სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება
ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებ­ზე კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აკა­კი სა­ღი­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, მომ­ზა­დე­ბუ­ლია ცვი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რის მი­ხედ­ვი­თაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­მუ­შაო აწარ­მო­ონ ლაივ დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში.

„ვფიქ­რობთ, რომ კონ­ტრო­ლის და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი და­სახ­ვე­წია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რეგ­ლა­მენ­ტში შეგ­ვაქვს შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, რათა ლაივ რე­ჟიმ­ში მოხ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი, რათა არ იყოს ძვე­ლი დრო­ის ნოს­ტალ­გია „ტე­ხას­მოტ­რის“ და ის პა­სუ­ხობ­დეს იმ მო­თხოვ­ნებს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს.

ვფიქ­რობთ, რომ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ფორ­მა. თუმ­ცა, მთა­ვა­რი ტალ­ღა რე­ფორ­მის მო­მა­ვალ წელს გვე­ლო­დე­ბა ჩვენ, რო­დე­საც ინ­სპექ­ტი­რე­ბას კერ­ძო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ჩვენ მზად უნდა შევ­ხვდეთ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას. დღეს 80-ზე მეტი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრია, გარ­და ამი­სა ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვის ფარ­გლებ­ში და­ე­მა­ტე­ბა 51 ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრი. აქე­დან სამი არის მო­ბი­ლუ­რი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში იმოძ­რა­ვებს.

ჩვენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს ცვლი­ლე­ბის პა­კე­ტი. ახლა გა­დის შე­თან­ხმე­ბას და ვგეგ­მავთ უახ­ლო­ეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ვი­ტა­ნოთ ეს პრო­ექ­ტი. ეს გუ­ლის­ხმობს დახ­ვე­წას და ლაივ კა­მე­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­ჟიმ­ში ჩარ­თვას. ეს არის არ­სე­ბი­თი.

დღეს ჩარ­თუ­ლია, ოღონდ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­ი­ნა­ხოს და მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში გად­მოგ­ვცენ. მაგ­რამ რო­დე­საც ლაივ რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა და ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა და წვდო­მა, ეს პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი სა­ღი­რაშ­ვილ­მა.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და ის ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 80-ზე მეტი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომზადებულია ცვილებების პროექტი, რის მიხედვითაც ტექდათვალიერების ცენტრები ვალდებულები იქნებიან სამუშაო აწარმოონ ლაივ დაკვირვების რეჟიმში.

„ვფიქრობთ, რომ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია. ამ მიმართულებით რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები, რათა ლაივ რეჟიმში მოხდეს მონიტორინგი, რათა არ იყოს ძველი დროის ნოსტალგია „ტეხასმოტრის“ და ის პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას აქვს.

ვფიქრობთ, რომ წარმატებით მიმდინარეობს რეფორმა. თუმცა, მთავარი ტალღა რეფორმის მომავალ წელს გველოდება ჩვენ, როდესაც ინსპექტირებას კერძო სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ ყველა გამოწვევას. დღეს 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრია, გარდა ამისა ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში დაემატება 51 ტექდათვალიერების ცენტრი. აქედან სამი არის მობილური ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმოძრავებს.

ჩვენ მომზადებული გვაქვს ცვლილების პაკეტი. ახლა გადის შეთანხმებას და ვგეგმავთ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ ეს პროექტი. ეს გულისხმობს დახვეწას და ლაივ კამერების სავალდებულო რეჟიმში ჩართვას. ეს არის არსებითი.

დღეს ჩართულია, ოღონდ ტექინსპექტირების ცენტრებს ვალდებულება აქვთ, რომ ეს ჩანაწერები შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგვცენ. მაგრამ როდესაც ლაივ რეჟიმში იქნება და ყველას ექნება საშუალება და წვდომა, ეს პრევენციის ღონისძიებაა“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა და ის ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მონაცემებით, საქართველოში 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრი ფუნქციონირებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს