებ­მა. შვი­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათ თვი­თონ უნდა გან­სა­ზღვრონ თა­ვი­სი ყოფა და პი­რი­ქით, ბევრ რა­მეს უწუ­ნე­ბენ მშობ­ლებს.თა­ო­ბა­თა ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მუ­რი, ვიდ­რე ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნეთ­ში არ და­ი­ნა­ხავს იმ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნესს, რაც პი­რა­დად მათ აკ­ლი­ათ და რაც შე­იძ­ლე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, ის­წავ­ლონ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან. ის, რომ მშობ­ლებს და ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი რამ უნა­ხავთ და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ მეტი ცოდ­ნა აქვთ, ბუ­ნებრვია, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ უფრო გა­ბე­დულ­ნი, ზოგ­ჯერ რა­დი­კა­ლურ­ნიც არი­ან, ამას­თან, აქვთ ახა­ლი იდე­ე­ბი, ახა­ლი ხედ­ვა, ახა­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი, – ესეც ფაქ­ტია. უფ­რო­სე­ბის ვა­ლია, მათი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი­დან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ, და­ი­ნა­ხონ მათ­ში რე­ა­ლუ­რი სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბი და მო­მა­ვალ თა­ო­ბას და­ეხ­მა­რონ გზის გა­კაფ­ვა­ში. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ურ­თი­ერ­თშევ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა უნდა იგ­რძნოს ორი­ვე მხა­რემ. ეს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.შემ­დეგ ეტაპ­ზე კი უფრო ად­ვი­ლია შე­ვიყ­ვა­როთ სხვა პი­როვ­ნე­ბა; ეს კი ნიშ­ნავს და­ვი­ნა­ხოთ მას­ში გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ეს და­ვა­ფა­სოთ. ად­ვი­ლი არ არის შური, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, სხვი­სი დამ­ცი­რე­ბით თა­ვის უპი­რა­ტე­სად წარ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, და სხვა ამ­გვა­რი თვი­სე­ბა­ნი და­მაბ­რკო­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად არ გვექ­ცეს; ამი­ტო­მაც სი­კე­თის ქმნას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად, უნდა ვი­მუ­შა­ოთ ჩვენს თავ­ზეც.

ეგო­იზ­მის დაძ­ლე­ვის და სწო­რი სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ისიც, თუ რო­გო­რია სამ­შობ­ლო­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ხის შე­ტე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა: ერ­თნი, გა­რე­შე ძა­ლე­ბი­სა­გან ხელ­შე­წყო­ბილ­ნი, აღ­ვი­ვე­ბენ სე­პა­რა­ტის­ტულ სულს და ქვეყ­ნის და­ნა­წი­ლე­ბის თე­ო­რი­ებს ქმნი­ან; მე­ო­რე­ნი პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­ხე­ლით არას­წორ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ან­ვი­თა­რე­ბენ და ამ გრძნო­ბას და­მა­ხინ­ჯე­ბულ სა­ხეს აძ­ლე­ვენ; სხვა­ნი კი ზო­გა­და­და­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბი­ან და პატ­რი­ო­ტიზმს ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბად თვლი­ან. არ არ­სე­ბობს აწ­მყო წარ­სუ­ლის გა­რე­შე. ნე­ბის­მი­ე­რი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის სამ­შობ­ლოს ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა; სა­ხელ­მწი­ფოს­თვის კი, _ სიძ­ლი­ე­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­რან­ტი, რად­გან ეს ცოდ­ნა, სწორ აზ­როვ­ნე­ბას­თან შე­ერ­თე­ბუ­ლი, აღ­ძრავს ისეთ გრძნო­ბებს, რო­გო­რი­ცაა იდე­ის­თვის უან­გა­რო მსა­ხუ­რე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა, ვაჟ­კა­ცო­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა, თავ­და­დე­ბა.., რაც ბო­რო­ტის მცდე­ლო­ბას, თა­ვის­თა­ვად, წა­რუ­მა­ტე­ბელს ხდის; ამას­თან, სა­ზო­გა­დოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ "ვი­საც თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა არ უყ­ვარს, მას არა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი არ ძა­ლუძს“ (ჯ. ბა­ი­რო­ნი)",სამ­შობ­ლოს ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე კი კა­ცობ­რი­ო­ბის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ არ­სე­ბობს“ (ა. ფრან­სი).ცხო­ნე­ბის გზა ვიწ­როა და ძნე­ლად სა­ვა­ლი, მაგ­რამ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი. ეს არის მუდ­მი­ვი გა­მოც­და და ბრძო­ლა ბო­რო­ტი ძა­ლის სხვა­დას­ხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბას­თან: იგი შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სულ სხვა კუ­თხით და­გა­ნა­ხებს და, სწო­რად მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ღვთის მად­ლი იმ­დე­ნად აღ­გავ­სებს, რომ მას ვე­ღარ გა­ნე­შო­რე­ბი. ამას­თან ისე შე­იც­ვლე­ბი, რომ ყო­ველ­გვა­რი გა­ჭირ­ვე­ბა ში­შით კი არა, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­თა და სიძ­ლი­ე­რით გან­გმსჭვა­ლავს და ვე­ღა­რა­ფე­რი და­გა­მარ­ცხებს. მა­შინ შენი ღვაწ­ლი, მა­ცხოვ­რის მა­ცხოვ­ნე­ბელ მადლს შე­ერ­თე­ბუ­ლი, ღვთის ნე­ტა­რე­ბას დე­და­მი­წა­ზე­ვე გაგ­რძნო­ბი­ნებს და შენს უდი­დეს მი­ზან­საც აღ­გას­რუ­ლე­ბი­ნებს.

_ და რაში მდოგ­მა­რე­ობს იგი?

_ განმღრთო­ბა­ში, ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა, ღვთის მი­ბაძ­ვა­ში!ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ეს არის მო­წო­დე­ბა, რომ­ლის წი­ნა­შე ყვე­ლა სხვა მი­წი­ე­რი ზრუნ­ვა, სურ­ვი­ლი და გან­საც­დე­ლი უნდა გა­უ­ფე­რულ­დეს.

ღმერ­თი სრულ­ყო­ფი­ლია, ჩვენც გვმარ­თებს, მუ­დამ ვის­წრაფ­ვო­დეთ სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ და ვცდი­ლობ­დეთ იმ ნი­ჭის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნას, რაც უფ­ლი­სა­გან მოგ­ვე­ცა; იქ­ნე­ბა ეს: მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, სხვა ფი­ზი­კუ­რი შრო­მის უნა­რი, სწავ­ლა, მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მუ­შა­კო­ბა, პე­და­გო­გო­ბა, ექი­მო­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა, ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბა, ღვთის მსა­ხუ­რე­ბა… მო­ცი­ქუ­ლი ამი­ტო­მაც გვა­რი­გებს: ყვე­ლა­ფე­რი რა­საც გა­ა­კე­თებთ, გა­ა­კე­თეთ რო­გორც ღვთის­თვის, მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით (კოლ.3,23).რა­ო­დენ მად­ლი­ერ­ნი უნდა ვი­ყოთ უფ­ლი­სა, რო­მელ­მაც სა­ო­ცა­რი, ჩვე­ნი გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი, წყა­ლო­ბა მოგ­ვცა, _ თა­ვი­სი უნა­პი­რო სიყ­ვა­რუ­ლის გამო ჩვენ­თვის და­ით­მი­ნა ტან­ჯვა, წა­მე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დამ­ცი­რე­ბა, ჯვარ­ცმით სიკ­ვდი­ლი და აღ­დგო­მი­თა და ამაღ­ლე­ბით მოგ­ვა­ნი­ჭა სრულ­ქმნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. და რა­ო­დენ უგუ­ნურ­ნი და უმა­დურ­ნი ვიქ­ნე­ბით, თუ ეს ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ და ამა­ო­ე­ბა­ში და­ვინ­თქით?!პა­ს­ე­ქამ­დე, სვი­მონ კეთ­როვ­ნის სახ­ლში ყოფ­ნი­სას, იესო ქრის­ტეს ერთი ცოდ­ვი­ლი ქალი მო­რი­დე­ბით მი­უ­ახ­ლოვ­და, ცრემ­ლით და­ალ­ტო მისი ფერხნი, და­ას­ხა ძვირ­ფა­სი ნელ­სა­ცხე­ბე­ლი და თა­ვი­სი თმით და­უ­წყო შემშრა­ლე­ბა.ამის მხილ­ველ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­ხა­ტეს, რად­გან ფიქ­რობ­დნენ, უმ­ჯო­ბე­სი იყო ეს სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზეთი გა­ე­ყი­დათ და სა­ფა­სუ­რი გლა­ხაკ­თათ­ვის და­ე­რი­გე­ბი­ნათ.ქა­ლის გულ­წრფე­ლი ქმე­დე­ბა კი მა­ცხო­ვარ­მა ასე შე­ა­ფა­სა: "მთელ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც იქა­და­გე­ბა ეს სა­ხა­რე­ბა, ყველ­გან ით­ქვას.., რაც მან გა­ა­კე­თა, მის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად“ (მათე 26,13).

ინე­ბოს ღმერ­თმა, ცოდ­ვა­ში მყოფ­მა ყვე­ლა ადა­მი­ან­მაც, ამ ქა­ლის მსგავ­სად, ადრე თუ გვი­ან, შე­იც­ნოს ღმერ­თი, თა­ვი­სი ნელ­სა­ცხე­ბე­ლი მი­არ­თვას მას და, მა­მას­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უძღე­ბი შვი­ლი­ვით, შე­ი­მო­სოს სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი.

ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ქისტნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, _ ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვენს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლენ­ნო, ადი­დეთ და "უგა­ლო­ბეთ ღმერ­თს თქვენს გუ­ლებ­ში მად­ლი­ე­რე­ბით.“ (კო­ლას. 3,16); და სა­სო­ე­ბით "ჰმად­ლობ­დეთ მა­მას, რო­მელ­მაც გვიხ­სნა ბნე­ლის ხელ­მწი­ფე­ბის­გან და შეგ­ვიყ­ვა­ნა თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის სა­მე­ფო­ში, რო­მელ­შიც გვაქვს გა­მოს­ყიდ­ვა და ცოდ­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბა“ (კო­ლას. 1, 12-14).

მაშ",შე­ვი­მო­სოთ რწმე­ნი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის აბ­ჯა­რი და ხსნის იმე­დის მუ­ზა­რა­დი.“ (თე­სალ. 1,58), რად­გან ქრის­ტე აღ­დგა!

გი­ხა­რო­დეთ!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი

2019

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა!

"მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.

ქრისტე აღდგა!

"დასჯილი ევა განღმრთობილია, გაძევებული ადამი, _ მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი, _ დაძლეული, ეშმაკი _ განგმირული, მისი მსახურნი კი,- სირცხვილეულნი და ძლეულნი“ (წმ.იოანე ოქროპირი).

იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით ყველა ადამიანში დაძლია სიკვდილი, რაც ორ ეტაპად განხორციელდა: განკაცებისას მან ცოდვის არმქონე სრული ადამიანური ბუნება მიიღო, გაამდიდრა იგი საღმრთო ღირსებებით (კაცობრივი ბუნების თვისებების სრული დაცულობით) და ამ გზით განღმრთობის საშუალება მისცა ყველა ადამიანს.

მეორე საფეხურზე კი აღდგომილმა მაცხოვარმა მოკვდავი სხეულის ნაცვლად ახალი, უხრწნელი, არსობრივად შეცვლილი, დაცემამდელი ადამის მსგავსი, სულიერი სხეული შეიმოსა; მისმა ადამიანურმა ბუნებამ სხვა თვისებები შეიძინა და გახდა დასაბამი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომისა; იგია პირმშო შესვენებულთა, რადგან მიიღო ის სახე, რომელიც ექნებათ მართალთ მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა სიკვდილი უკვე აღარ იარსებებს და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.

_ რა ვიცით ცათა შინა მყოფ მართალთა შესახებ, როგორი სახით არიან ისინი ზეცად?

_ მართალნი არიან უკვდავნი, უხრწნელნი, უვნებელნი და ჩვენთვის მიუწვდომელ სხვა მრავალ სიკეთეთა მქონენი, ოღონდ ნეტარების ხარისხით განსხვავებულნი; თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს, მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი, თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. "ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი (მართალნი) უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი (ებრ. 11, 40)”,_ წერს პავლე მოციქული.

_ რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?

_ ასეთად შევიქმენით! მაგალითად, ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.

_ როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს?

_ მიწაში დაფლული ხრწნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს; როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულიც, უფლის ყოვლისშემძლეობით, თავის უხრწნელ სხეულს შეიმოსავს, როცა ეს ჟამი დადგება.

_ როდის მოხდება ეს?

წმინდა ეკლესიის სწავლებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანთა შორის უკიდურესი სიმძაფრით გამოვლინდება ცოდვა და მათი უდიდესი ნაწილისათვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება სიწმინდეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთის სათნო წეს-ჩვეულებებს.., როდესაც ღვთისა და მოყვასის წმინდა სიყვარულს შეენაცვლება ვნებებისადმი თავაშვებული ლტოლვა და ადამიანები იქნებიან გამორჩეულად ამპარტავანნი, თავისმოყვარენი, ამასთან მგმობელნი, მშობლების ურჩნი, ერთმანეთის მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურიგებელნი, სასტიკნი, თავხედნი, კეთილის მოძულენი… (2 ტიმ. 3, 2-4).

თუმცა ქრისტეს წმინდა ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. დიდი განსაცდელების მიუხედავად, იგი ბოლომდე უბიწოდ და შეურყვნელად დაიცავს მაცხოვრის მცნებებს, წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამების სწავლებას, შვიდი მსოფლიო კრებისა და ათი ადგილობრივი კრების განჩინებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კვლავაც ექნება შესაძლებლობა განწმენდისა და გადარჩენისა; ანუ იმედი არასოდეს ჩაქრება, რასაც თავისი უდიდესი ბრწყინვალებით აღდგომის დღესასწაული გვიცხადებს.

რაც შეეხება ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტ დროს, იგი დაფარულია თვით ანგელოზთათვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა.

ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმოა აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემული ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამათმთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქებში თუ ორმოცდაათი, ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს ათზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა, მართალი არავინ იყო. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორი იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული; ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ, _ ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც.

_ რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ?

_ მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განისჯებიან ყოველნი, _ ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არცერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამქვეყნად გამოვლენილი მისხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მსჯავრი უკეთესი მიეგოს. ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათანადო ნაყოფი. ისინი, ღვთის გულმოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, მიიღებენ ცოდვათა შენდობას.ხოლო შემდეგ, უხრწნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, რა თქმა უნდა, სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენნი კი მარადიულ სატანჯველს დაიმკვიდრებენ.სწავლების მიხედვით, თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხრწნელი თვისებების მქონე სხეულებს, მართალთა მსგავსად, ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნიც შეიმოსავენ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს.ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება; ამასთან ადამზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი ჩვენს პირველმშობლებს საჩუქრად, დამსახურების გარეშე, ჰქონდათ დედამიწაზე, ედემში; ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან, მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად; მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო, მცირედნი თუ აღწევენ. ამიტომაც ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს. სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო. ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა "ცოდვა“",განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც "თავმდაბლობა“ ან "სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.

ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: "თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: "როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, _ საერთოდ ცხოვრება.” რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.

გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება.

დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის. ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი "სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, _ მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, _ შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, _ როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა.ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება. ნათქვამის ნათელსაყოფად მხოლოდ ორიოდ მაგალითს მოვიტანთ:წმინდა ილია, ისაია და დანიელი, იონა, დავით მეფსალმუნე და სხვა წინასწარმეტყველნი პირდაპირ წერდნენ მაცხოვარზე, ახალ სჯულზე და მის მეუფებაზე.ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დასაწყისში ნაუწყებია ერთარსება სამპიროვანი ღმერთის შესახებ, რომელიც ახალ აღთქმაშია განცხადებული.იესო ქრისტე იწოდება ძედ დავითისა და აბრაამისა, რითაც საღვთო საკვრელით იკვრება ეს წმინდა წიგნი.

ამასთან, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ (მარკ. 12, 30-31; შდრ. II სჯ. 6,5. ლევიტ. 19,18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც.

სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.

სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.

გვიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გვიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქმნილიც; ეს კი აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი "მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას. ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ. ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც.

ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან. არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, _ სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ "ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი)",სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი).ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხვევაში, ღვთის მადლი იმდენად აღგავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით განგმსჭვალავს და ვეღარაფერი დაგამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი, მაცხოვრის მაცხოვნებელ მადლს შეერთებული, ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აღგასრულებინებს.

_ და რაში მდოგმარეობს იგი?

_ განმღრთობაში, ძალისამებრ ჩვენისა, ღვთის მიბაძვაში!ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს.

ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით (კოლ.3,23).რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, _ თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: "მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ (მათე 26,13).

ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, _ ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და "უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.“ (კოლას. 3,16); და სასოებით "ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ (კოლას. 1, 12-14).

მაშ",შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.“ (თესალ. 1,58), რადგან ქრისტე აღდგა!

გიხაროდეთ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი

2019

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ