პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან, მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა და რე­გუ­ლა­ცია შე­დის ძა­ლა­ში. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს გთა­ვა­ზობთ:

სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მე­ბი მკაცრ­დე­ბა

დღე­ი­დან, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაღ­ვე­ვა­ზე ჯა­რი­მე­ბი მკაცრ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მართდარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10-ჯერ იზ­რდე­ბა. მათ შო­რის, თუ აქამ­დე სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა 50 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბო­და, 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა; ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა 100 ლა­რის ნაც­ვლად, 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა; სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ზე ჯა­რი­მა 600 ლა­რი­დან 3 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა და ა.შ.

ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის, ბაზ­რო­ბის და სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლე­ბი და­ზღვე­ვის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი მარ­ტი­დან მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ობი­ექ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვა ამოქ­მედ­და. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, მფლო­ბე­ლე­ბის მიერ მე­სა­მე პი­რის და­ზღვე­ვა შემ­დეგ ობი­ექ­ტებ­ზე მოქ­მე­დებს: - სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, ბაზ­რო­ბა, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი/აირ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, სას­ტუმ­რო. ხოლო ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზღვე­ვა არ ექ­ნე­ბათ დღე­ი­დან უკვე და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

კერ­ძოდ, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის/ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლის მიერ მე­სა­მე პი­რის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა – გა­მო­იწ­ვევს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის/ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის, ბაზ­რო­ბის მფლობ­ლის მიერ ობი­ექ­ტში კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის ქო­ნე­ბი­სათ­ვის (მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მა­რა­გე­ბი) მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა, გა­მო­იწ­ვევს მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას, ობი­ექ­ტში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი და­უ­ზღვე­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 100 ლარ­ზე ნამ­რავ­ლის ოდე­ნო­ბით.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი და აირ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან თი­თო­ე­უ­ლი და­უ­ზღვე­ვე­ლი სად­გუ­რის რა­ო­დე­ნო­ბის 1 000 ლარ­ზე ნამ­რავ­ლის ოდე­ნო­ბით.

100 და მე­ტად­გი­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო-და­სას­ვე­ნებ­ლი სახ­ლის მფლო­ბე­ლის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მო­იწ­ვევს მფლო­ბე­ლის 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და რეგულაცია შედის ძალაში. „ბიზნესპრესნიუსი“ 1-ლი ნოემბრიდან დაგეგმილ რეგულაციებს გთავაზობთ:

სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაღვევაზე ჯარიმები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ძირითად შემთხვევაში სანქციების რაოდენობა 10-ჯერ იზრდება. მათ შორის, თუ აქამდე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა 50 ლარით ჯარიმდებოდა, 1-ლი ნოემბრიდან 500 ლარით დაჯარიმდება; ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 100 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდება; საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ჯარიმა 600 ლარიდან 3 000 ლარამდე იზრდება და ა.შ.

ავტოგასამართი სადგურის, ბაზრობის და სასტუმროს მფლობელები დაზღვევის არქონის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: - სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, სასტუმრო. ხოლო ის სუბიექტები, რომელთაც აღნიშნული დაზღვევა არ ექნებათ დღეიდან უკვე დაჯარიმდებიან.

კერძოდ, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობლის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

100 და მეტადგილიანი სასტუმრო-დასასვენებლი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო