სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!
ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!

ისე, რო­გორც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო, მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი გა­დად­გა. სომ­ხუ­რი ოპო­ზი­ცია მი­იჩ­ნევს, რომ ეს მათი მხრი­დან ერ­თგვა­რი მიღ­წე­ვაა, ბოლო დროს ფა­ში­ნი­ა­ნის მიერ “პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით” გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რად­გან “ვი­თა­რე­ბა უკონ­ტრო­ლო იყო...”

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, ეს ფა­ში­ნი­ა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი უკან­და­ხე­ვაა - ის უკვე მზად იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი გეგ­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. მათი თქმით, ახლა მთა­ვა­რია, დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მილ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­ვი­დეს და შემ­დე­გი შე­დე­გე­ბი უკვე ისე­დაც ცნო­ბი­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, სარ­გსი­ა­ნის კად­რე­ბის გავ­ლე­ნებ­სა და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს არ ივი­წყე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ფა­ში­ნი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რებს ზუს­ტი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა მარ­თებთ.

სო­მე­ხი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის სტე­ფან სა­ფა­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ფა­ში­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა, “რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ - დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­კარ­გვით ისი­ნი კა­რი­ე­რულ პერ­სპექ­ტი­ვებ­საც კარ­გა­ვენ და შე­საძ­ლოა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გამო, გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ.

“ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს და სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის და­სა­ლა­გებ­ლად, ირი­ბად ევ­რო­პის­კენ მომ­ზი­რალ სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის ჯარი შე­მო­ვი­დეს... ეს კი ყვე­ლა­ფერს შეც­ვლის, რბი­ლად რომ ვთქვათ, - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლით უკან დაგ­ვაბ­რუ­ნებს” - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტის, არ­მენ ბა­და­ლი­ა­ნის თქმით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა შეძ­ლო პარ­ლა­მენ­ტის შეც­ვლა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გა­რე­შე.

"მას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, პარ­ლა­მენ­ტის “რბი­ლი გზით” შეც­ვლაც კი გა­მო­უ­ვი­და, რაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ქვე­ყა­ნას ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ, რაც ქვე­ყა­ნა­ში მის მი­მართ ნდო­ბას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს.

ხალ­ხს ცვლი­ლე­ბე­ბი ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და და ფა­ში­ნი­ან­მა და­სა­წყი­სის­თვის ბევ­რად მეტი შეძ­ლო, ვიდ­რე ეს ჭა­ობ­ში ჩა­ძი­რულ სომ­ხეთ­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. თან­და­თან, სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­დან სა­გა­რე­ო­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ, ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და თე­ო­რი­უ­ლად – არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ცოტა შან­სი, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­უ­გეგ­მა­ვად გან­ვი­თარ­დეს. წარ­სულ­მა გვა­ნა­ხა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გვყავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ღა­ლა­ტობ­დნენ ქვე­ყა­ნას და ისი­ნი არ­სად წა­სუ­ლან - აქ რჩე­ბი­ან და მზად არი­ან დათ­მონ ყა­რა­ბა­ღი, ისევ შე­ეკრნენ რუ­სეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, თუნ­დაც თურ­ქეთს, ოღონდ კი გავ­ლე­ნე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და მათი სა­ხით, რის­კე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს” - ამ­ბობს ბა­და­ლი­ა­ნი Кавказский Узел-თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ფა­ში­ნი­ა­ნის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა იმ­დე­ნად დი­დია, რომ მას ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბამ­დე და შემ­დე­გაც ბეწ­ვის ხიდ­ზე მო­უ­წევს სი­ა­რუ­ლი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ “ძვე­ლი მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი”, რომ­ლე­ბიც თავს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, მზად არი­ან ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვიდ­ნენ და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ვადა რამ­დენ­ჯერ­მე გა­დას­წი­ონ, რაც ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ზრდის," - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!

ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევა - რა ელის სომხეთს ხვალ?!

ისე, როგორც დაანონსებული იყო, მეზობელი სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. სომხური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი მიღწევაა, ბოლო დროს ფაშინიანის მიერ “პოლიტიკური ნიშნით” განხორციელებული დაკავებების კვალდაკვალ, რადგან “ვითარება უკონტროლო იყო...”

თუმცა, ადგილობრივი პოლიტოლოგების მოსაზრებით, ეს ფაშინიანის სტრატეგიული უკანდახევაა - ის უკვე მზად იქნება ყველაფერი თავისი გეგმით განახორციელოს. მათი თქმით, ახლა მთავარია, დეკემბერში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე ყველაფერი მშვიდობიანად მივიდეს და შემდეგი შედეგები უკვე ისედაც ცნობილია.

ადგილობრივი პოლიტოლოგები მოსალოდნელი პროცესების შეფასებისას, სარგსიანის კადრების გავლენებსა და რუსეთის ინტერესებს არ ივიწყებენ და ამბობენ, რომ ფაშინიანის მხარდამჭერებს ზუსტი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება მართებთ.

სომეხი პოლიტიკური მიმომხილველის სტეფან საფარიანის შეფასებით, ფაშინიანი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, “რესპუბლიკელებს" დასაკარგი არაფერი აქვთ - დეპუტატის მანდატის დაკარგვით ისინი კარიერულ პერსპექტივებსაც კარგავენ და შესაძლოა, წლების განმავლობაში ჩადენილი კორუფციული გარიგებების გამო, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.

“ერთი არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში, ჩასაფრებული ოპოზიცია მას აუცილებლად გამოიყენებს და სულაც არ არის გამორიცხული ქვეყანაში ვითარების დასალაგებლად, ირიბად ევროპისკენ მომზირალ სომხეთში რუსეთის ჯარი შემოვიდეს... ეს კი ყველაფერს შეცვლის, რბილად რომ ვთქვათ, - რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს” - ამბობს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი ექსპერტის, არმენ ბადალიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო პარლამენტის შეცვლა პოლიტიკური კრიზისის გარეშე.

"მას, საზოგადოების მხარდაჭერით, პარლამენტის “რბილი გზით” შეცვლაც კი გამოუვიდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყანას ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერები ეწვივნენ, რაც ქვეყანაში მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამყარებს.

ხალხს ცვლილებები ჰაერივით სჭირდებოდა და ფაშინიანმა დასაწყისისთვის ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე ეს ჭაობში ჩაძირულ სომხეთში იყო შესაძლებელი. თანდათან, საშინაო პოლიტიკური პროცესებიდან საგარეოზე უნდა გადავიდეთ, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და თეორიულად – არსებობს ძალიან ცოტა შანსი, რომ ყველაფერი დაუგეგმავად განვითარდეს. წარსულმა გვანახა, რომ ხელისუფლებაში გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის ღალატობდნენ ქვეყანას და ისინი არსად წასულან - აქ რჩებიან და მზად არიან დათმონ ყარაბაღი, ისევ შეეკრნენ რუსეთს, აზერბაიჯანს, თუნდაც თურქეთს, ოღონდ კი გავლენები შეინარჩუნონ და მათი სახით, რისკები მაინც არსებობს” - ამბობს ბადალიანი Кавказский Узел-თან საუბარში.

მისივე თქმით, ფაშინიანის მიმართ საზოგადოების ნდობა იმდენად დიდია, რომ მას ვადამდელი არჩევნების შედეგებამდე და შემდეგაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ “ძველი მონოპოლისტები”, რომლებიც თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ, მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და რიგგარეშე არჩევნების ვადა რამდენჯერმე გადასწიონ, რაც ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობას ზრდის," - ამბობს პოლიტოლოგი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე