სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები
ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები

ხურ­ვა­ლე­თის თავ­შე­სა­ფა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლუდა სა­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს ფო­ტოს და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ხურ­ვა­ლეთ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი შე­ვიდ­ნენ.

"SOS ვი­თხოვთ შვე­ლას! ხურ­ვა­ლეთ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და სოფ­ლის ბოლო და­ი­კა­ვეს. მოგ­ვხე­დეთ, გვიშ­ვე­ლეთ! ხურ­ვა­ლეთ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი დგა­ნან, მო­სახ­ლე­ო­ბის ეზო­ებ­ში" - წერს ლუდა სა­ლია და ავ­რცე­ლებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი ჩა­ნან.

ნა­ხეთ ვი­დეო: ხურ­ვა­ლეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ - პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ად­გი­ლი­დან

შემ­თხვე­ვა ხდე­ბა სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის გა­ნა­პი­რას, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც 7 თე­ბერ­ვალს დე ფაქ­ტო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კოშ­კუ­რა და­ა­მონ­ტა­ჟეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა კონ­სტან­ტი­ნე თავ­ზა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით მათი გა­მო­ჩე­ნის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

“სამი ნიღ­ბი­ა­ნი პირი ამ კოშ­კუ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რით აქით, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მათი გა­მო­ჩე­ნის მო­ტი­ვი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, შსს-ს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამ წუ­თებ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა კონ­სტან­ტი­ნე თავ­ზა­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რუ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნაა შე­სუ­ლი სოფ­ლის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მხა­რის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა.

"იქი­დან გვი­რე­კავს ქალ­ბა­ტო­ნი და სრულ პა­ნი­კა­შია. იქ მცხოვ­რებ­ლებს ერთი და ორი რუსი ჯა­რის­კა­ცის და­ნახ­ვა არ უკ­ვირთ, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან ბევ­რია შე­სუ­ლი. ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლია და ისი­ნი ჩვენ არ გვიშ­ვე­ბენ სო­ფელ­ში, არა­და ხურ­ვა­ლეთ­ში ჩვე­ნი შეს­ვლა ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი უნდა ჩა­მო­ვი­დეს და პრინ­ცი­პუ­ლად არ უნდა დავ­თმოთ ეს ტე­რი­ტო­რია. სამ წუთ­ში ერთხელ ქარ­თუ­ლი მხრი­დან ჯი­პე­ბი შერ­ბი­ან დიდი სიჩ­ქა­რით და გა­მო­დი­ან, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მან­ქა­ნე­ბიც და­ვი­ნა­ხეთ რომ შე­ვიდ­ნენ, მო­ბი­ლი­ზე­ბა იგ­რძნო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან არ ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

„ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ დას­ტურ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია და ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა ძა­ბავს ად­გილ­ზე არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს“, - გა­ნუ­ცხა­დეს სუს-ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ? - რას წერენ ადგილობრივები

ხურვალეთის თავშესაფარის ხელმძღვანელი ლუდა სალია "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტოს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ.

"SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან, მოსახლეობის ეზოებში" - წერს ლუდა სალია და ავრცელებს ფოტოს, რომელზეც შეიარაღებული ნიღბიანი პირები ჩანან.

ნახეთ ვიდეო: ხურვალეთში შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ - პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა ადგილიდან

შემთხვევა ხდება სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, რუსების რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანაა შესული სოფლის იმ ნაწილში, რომელიც ქართული მხარის კონტროლის ქვეშაა.

"იქიდან გვირეკავს ქალბატონი და სრულ პანიკაშია. იქ მცხოვრებლებს ერთი და ორი რუსი ჯარისკაცის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია შესული. ჩვენი სამართალდამცველები ცენტრალურ მაგისტრალზე არიან მობილიზებული. ძალიან ბევრი პოლიციელია და ისინი ჩვენ არ გვიშვებენ სოფელში, არადა ხურვალეთში ჩვენი შესვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და პრინციპულად არ უნდა დავთმოთ ეს ტერიტორია. სამ წუთში ერთხელ ქართული მხრიდან ჯიპები შერბიან დიდი სიჩქარით და გამოდიან, სადამკვირვებლო მისიის მანქანებიც დავინახეთ რომ შევიდნენ, მობილიზება იგრძნობა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან არ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განუცხადეს სუს-ში "ინტერპრესნიუსს".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი