სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი რომანი „წიგნის ქურდის“ ავტორისგან ქართულ ენაზე გამოიცემა
ახალი რომანი „წიგნის ქურდის“ ავტორისგან ქართულ ენაზე გამოიცემა

„წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა. ახლა კი მარ­კუს ზუ­ზა­კი ახა­ლი წიგ­ნით გვიბ­რუნ­დე­ბა. ოჯა­ხუ­რი საგა, Bridge of Clay მოგ­ვი­თხრობს ამ­ბავს Clay-ის შე­სა­ხებ, ის ხუთი ურჩი ძმი­დან ერთ-ერ­თია და იცის ისე­თი სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, რაც დე­დის სიკ­ვდი­ლი­სა და მა­მის მი­ტო­ვე­ბის შემ­დეგ შექ­მნეს. Publisher weekly-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში Zusak სა­უბ­რობს, რო­გორ წერ­და ამ წიგნს 20 წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში.

მუ­შა­ობ ახალ ნო­ვე­ლა­ზე და არის რამე, რისი თქმაც შე­გიძ­ლი­ათ ამა­ზე?

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ. რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და Bridge of Clay-ის წე­რი­სას, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, „ თუ ეს რთუ­ლია მა­შინ და­წე­რე სხვა იდე­ებ­ზე“ და მე ვფიქ­რობ­დი: „პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ მაქვს სხვა იდე­ე­ბი“. ახლა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ მაქვს სხვა იდე­ე­ბიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მო­ექ­ცა Bridge of Clay-ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მისი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ წიგ­ნა­დაც კი აღიქ­მე­ბო­დეს.

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ვა­პი­რებ თუ არა „წიგ­ნის ქურ­დის“ გაგ­რძე­ლე­ბას. ჩემი პა­სუ­ხია - არა. ჩემი აზ­რით, ეს წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­ა­უ­ფა­სუ­რებს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვაგ­ვა­რა­დაა. ეს წიგ­ნი ჩემ­თვის „ილი­ა­და­სა“ და „ოდი­სე­ას“ მსგავ­სია, ეს დიდი ბრძო­ლა იყო, იქ­ნებ ოდეს­მე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ დავ­წე­რო... ზუს­ტად არ ვიცი.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­ზა­ფხულ­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ახალი რომანი „წიგნის ქურდის“ ავტორისგან ქართულ ენაზე გამოიცემა

ახალი რომანი „წიგნის ქურდის“ ავტორისგან ქართულ ენაზე გამოიცემა

„წიგნის ქურდი“ ავსტრალიელი ავტორის, მარკუს ზუზაკის რომანია, რომელმაც გამოცემიდან ძალიან მალე მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო და მსოფლიო ბესტსელერად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

წიგნი ქართულ ენაზე 2015 წელს ქართველი თინეიჯერებისა და პროექტ „ლიბერთინსის“ ინიციატივით გამოიცა. მას შემდეგ გამოცემის ტირაჟი მკითხველთა მოთხოვნით რამდენჯერმე განახლდა. ახლა კი მარკუს ზუზაკი ახალი წიგნით გვიბრუნდება. ოჯახური საგა, Bridge of Clay მოგვითხრობს ამბავს Clay-ის შესახებ, ის ხუთი ურჩი ძმიდან ერთ-ერთია და იცის ისეთი საიდუმლო, რომელსაც შეუძლია ყველაფრის განადგურება, რაც დედის სიკვდილისა და მამის მიტოვების შემდეგ შექმნეს. Publisher weekly-სთან ინტერვიუში Zusak საუბრობს, როგორ წერდა ამ წიგნს 20 წლიანი მოგზაურობის პერიოდში.

მუშაობ ახალ ნოველაზე და არის რამე, რისი თქმაც შეგიძლიათ ამაზე?

დარწმუნებული არ ვარ. როდესაც პრობლემები მქონდა Bridge of Clay-ის წერისას, მეუბნებოდნენ, „ თუ ეს რთულია მაშინ დაწერე სხვა იდეებზე“ და მე ვფიქრობდი: „პრობლემა ისაა, რომ არ მაქვს სხვა იდეები“. ახლა გავაანალიზე, რომ მაქვს სხვა იდეებიც, მაგრამ ყველაფერი მოექცა Bridge of Clay-ში. შესაძლებელია, რომ მისი რამდენიმე ნაწილი დამოუკიდებელ წიგნადაც კი აღიქმებოდეს.

ხშირად მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა „წიგნის ქურდის“ გაგრძელებას. ჩემი პასუხია - არა. ჩემი აზრით, ეს წიგნის ღირებულებას გააუფასურებს. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაგვარადაა. ეს წიგნი ჩემთვის „ილიადასა“ და „ოდისეას“ მსგავსია, ეს დიდი ბრძოლა იყო, იქნებ ოდესმე სახლში დაბრუნების შესახებ დავწერო... ზუსტად არ ვიცი.

წიგნი ქართულ ენაზე გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა