სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უმსხვილესი ხორცისმწარმოებელი ქვეყნები და ქარხნები
მსოფლიოს უმსხვილესი ხორცისმწარმოებელი ქვეყნები და ქარხნები

აშშ, ბრა­ზი­ლია და ევ­რო­კავ­ში­რი - ასე­თია ხორ­ცისმწარ­მო­ებ­ლე­ბის უდი­დე­სი სა­მე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც დღეს მსოფ­ლი­ოს ხორ­ცი­თა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით ამა­რა­გე­ბენ. ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ხორ­ცი სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­დის. სწო­რედ ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სია მათი ხა­რის­ხი­სა და სა­წარ­მოო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ.

გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის შე­სა­ხებ.

Tyson Foods მსოფ­ლი­ოს ერთი-ერთი მსხვი­ლი ხორ­ცისმწარ­მო­ე­ბე­ლი კო­პო­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც აშშ-ში და­ფუძნ­და და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ფლობს სა­წარ­მოს. სა­წარ­მო ყო­ველ­წლი­უ­რად ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხორ­ცის ექ­სპორ­ტს აწარ­მო­ებს აშშ-დან. მისი მთა­ვა­რი ბრენ­დე­ბია: Jimmy Dean, Hillshire Farm, Sara Lee, Ball Park, Wright Brand, Aidells, and State Fair. სა­წარ­მო ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი სერ­თი­ფი­კა­ტი­სა და ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია.

Tönnies ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ხორ­ცისმწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა. 1971 წელს ერთი ოჯა­ხის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა ამ­ჟა­მად არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ებს ექ­სპორ­ტს.

Tönnies არის ქარ­ხა­ნა, რომ­ლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტიც ხა­რის­ხია. სა­წარ­მო­ში პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­რან­ტი­რე­ბულ ხა­რისხს კი გან­სა­ზღვრავს ისე­თი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა QA quality and safety, International Food Standard (IFS) და British Retail Consortium (BRC).Tillman' და Toast Me! - ეს კი ბრენ­დე­ბია, რომ­ლი­თაც სა­წარ­მო სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია.

წარ­მო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50% ექ­სპორტზე გა­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ქარ­თუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო ”ლი­დერ­ფუ­დი” ხორ­ცით სწო­რედ Tönnies-ის ქარ­ხნი­დან მა­რაგ­დე­ბა.

National Beef აშშ-ს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მოა, რო­მე­ლიც ნედ­ლი ხორ­ცი­თა და მზა ხორ­ცპ­რო­დუ­ტე­ბით მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნას ამა­რა­გებს. კომ­პა­ნი­ის წლი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბი 7 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს. სა­წარ­მო­ში უსაფრ­თხო­ე­ბა და ხა­რის­ხი BioLogic Food Safety System-ის სა­შუ­ა­ლე­ბით კონ­ტროლ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი სერ­თი­ფი­კა­ტი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მფლო­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ბრენ­დე­ბია National Beef® Retail Ready; National Beef® Ground Beef, National Beef® Consumer Ready და National Beef® Commodity. მათი წარ­მო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ექ­სპორტზე გა­დის.

Cargill Meat Solutions კი­დევ ერთი მსხვი­ლი სა­წარ­მოა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­თა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით არა­ერთ ქვე­ყა­ნას ამა­რა­გებს. ამე­რი­კუ­ლი სა­წარ­მო 130-იანი წლე­ბი­დან არ­სე­ბობს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თოვ­დე­ბო­და ქარ­ხნის მას­შტა­ბე­ბი და ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია 32 სა­წარ­მოს ფლობს. სა­ერ­თო ჯამ­ში აშშ-სა და კა­ნა­დის მას­შტა­ბით სა­წარ­მო­ებ­ში 30 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, რაც მისი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა.

Smithfield ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მოა, რომ­ლის უდი­დე­სი ბრენ­დე­ბია: Eckrich, Nathan’s Famous, Farmland, Armour, Cook’s, John Morrell, Gwaltney, Kretschmar. მისი წლი­უ­რი გლო­ბა­ლუ­რი გა­ყიდ­ვე­ბი 15 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს. კომ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აშშ-სა და ევ­რო­პა­ში 50 000-მდე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. Smithfield პრო­დუქ­ცია კი ექ­სპორტზე 40 ქვე­ყა­ნა­ში გა­დის. ხა­რის­ხი - ეს არის სა­წარ­მოს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი და Smithfield ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი სერ­თი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მსოფლიოს უმსხვილესი ხორცისმწარმოებელი ქვეყნები და ქარხნები

მსოფლიოს უმსხვილესი ხორცისმწარმოებელი ქვეყნები და ქარხნები

აშშ, ბრაზილია და ევროკავშირი - ასეთია ხორცისმწარმოებლების უდიდესი სამეული, რომლებიც დღეს მსოფლიოს ხორცითა და ხორცპროდუქტებით ამარაგებენ. ამ ქვეყნებიდან ხორცი საქართველოშიც შემოდის. სწორედ ამიტომ საზოგადოებაში დიდი ინტერესია მათი ხარისხისა და საწარმოო პროცესის შესახებ.

გთავაზობთ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ხორცის მწარმოებელი ქარხნის შესახებ.

Tyson Foods მსოფლიოს ერთი-ერთი მსხვილი ხორცისმწარმოებელი კოპორაციაა, რომელიც აშშ-ში დაფუძნდა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფლობს საწარმოს. საწარმო ყოველწლიურად ყველაზე დიდი რაოდენობის ხორცის ექსპორტს აწარმოებს აშშ-დან. მისი მთავარი ბრენდებია: Jimmy Dean, Hillshire Farm, Sara Lee, Ball Park, Wright Brand, Aidells, and State Fair. საწარმო ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატისა და ჯილდოს მფლობელია.

Tönnies ევროპის წამყვანი ხორცისმწარმოებელი კომპანიაა. 1971 წელს ერთი ოჯახის მიერ ჩამოყალიბებული ქარხანა ამჟამად არაერთ ქვეყანაში აწარმოებს ექსპორტს.

Tönnies არის ქარხანა, რომლის მთავარი პრიორიტეტიც ხარისხია. საწარმოში პროდუქციის ხარისხის მუდმივი მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარანტირებულ ხარისხს კი განსაზღვრავს ისეთი ნაციონალური და საერთაშორისო სერტიფიცირება, როგორიცაა QA quality and safety, International Food Standard (IFS) და British Retail Consortium (BRC).Tillman' და Toast Me! - ეს კი ბრენდებია, რომლითაც საწარმო სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მეტად ცნობილია.

წარმოების დაახლოებით 50% ექსპორტზე გადის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ხორცპროდუქტების საწარმო ”ლიდერფუდი” ხორცით სწორედ Tönnies-ის ქარხნიდან მარაგდება.

National Beef აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხორცპროდუქტების საწარმოა, რომელიც ნედლი ხორცითა და მზა ხორცპროდუტებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას ამარაგებს. კომპანიის წლიური გაყიდვები 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საწარმოში უსაფრთხოება და ხარისხი BioLogic Food Safety System-ის საშუალებით კონტროლდება. გარდა ამისა, კომპანია ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატისა და აკრედიტაციის მფლობელია. კომპანიის მთავარი ბრენდებია National Beef® Retail Ready; National Beef® Ground Beef, National Beef® Consumer Ready და National Beef® Commodity. მათი წარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

Cargill Meat Solutions კიდევ ერთი მსხვილი საწარმოა, რომელიც ხორცითა და ხორცპროდუქტებით არაერთ ქვეყანას ამარაგებს. ამერიკული საწარმო 130-იანი წლებიდან არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში ფართოვდებოდა ქარხნის მასშტაბები და ამჟამად კომპანია 32 საწარმოს ფლობს. საერთო ჯამში აშშ-სა და კანადის მასშტაბით საწარმოებში 30 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია, რაც მისი წარმატების მთავარი წინაპირობაა.

Smithfield ხორცპროდუქტების საწარმოა, რომლის უდიდესი ბრენდებია: Eckrich, Nathan’s Famous, Farmland, Armour, Cook’s, John Morrell, Gwaltney, Kretschmar. მისი წლიური გლობალური გაყიდვები 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანიის ფარგლებში აშშ-სა და ევროპაში 50 000-მდე ადამიანია დასაქმებული. Smithfield პროდუქცია კი ექსპორტზე 40 ქვეყანაში გადის. ხარისხი - ეს არის საწარმოს მთავარი პრიორიტეტი და Smithfield ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერთიფიკატის მფლობელია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი