სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის ჩვე­ნე­ბას ასა­ჯა­რო­ებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქ. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის ჩვე­ნე­ბას ასა­ჯა­რო­ებს. იგი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი­დევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა. (იხ. ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა)

ამას­თან, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ 2018 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე ჩვე­ნე­ბა მის­ცა "ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ნატო ჩხე­ი­ძემ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ 2016 წლის 21-22 აპ­რილს, შპს "ოლიმ­პუ­სის" სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან გა­ნაღ­დე­ბუ­ლი თან­ხა მო­თავ­სე­ბუ­ლი და წა­ღე­ბუ­ლი იქნა ტო­ი­ო­ტას მარ­კის, სა­ვა­რა­უ­დოდ "პრა­დოს" მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით III-333.

მოწ­მის გან­მარ­ტე­ბით, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და შპს "ოლიმ­პუ­სის" დი­რექ­ტორ­მა დ.ფ.-მ, რო­მელ­მაც და­კი­თხვი­სას ასე­ვე მი­უ­თი­თა, რომ მან და­ი­მახ­სოვ­რა ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­კის და სა­ნომ­რე ნი­შა­ნი და მი­უ­თი­თა იგი­ვე მო­დელ­ზე და ნო­მერ­ზე, რა­ზეც ნატო ჩხე­ი­ძემ ისა­უბ­რა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შსს სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შა­ნი III-333 - 07.04.2014 წელს გა­ი­ცა მე­ქა­ნი­კურ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე MERCEDES-BENZ ML 500, მე­სა­კუთ­რე დ.კ., 19.10.2014 წელს აღ­ნიშ­ნულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას შე­ეც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შა­ნი და გა­ი­ცა სხვა სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შა­ნი, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნი­შა­ნი III-333 ჩა­ბარ­და სა­რე­გის­ტრა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბას და გა­ნად­გურ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. (იხ. წე­რი­ლი - შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო)

ამ­დე­ნად, შსს-დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ნო­მე­რი 2016 წელს არ იყო გა­ცე­მუ­ლი ტო­ი­ო­ტას მარ­კის ანდა სხვა მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებასაც ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ქ. თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს. იგი თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. (იხ. ლევან ყიფიანის გამოკითხვა)

ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა "ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს "ოლიმპუსის" საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ "პრადოს" მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს "ოლიმპუსის" დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 - 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. (იხ. წერილი - შსს მომსახურების სააგენტო)

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს