სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს სალომე ზურაბიშვილი ძმასთან შერიგების შესახებ
რას წერს სალომე ზურაბიშვილი ძმასთან შერიგების შესახებ

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ძმას­თან შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ წერს. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სა­კუ­თარ გვერ­დზე ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა :

„ჩვე­ნი შე­რი­გე­ბა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი მა­გა­ლი­თად და­ვუ­დოთ ხვა­ლინ­დელ დამ­შვი­დე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს!“ - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რად.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­შიოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

„ალ­ბათ იცით, რომ ჩემს დას და მე გვქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რე­ბი და კი­დე­ვაც გვაქვს ზო­გი­ერთ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გვერ­დიგ­ვერდ გა­ვი­ზარ­დეთ იმ ოჯახ­ში, სა­დაც სუ­ფევ­და ის მუდ­მი­ვი პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ნა­თე­ლი არის ორი­ვეს­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მტე­რი იყო და არის რუ­სე­თი, რო­მე­ლიც დღე­საც ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბას. ასე­ვე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კრემ­ლი იყე­ნებს ყო­ველ­გვარ ყო­ფილ საბ­ჭო­თა მე­თო­დებს, რომ სა­ლო­მეს პრე­ზი­დენ­ტო­ბა აი­რი­დოს. დღე­ვან­დე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი კამ­პა­ნი­აც არის ამის კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“, - აცხა­დებს ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დას ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და.

სექ­ტემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან სტა­ტუ­სი და­წე­რა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სწო­რედ რუ­სეთ­მა და­ი­წყო და "დიპ­ლო­მა­ტია ნამ­დვი­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას არ ნიშ­ნავს".

თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და-ძმა ერ­თად არა­ერ­თხელ შე­ნიშ­ნეს, მათ შო­რის - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წილ­ში, სა­დაც ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­მა­და იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რას წერს სალომე ზურაბიშვილი ძმასთან შერიგების შესახებ

რას წერს სალომე ზურაბიშვილი ძმასთან შერიგების შესახებ

სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ ძმასთან შერიგების შესახებ წერს. პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარ გვერდზე ოთარ ზურაბიშვილის ვიდეო გააზიარა :

„ჩვენი შერიგება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული მაგალითად დავუდოთ ხვალინდელ დამშვიდებულ საქართველოს!“ - წერს ზურაბიშვილი ვიდეოს კომენტარად.

ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დას მხარდაჭერას უცხადებს.

„ალბათ იცით, რომ ჩემს დას და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი“, - აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც დას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მწვავედ აკრიტიკებდა.

სექტემბერში სოციალურ ქსელში მან სტატუსი დაწერა, სადაც ამბობდა, რომ ომი საქართველოს წინააღმდეგ სწორედ რუსეთმა დაიწყო და "დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს".

თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში და-ძმა ერთად არაერთხელ შენიშნეს, მათ შორის - სალომე ზურაბიშვილის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილში, სადაც ოთარ ზურაბიშვილი თამადა იყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები