საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება
ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება

თით­ქმის ყო­ველ წე­ლი­წადს, გომ­ბორ­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გვეს­მის. წელ­საც, გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე, რამ­დე­ნი­მე მძი­მე ავა­რია მოხ­და: საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და და­ახ­ლო­ე­ბით 30 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ექ­სკურ­სი­ის ავ­ტო­ბუ­სი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი მგზავ­რობ­დნენ, ხევ­ში გა­და­ვარ­და და 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მომ­ხდა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ, გომ­ბო­რის გზა­ზე ბე­ლო­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბის ავ­ტო­ბუ­სი გა­დაბ­რუნ­და და 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

რა ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად გზის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ხში­რი ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE საგ­ზაო უსარ­თხო­ე­ბის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ გომ­ბო­რი პრობ­ლე­მუ­რი მო­ნაკ­ვე­თია, რომ­ლის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლა უნდა მოხ­დეს. და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, შე­საძ­ლოა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა იყოს.

"ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უნდა მო­ე­წყოს ისე, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლს არ იწ­ვევ­დეს. ამ ად­გილს უნდა და­ერ­ქვას „შავი წერ­ტი­ლი“, რად­გან აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე არა­ერ­თი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­შიც გვაქვს ასე­თი ად­გი­ლე­ბი, ასე რომ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გვსმე­ნია, რომ მა­გა­ლი­თად, გარ­კვე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შსს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია ყვე­ლა­ზე უფრო პრობ­ლე­მა­ტუ­რი და ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა“ - გან­მარ­ტა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, უმ­ჯო­ბე­სია, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის გომ­ბო­რის გავ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, რათა მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს.

„გომ­ბო­რი ვიწ­რო გზით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან და­ბალ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებს, რის გა­მოც მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბი გა­დას­წრე­ბას ცდი­ლო­ბენ, რაც ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ცუ­დად მთავ­რდე­ბა, რად­გან გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ ჩანს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან. ამა­ვე დროს, თუ რა­ი­მე აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, უკე­თე­სია თუ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, თუნ­დაც სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ გა­ივ­ლი­ან გომ­ბო­რის გავ­ლით და ოდ­ნავ შორი გზით წავ­ლენ, იქ სა­დაც გზატ­კე­ცი­ლია. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­ღა­ცაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი - გომ­ბორ­ზე დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს, გზის სი­ვიწ­რო­ვის გამო გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლოს“ - გან­მარ­ტა მან.

გარ­და ამი­სა, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, გომ­ბორ­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იმგვა­რად უნდა მო­ე­წყოს, რომ გა­და­ვარ­დნის სა­შიშ­რო­ე­ბა აღ­მო­ი­ფხვრას.

„საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ად­გი­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბი მო­ე­წყო­ბა, სა­დაც საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია, გა­მოს­წორ­დეს. შე­საძ­ლოა ხდე­ბო­დეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ასე­თი ტრავ­მე­ბი­თა და მსხვერ­პლით არ უნდა სრულ­დე­ბო­დეს“ - აღ­ნიშ­ნა „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ.

და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გომ­ბო­რის მსგავ­სი ე.წ შავი წერ­ტი­ლე­ბის აღ­რი­ცხვა და ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას 20%-ით შე­ამ­ცი­რებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, რო­დე­საც გზის ერ­თსა და იმა­ვე მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხში­რად ხდე­ბა, მსოფ­ლიო ბან­კის რე­კო­მენ­და­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის შეს­წავ­ლა უნდა მოხ­დეს.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა ფაქ­ტო­რი უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი და აღ­მო­ფხვრი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სა­რის­კო გზაა და სიჩ­ქა­რის მარ­თვის კუ­თხით მას­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას მძღო­ლე­ბი უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა ეკი­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ რო­დე­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა, არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მა­ინც არ არის მზად იმის­თვის, რომ მძღოლს შეც­დო­მა აპა­ტი­ოს“ - გან­მარ­ტა ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი გომ­ბო­რის გზა­ზე არ­სე­ბულ კომ­პლექ­სურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, გომ­ბო­რის გზა­ზე ისე­თი ინფრას­ტუქ­ტუ­რა უნდა მო­ე­წყოს, რო­მე­ლიც მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, გარ­და ამი­სა, მისი თმით, გა­სათ­ვა­ლი­წი­ნე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბი.

„ის ფაქ­ტო­რე­ბი, რა­საც სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლი, კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვა ჰქვია, უნდა გა­კონ­ტროლ­დეს, გზის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უსაფრ­თხოდ მო­ე­წყოს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა. ეს ფაქ­ტო­რე­ბი სინ­თეზ­ში უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი“ - დას­ძი­ნა ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, გზე­ბი იმგვა­რად უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი, რომ მძღოლს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი აპა­ტი­ოს, რის­კე­ნაც მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი დიდი ხა­ნია ის­წრაფ­ვი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება

ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება

თითქმის ყოველ წელიწადს, გომბორზე მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გვესმის. წელსაც, გომბორის უღელტეხილზე, რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა: საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ექსკურსიის ავტობუსი, რომლითაც მოსწავლეები და მშობლები მგზავრობდნენ, ხევში გადავარდა და 4 ადამიანი დაიღუპა, მომხდარიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, გომბორის გზაზე ბელორუსი ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა და 8 ადამიანი დაშავდა.

რა ხდება კონკრეტულად გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავარიების მიზეზი და როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება - ამის შესახებ AMBEBI.GE საგზაო უსართხოების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ გომბორი პრობლემური მონაკვეთია, რომლის დეტალურად შესწავლა უნდა მოხდეს. დავით მესხიშვილის ვარაუდით, მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პრობლემა იყოს.

"ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლს არ იწვევდეს. ამ ადგილს უნდა დაერქვას „შავი წერტილი“, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. დედაქალაქშიც გვაქვს ასეთი ადგილები, ასე რომ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ამ მიმართულებით არ გვსმენია, რომ მაგალითად, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ შსს გამოაქვეყნებს, რომელი კონკრეტული მონაკვეთია ყველაზე უფრო პრობლემატური და ამ შემთხვევაში დაიწყება პრევენციული ღონისძიებების გატარება“ - განმარტა დავით მესხიშვილმა.

გარდა ამისა, დავით მესხიშვილის ინიციატივით, უმჯობესია, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და სამგზავრო მიკროავტობუსების გომბორის გავლით გადაადგილება აიკრძალოს, რათა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

„გომბორი ვიწრო გზით ხასიათდება. ამ გზაზე გადაადგილებისას სატვირთო ავტომობილი ძალიან დაბალ სიჩქარეს ავითარებს, რის გამოც მსუბუქი მანქანები გადასწრებას ცდილობენ, რაც ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება, რადგან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ავტომობილი არ ჩანს. თავდაპირველად, ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. ამავე დროს, თუ რაიმე აუცილებლობას არ წარმოადგენს, უკეთესია თუ სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, თუნდაც სამგზავრო მიკროავტობუსები არ გაივლიან გომბორის გავლით და ოდნავ შორი გზით წავლენ, იქ სადაც გზატკეცილია. ძალიან მარტივი რაღაცაა გასაკეთებელი - გომბორზე დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, გზის სივიწროვის გამო გადაადგილება აეკრძალოს“ - განმარტა მან.

გარდა ამისა, დავით მესხიშვილის თქმით, გომბორზე ინფრასტრუქტურა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ გადავარდნის საშიშროება აღმოიფხვრას.

„საკმაოდ მაღალი ადგილია და კარგი იქნება, თუ დამცავი ჯებირები მოეწყობა, სადაც საგზაო ნიშნები გამოსასწორებელია, გამოსწორდეს. შესაძლოა ხდებოდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ ასეთი ტრავმებითა და მსხვერპლით არ უნდა სრულდებოდეს“ - აღნიშნა „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

დავით მესხიშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში გომბორის მსგავსი ე.წ შავი წერტილების აღრიცხვა და ამ მონაკვეთებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას 20%-ით შეამცირებს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, როდესაც გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა უნდა მოხდეს.

"ბუნებრივია, ავტოსაგზაო შემთხვევა სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ ყველა ფაქტორი უნდა იქნას შესწავლილი და აღმოფხვრილი. ბუნებრივია, ეს სარისკო გზაა და სიჩქარის მართვის კუთხით მასზე გადაადგილებას მძღოლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ, მაგრამ როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, არსებული ინფრასტრუქტურა, მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მძღოლს შეცდომა აპატიოს“ - განმარტა ეკა ლალიაშვილმა.

ეკა ლალიაშვილი გომბორის გზაზე არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, გომბორის გზაზე ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოეწყოს, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების დასაცავად იქნება განკუთვნილი, გარდა ამისა, მისი თმით, გასათვალიწინებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა და სხვა დეტალები.

„ის ფაქტორები, რასაც სიჩქარის კონტროლი, კამერების დამონტაჟება და მოძრაობის წესების დაცვა ჰქვია, უნდა გაკონტროლდეს, გზის ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ მოეწყოს - ეს ყველაფერი ერთად არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, აუცილებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა. ეს ფაქტორები სინთეზში უნდა იყოს წარმოდგენილი“ - დასძინა ეკა ლალიაშვილმა.

გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, გზები იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მძღოლს დაშვებული შეცდომები აპატიოს, რისკენაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ისწრაფვიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ