სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები
ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა. გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, მე­ო­რეს კი - და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჯ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი - 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.თ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თ.ჯ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ივ­ნისს თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ირაკ­ლი ნო­ზა­ძეს. თ.ჯ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან თან­მხლებ პირ­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო მის მე­გო­ბარს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: შსს-მ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა - ვინ არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის დაჭ­რა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, 29 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერთ-ერთ უბან­ში მა­მა­კაც­თან და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჯან­ჯღა­ვას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­კა­ვე­ბულს, Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 24 წლის ნა­თია თო­ფუ­რი­აა. იგი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე გუ­შინ სა­ღა­მოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. მას ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში წუ­ხელ ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ნო­ზა­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო: ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე გო­გო­ნე­ბი და­ა­კა­ვეს - სად იმა­ლე­ბოდ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დაკავებულთაგან ერთს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მეორეს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: შსს-მ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა - ვინ არის გოგონა, რომელიც მომღერლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

ერთ-ერთი დაკავებულის, 29 წლის თამთა ჯანჯღავას შესახებ ინფორმაცია მედიაში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ის 24 წლის ნათია თოფურიაა. იგი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

ნახეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე გოგონები დააკავეს - სად იმალებოდნენ ბრალდებულები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს