სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად
ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად

...მისი დღე 04:00 სა­ათ­ზე ცხენ ფა­ცუ­რას­თან ერ­თად იწყე­ბა. საქ­მე ბევ­რია - სამ­ტრე­დი­ის სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის წევ­რე­ბი ცხე­ნოს­ნო­ბა­ში უნდა ავარ­ჯი­შოს და, ამავდრო­უ­ლად, ფა­ცუ­რას ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოს. უკვე 72 წლი­საა, თუმ­ცა, ცხენ­ზე იმა­ზე უკეთ ჯი­რი­თობს, ვიდ­რე ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მხე­და­რი. ეს პავ­ლე კა­პა­ნა­ძეა, სამ­ტრე­დი­ის სა­ცხე­ნოს­ნო კლუ­ბის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტსა და საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლებს მი­უ­ძღვნა.

პავ­ლე ბა­ბუ­სა და ფა­ცუ­რას ერ­თმა­ნე­თის კარ­გად ეს­მით. ინ­გლი­სუ­რი ჯი­შის ცხე­ნი, რო­მე­ლიც და­ობ­ლე­ბის შემ­დეგ პავ­ლე კა­პა­ნა­ძემ გა­ზარ­და, უკვე 11 წლი­საა და პატ­რო­ნის და­ვა­ლე­ბებს ყო­ველ­თვის მორ­ჩი­ლე­ბით ას­რუ­ლებს, თუმ­ცა რო­გორც პავ­ლე ბაბუ ამ­ბობს ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ - ფა­ცუ­რა ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლია.

კლუბს, რო­მე­ლიც მა­მა­მის­მა და­ა­არ­სა, პავ­ლე კა­პა­ნა­ძე სა­თა­ვე­ში 38 წლის წინ ჩა­უდ­გა და მას შემ­დეგ, ცხე­ნე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტის გა­რე­შე არც ერთი დღე არ გა­უ­ტა­რე­ბია. რო­გორც ამ­ბობს, ცდი­ლობს, სპორ­ტის ისე­თი ეროვ­ნუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გა­ა­ცო­ცხლოს და გა­და­არ­ჩი­ნოს, რო­გო­რე­ბი­ცაა ცხენ­ბურ­თი და ისინ­დი. 72 წლის პავ­ლე კა­პა­ნა­ძეს იმე­დი აქვს, რომ მისი შრო­მა და­ფას­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი სპორ­ტის ამ ტრა­დი­ცი­ულ სა­ხე­ო­ბებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, გვი­ან­შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი - ცხენ­ბურ­თი და ისინ­დი იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში რომ ისევ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, ამას 29 სექ­ტემ­ბერს სა­მეგ­რე­ლო­ში, სო­ფელ ინ­გირ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ცხე­ნოს­ნო დოღი - „ანაკ­ლი­ის თა­სიც“ მოწ­მობს. დო­ღის გა­ნახ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და „ანაკ­ლი­ის თა­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მია“ - კომ­პა­ნია, რო­მე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას უდ­გას სა­თა­ვე­ში.

შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის სპორ­ტსმე­ნე­ბი და მათი ცხე­ნე­ბი იღებ­დნენ. ისი­ნი ინ­გირ­ში თა­ვი­ანთ გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ.

რო­გორც დოღ­ში, ისე ცხენ­ბურ­თსა და ისინ­დი­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ფი­ცხი და სწრა­ფი ცხე­ნე­ბი იღებ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ, მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ნა­ხა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი და და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში დოღ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს მხედ­რებ­მა: თორ­ნი­კე თოდ­რი­ამ, საბა ეხ­ვა­ი­ამ და აზე­რო ალი­ევ­მა. მხედ­რებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შან­სი არ და­უ­ტო­ვეს და და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში და­მა­ჯე­რებ­ლად და­ა­მარ­ცხეს.

რო­გორც თა­ვად მხედ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით ისი­ნი თით­ქმის ბავ­შვო­ბი­დან არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ასეთ მას­შტა­ბურ შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქამ­დე არ მის­ცე­მი­ათ.

21 წლის საბა ეხ­ვა­ი­ამ, რო­მელ­საც „ანაკ­ლი­ის თასი - 2018“ გა­და­ე­ცა, მა­ღალ­სის­ხლი­ა­ნი ცხე­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. შე­ჯიბრში საბა სა­მეგ­რე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ცხე­ნე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და დო­ღის ტრა­დი­ცი­აც გრძელ­დე­ბა, რა­შიც ახალ­გაზ­რდე­ბიც აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან.

„ანაკ­ლი­ის თასი - 2018“-მდე სა­ბამ ბევ­რი იშ­რო­მა და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მი­ი­ღო. ახალ­გაზ­რდა მხე­დარს სურს, რომ დო­ღის ტრა­დი­ცია მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­ად არ დარ­ჩეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­სუ­ლის მსგავ­სად, სპორ­ტის პო­პუ­ლა­რულ სა­ხე­ო­ბად იქ­ცეს.

„ჩემი სა­ცხე­ნოს­ნო კა­რი­ე­რა სა­მეგ­რე­ლო­ში, ჩვე­ნი კლუ­ბის და­არ­სე­ბი­დან­ვე და­ი­წყო და, მას შემ­დეგ, ამ სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­მო­მავ­ლოდ, სა­კუ­თარ თავს სწო­რედ სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტში ვხე­დავ. დღე­ვან­დე­ლი შე­ჯიბ­რი არის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი, რად­გან ის ყო­ველ­წლი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს და უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ცხე­ნე­ბი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის მხედ­რე­ბი, ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი შე­ჯიბ­რი სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ბიძ­გია“, - აღ­ნიშ­ნა ახალ­გაზ­რდა მხე­დარ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც მხედ­რებს, ისე ცხე­ნებს საკ­მა­ოდ ცხელ ამინ­დში მო­უ­წი­ათ ას­პა­რე­ზო­ბა, მათ მო­ტი­ვა­ცი­ას მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. დოღ­თან ერ­თად, შე­ჯიბ­რი ისინ­დი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა.

ისინ­დი სპორ­ტის ქარ­თუ­ლი სა­ხე­ო­ბაა. წე­სე­ბის თა­ნახ­მად, მხედ­რე­ბის ორი გუნ­დი ერ­თმა­ნეთს ის­რე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბა: მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხა­რეს გა­და­სულ მხე­დარს თუ მე­ტო­ქე ისარს მო­ა­ტყამს, ორ ქუ­ლას იღებს, ხოლო თუ ისა­რი ცხენს მოხ­ვდე­ბა, გუნ­დი ერთ ქუ­ლას იღებს. ვინც ყვე­ლა­ზე მეტ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც ის არის. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პავ­ლე ბაბუ და მისი შვი­ლიც იღებ­დნენ, რო­მელ­საც ცხე­ნოს­ნო­ბა მა­მამ ას­წავ­ლა. პავ­ლე ბაბუ და ფა­ცუ­რა სამ­ტრე­დი­ის გუნდთან ერ­თად სა­მეგ­რე­ლოს შე­რე­ულ გუნდს ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მე­ტო­ქის­თვის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ათ.

იგი­ვე სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და ცხენ­ბურთშიც, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ოვა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ცხენ­ბურ­თი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ტრე­დია სა­მეგ­რე­ლოს­თან ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­მარ­ცხდა, 72 წლის პავ­ლე ბაბუ მა­ინც ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ მის საყ­ვა­რელ სპორ­ტს ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ე­ძღვნა. სა­ბო­ლო­ოდ კი, სამ­ტრე­დი­ე­ლი პავ­ლე კა­პა­ნა­ძე ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წა­მო­ვი­და - მას „ანაკ­ლი­ის თასი 2018-ის“ სა­პა­ტიო ჯილ­დო გა­და­ე­ცა, რო­გორც ყვე­ლა­ზე უხუ­ცეს წევ­რს.

თა­მა­შის შემ­დეგ პავ­ლე კა­პა­ნა­ძე ისევ ფა­ცუ­რა­ზე ამ­ხედ­რდა და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ცხენ­ბურ­თის, ისინ­დი­სა და დო­ღის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ უამ­ბობ­და. იხ­სე­ნებ­და წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და ბავ­შვებს, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც ცხე­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა და მათ­ზე მე­ტის შე­ტყო­ბა სურ­დათ, უამ­ბობ­და ყვე­ლა­ფერს, რაც ამ ცხო­ვე­ლის შე­სა­ხებ იცის.

„სკამ­ზე რომ გა­ზეთს დავ­დებ და ფა­ცუ­რას ვე­ტყვი, მიდი, მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი, მო­კი­დებს პირს და მო­მი­ტანს, თან თავს მიქ­ნევს, გა­მო­მარ­თვიო. მე ზურგს შე­ვაქ­ცევ, ის კი ისევ წინა მხრი­დან მო­მივ­ლის და მთხოვს, რომ გა­ზე­თი გა­მო­ვარ­თვა“, - უამ­ბობს პავ­ლე ბაბუ მის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლებს და თან ფა­ცუ­რას თავ­ზე ხელს უს­ვამს.

დოღი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბით დას­რულ­და. სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს თასე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ კობა ქან­თა­რი­ამ გა­დას­ცეს.

ამას­თან, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­ზე გა­და­ნა­წილ­და 25 ათას ლა­რი­ა­ნი საპ­რი­ზო ფონ­დი, რო­მე­ლიც „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ და­ა­წე­სა. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლებ­სა და შე­ჯიბ­რის სა­პა­ტიო მო­ნა­წი­ლეს, პავ­ლე კა­პა­ნა­ძეს „ცი­კო­ლი­ას“ ბრენ­დის სა­ა­თე­ბი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზვი­ად ცი­კო­ლი­ამ თა­ვად გა­დას­ცა.

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ და­ა­ფუძნა სა­ცხე­ნოს­ნო დოღი და მა­რუ­ლა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა, ასე­ვე, შე­ჯიბ­რის გე­ნე­რა­ლუ­ლი სპონ­სო­რია „თი­ბი­სი ბან­კი“. ეს იქ­ნე­ბა იმ ძა­ლი­ან დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და­სა­წყი­სი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტის აღორ­ძი­ნე­ბას და­უ­ჭერს მხარს.

ჩვენ სა­ცხე­ნოს­ნო პროგ­რა­მას ვამ­ზა­დებთ და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აქე­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან უნდა მოხ­დეს და ის ჩვე­ნი ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მხედ­რუ­ლი სული უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ, უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ ცხე­ნი და მთელ რე­გი­ონ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვა­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მათ შო­რის, ჩვენს ძმებ აფხა­ზებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც უკვე გვაქვს კონ­ტაქ­ტი და გვინ­და, რომ ჩა­ერ­თონ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­ჯიბრში. ამას მოჰ­ყვე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არის სა­ერ­თა­შო­რი­სო იპოდ­რო­მის მშე­ნებ­ლო­ბა. უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა და უახ­ლო­ეს ხან­ში ჩვენ ალ­ბათ, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ას შე­ვარ­ჩევთ, სა­დაც სა­ერ­თა­ში­ო­რი­სო იპოდ­რო­მი აშენ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

„მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონს სპორ­ტის ასე აღორ­ძი­ნე­ბა, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, მეგ­რე­ლე­ბის­თვის უფრო გან­სა­კუთ­რე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­ში ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სპონ­სო­რი იყო და პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლებს პრი­ზე­ბად ჩვე­ნი სა­ა­თე­ბი გა­და­ე­ცათ“, - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად ცი­კო­ლი­ამ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რებს ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ე­სალმნენ. პავ­ლე ბა­ბუს კი „ანაკ­ლი­ის თა­სის“ შემ­დეგ ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი გა­უჩ­ნდა - ცხე­ნე­ბი და მათი მხედ­რე­ბი სამ­ტრე­დი­ის შე­ჯიბ­რის­თვის უნდა მო­ამ­ზა­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად

ანაკლიის თასი 2018 - ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღსადგენად

...მისი დღე 04:00 საათზე ცხენ ფაცურასთან ერთად იწყება. საქმე ბევრია - სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბის წევრები ცხენოსნობაში უნდა ავარჯიშოს და, ამავდროულად, ფაცურას ყურადღება არ მოაკლოს. უკვე 72 წლისაა, თუმცა, ცხენზე იმაზე უკეთ ჯირითობს, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მხედარი. ეს პავლე კაპანაძეა, სამტრედიის საცხენოსნო კლუბის დირექტორი, რომელმაც მთელი ცხოვრება საცხენოსნო სპორტსა და საყვარელ ცხოველებს მიუძღვნა.

პავლე ბაბუსა და ფაცურას ერთმანეთის კარგად ესმით. ინგლისური ჯიშის ცხენი, რომელიც დაობლების შემდეგ პავლე კაპანაძემ გაზარდა, უკვე 11 წლისაა და პატრონის დავალებებს ყოველთვის მორჩილებით ასრულებს, თუმცა როგორც პავლე ბაბუ ამბობს ქრთამის სანაცვლოდ - ფაცურა ტკბილეულის მოყვარულია.

კლუბს, რომელიც მამამისმა დააარსა, პავლე კაპანაძე სათავეში 38 წლის წინ ჩაუდგა და მას შემდეგ, ცხენებისა და საყვარელი სპორტის გარეშე არც ერთი დღე არ გაუტარებია. როგორც ამბობს, ცდილობს, სპორტის ისეთი ეროვნული სახეობები გააცოცხლოს და გადაარჩინოს, როგორებიცაა ცხენბურთი და ისინდი. 72 წლის პავლე კაპანაძეს იმედი აქვს, რომ მისი შრომა დაფასდება და მომავალი თაობები სპორტის ამ ტრადიციულ სახეობებს შეინარჩუნებენ.

ენთუზიასტების ხელშეწყობით, გვიანშუასაუკუნეების სპორტის სახეობები - ცხენბურთი და ისინდი იმერეთსა და სამეგრელოში რომ ისევ ძალიან პოპულარულია, ამას 29 სექტემბერს სამეგრელოში, სოფელ ინგირში გამართული საცხენოსნო დოღი - „ანაკლიის თასიც“ მოწმობს. დოღის განახლების ინიციატორი და „ანაკლიის თასის“ დამფუძნებელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია“ - კომპანია, რომელის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უდგას სათავეში.

შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის სპორტსმენები და მათი ცხენები იღებდნენ. ისინი ინგირში თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად კარგად მომზადებულები და მოტივირებულები ჩამოვიდნენ.

როგორც დოღში, ისე ცხენბურთსა და ისინდიში მონაწილეობას ფიცხი და სწრაფი ცხენები იღებდნენ. სწორედ ამიტომ, მაყურებლისთვის სანახაობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დაძაბული აღმოჩნდა.

სხვადასხვა კატეგორიაში დოღში პირველი ადგილები მოიპოვეს მხედრებმა: თორნიკე თოდრიამ, საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა. მხედრებმა მოწინააღმდეგეებს შანსი არ დაუტოვეს და დაძაბულ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხეს.

როგორც თავად მხედრებმა აღნიშნეს, სპორტის ამ სახეობით ისინი თითქმის ბავშვობიდან არიან დაკავებულები, თუმცა ასეთ მასშტაბურ შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება აქამდე არ მისცემიათ.

21 წლის საბა ეხვაიამ, რომელსაც „ანაკლიის თასი - 2018“ გადაეცა, მაღალსისხლიანი ცხენების კატეგორიაში გაიმარჯვა. შეჯიბრში საბა სამეგრელოს წარმოადგენდა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, ცხენების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და დოღის ტრადიციაც გრძელდება, რაშიც ახალგაზრდებიც აქტიურად ერთვებიან.

„ანაკლიის თასი - 2018“-მდე საბამ ბევრი იშრომა და სასურველი შედეგიც მიიღო. ახალგაზრდა მხედარს სურს, რომ დოღის ტრადიცია მხოლოდ ტრადიციად არ დარჩეს და საქართველოში წარსულის მსგავსად, სპორტის პოპულარულ სახეობად იქცეს.

„ჩემი საცხენოსნო კარიერა სამეგრელოში, ჩვენი კლუბის დაარსებიდანვე დაიწყო და, მას შემდეგ, ამ სპორტით ვარ დაკავებული. სამომავლოდ, საკუთარ თავს სწორედ საცხენოსნო სპორტში ვხედავ. დღევანდელი შეჯიბრი არის სამომავლო განვითარებაზე გათვლილი, რადგან ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით შეიძლება ჩატარება. შეიძლება, ცხენები მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანონ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დონის მხედრები, ამიტომ დღევანდელი შეჯიბრი საცხენოსნო სპორტის განვითარებაში ძალიან დიდი ბიძგია“, - აღნიშნა ახალგაზრდა მხედარმა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მხედრებს, ისე ცხენებს საკმაოდ ცხელ ამინდში მოუწიათ ასპარეზობა, მათ მოტივაციას მაღალმა ტემპერატურამ ვერაფერი დააკლო. დოღთან ერთად, შეჯიბრი ისინდი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი აღმოჩნდა.

ისინდი სპორტის ქართული სახეობაა. წესების თანახმად, მხედრების ორი გუნდი ერთმანეთს ისრებით უპირისპირდება: მოწინააღმდეგის მხარეს გადასულ მხედარს თუ მეტოქე ისარს მოატყამს, ორ ქულას იღებს, ხოლო თუ ისარი ცხენს მოხვდება, გუნდი ერთ ქულას იღებს. ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გამარჯვებულიც ის არის. თამაშში მონაწილეობას პავლე ბაბუ და მისი შვილიც იღებდნენ, რომელსაც ცხენოსნობა მამამ ასწავლა. პავლე ბაბუ და ფაცურა სამტრედიის გუნდთან ერთად სამეგრელოს შერეულ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მეტოქისთვის დათმობა მოუწიათ.

იგივე სცენარი განვითარდა ცხენბურთშიც, რომელმაც მაყურებელში ყველაზე დიდი ოვაციები გამოიწვია. ცხენბურთი გულშემატკივრისთვის ყველაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედია სამეგრელოსთან ამ შემთხვევაშიც დამარცხდა, 72 წლის პავლე ბაბუ მაინც ბედნიერი იყო, რომ მის საყვარელ სპორტს ასეთი მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა. საბოლოოდ კი, სამტრედიელი პავლე კაპანაძე ღონისძიებიდან მაინც გამარჯვებული წამოვიდა - მას „ანაკლიის თასი 2018-ის“ საპატიო ჯილდო გადაეცა, როგორც ყველაზე უხუცეს წევრს.

თამაშის შემდეგ პავლე კაპანაძე ისევ ფაცურაზე ამხედრდა და ყველა დაინტერესებულ პირს ცხენბურთის, ისინდისა და დოღის ქართული ტრადიციის შესახებ უამბობდა. იხსენებდა წარსულის გამოცდილებას, მედიის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებსა და ბავშვებს, რომელთა დიდ ნაწილსაც ცხენებთან მიახლოება და მათზე მეტის შეტყობა სურდათ, უამბობდა ყველაფერს, რაც ამ ცხოველის შესახებ იცის.

„სკამზე რომ გაზეთს დავდებ და ფაცურას ვეტყვი, მიდი, მომიტანე-მეთქი, მოკიდებს პირს და მომიტანს, თან თავს მიქნევს, გამომართვიო. მე ზურგს შევაქცევ, ის კი ისევ წინა მხრიდან მომივლის და მთხოვს, რომ გაზეთი გამოვართვა“, - უამბობს პავლე ბაბუ მის გარშემო შეკრებილებს და თან ფაცურას თავზე ხელს უსვამს.

დოღი გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს თასები და საჩუქრები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ გადასცეს.

ამასთან, გამარჯვებულებზე გადანაწილდა 25 ათას ლარიანი საპრიზო ფონდი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დააწესა. პირველ ადგილზე გასულებსა და შეჯიბრის საპატიო მონაწილეს, პავლე კაპანაძეს „ციკოლიას“ ბრენდის საათები კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად ციკოლიამ თავად გადასცა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დააფუძნა საცხენოსნო დოღი და მარულა, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება, ასევე, შეჯიბრის გენერალული სპონსორია „თიბისი ბანკი“. ეს იქნება იმ ძალიან დიდი ღონისძიებებისა დასაწყისი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში საცხენოსნო სპორტის აღორძინებას დაუჭერს მხარს.

ჩვენ საცხენოსნო პროგრამას ვამზადებთ და მიგვაჩნია, რომ ცხენოსნობის განვითარება აქედან, სამეგრელოდან უნდა მოხდეს და ის ჩვენი ძველი ისტორიული მხედრული სული უნდა დავიბრუნოთ, უნდა დავიბრუნოთ ცხენი და მთელ რეგიონსა და საქართველოში გავაბათ ურთიერთობები, მათ შორის, ჩვენს ძმებ აფხაზებთან, რომლებთანაც უკვე გვაქვს კონტაქტი და გვინდა, რომ ჩაერთონ ამ არაჩვეულებრივ შეჯიბრში. ამას მოჰყვება ჩვენი პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო იპოდრომის მშენებლობა. უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს ხანში ჩვენ ალბათ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიას შევარჩევთ, სადაც საერთაშიორისო იპოდრომი აშენდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოსა და სამეგრელოს რეგიონს სპორტის ასე აღორძინება, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მეგრელებისთვის უფრო განსაკუთრებით. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კომპანია ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო და პირველ ადგილზე გასულებს პრიზებად ჩვენი საათები გადაეცათ“, - აღნიშნა ზვიად ციკოლიამ.

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულები გულშემატკივრებს ცხენზე ამხედრებულები მიესალმნენ. პავლე ბაბუს კი „ანაკლიის თასის“ შემდეგ ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ცხენები და მათი მხედრები სამტრედიის შეჯიბრისთვის უნდა მოამზადოს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი