სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„10 წლის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყანაში“
„10 წლის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყანაში“

2008 წელს, 10 წლის წინ, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის თა­რო­ებს ძი­რი­თა­დად ძვე­ლი გა­მო­ცე­მის წიგ­ნე­ბი ამ­შვე­ნებ­და, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც რუ­სულ ენა­ზე იყო. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე შე­ძე­ნი­სა და წა­კი­თხვის ფუ­ფუ­ნე­ბა კი ერ­თე­უ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე. 2008 წლის 23 მა­ისს თბი­ლის­ში, იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ერთი პა­ტა­რა წიგ­ნის მა­ღა­ზია გა­ისხნა, რო­მელ­მაც 10 წლი­ა­ნი ის­ტო­რია შექ­მნა, გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს 21 ქა­ლა­ქი 56 ფი­ლი­ა­ლი­თა და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ 10 წლი­საა, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა წიგ­ნი­სა და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, და­ბა­დე­ბის დღეს ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი ულო­ცა­ვენ.

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე - მსა­ხი­ო­ბი „ვუ­ლო­ცავ „ბიბ­ლუსს“ 10 წლის იუ­ბი­ლეს- ეს ძა­ლი­ან ბევ­რიც არის და ძა­ლი­ან ცო­ტაც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს კომ­პა­ნია კი­დევ მრა­ვა­ლი წელი იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია. „ბიბ­ლუ­სი“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარგ საქ­მეს აკე­თებს ბავ­შვე­ბის­თვის. ისი­ნი ხომ წიგნს თავ­და­პირ­ვე­ლად გა­რე­კა­ნი­სა და იმ ად­გი­ლის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვენ, სა­დაც ეს წიგ­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. „ბიბ­ლუს­ში“ კი მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მოა წიგ­ნე­ბის შე­სარ­ჩე­ვად“.

ნანა შო­ნია - მსა­ხი­ო­ბი

„ბიბ­ლუსს“ აქვს, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი იმი­ტომ, რომ ეს არ არის მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია, აქ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო და ისე­თი შეგ­რძნე­ბა გაქვს, რომ წიგ­ნე­ბი აქ უნდა იკი­თხო და აქ რომ და­ი­წყებ კი­თხვას გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ გა­აგ­რძე­ლო სახ­ლშიც. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი თა­ო­ბის­თვის, რად­გან აჩენს მათ­ში სტი­მულ­სა და სურ­ვილს, რომ წა­ი­კი­თხონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი წიგ­ნი.

ტო­რე­სა მოსი - მწე­რა­ლი

„10 წლის წინ და­ი­წყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის „ბიბ­ლუ­სის“ ის­ტო­რია. ბიბ­ლუს­მა შეც­ვა­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში ამ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ხიბ­ლი მგო­ნია ის, რომ ეს არის წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა პირ­ვე­ლი ქსე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან გაჩ­ნდა და შექ­მნა პრე­ცე­დენ­ტი, რომ წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა იყი­დე­ბო­დეს შენს სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლოს და იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა 10 წლის წინ ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო და „ბიბ­ლუ­სი“ არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შრო­მით და ძა­ლი­ან გა­აზ­რე­ბუ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ წიგ­ნი და გა­ვაღ­ვი­ვოთ მათ­ში წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი“.

მამა პეტ­რე (კოლ­ხი )

წიგ­ნი ერ­თა­დერ­თი ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც არას­დროს გვღა­ლა­ტობს. ტაძ­რის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მშვი­დად თავს ვგრძნობ იქ, სა­დაც ერ­თად უამ­რა­ვი წიგ­ნია თავ­მოყ­რი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, „ბიბ­ლუ­სი“ ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. არ­ცერთ ომს, არ­ცერთ ნგრე­ვას ისე­თი დიდი ტრა­გე­დია არ მო­უ­ტა­ნია, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა ერის უწიგ­ნუ­რო­ბამ მო­ი­ტა­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის როლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ერის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მშობ­ლი­უ­რია „ბიბ­ლუ­სის“ გა­რე­მო, ვუ­ლო­ცავ მას და მის ერ­თგულ მკი­თხვე­ლებს 10 წლის იუ­ბი­ლეს“.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი - მწე­რა­ლი

„წიგ­ნი ჩემ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის, ცოდ­ნის და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. რო­გორც ისა­აკ ბა­როუ იტყო­და, ვი­საც წიგ­ნე­ბის კი­თხვა უყ­ვარს, მუ­დამ გვერ­დით ჰყავს ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, მხი­ა­რუ­ლი თა­ნა­მო­სა­უბ­რე, ბრძე­ნი მრჩე­ვე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი. მინ­და, „ბიბ­ლუსს“ 10 წლის იუ­ბი­ლე მი­ვუ­ლო­ცო. ჩემი აზ­რით, ამ კომ­პა­ნი­ას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, რაც უდა­ოდ და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ვუ­სურ­ვებ მას, რომ კი­დევ მრა­ვა­ლი წელი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნოს ის საქ­მე, რო­მელ­საც წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

„10 წლის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყანაში“

„10 წლის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყანაში“

2008 წელს, 10 წლის წინ, ქართველი მკითხველის თაროებს ძირითადად ძველი გამოცემის წიგნები ამშვენებდა, რომელთა უმეტესობაც რუსულ ენაზე იყო. თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ქართულ ენაზე შეძენისა და წაკითხვის ფუფუნება კი ერთეულებსაც არ ჰქონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებზე. 2008 წლის 23 მაისს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ერთი პატარა წიგნის მაღაზია გაისხნა, რომელმაც 10 წლიანი ისტორია შექმნა, გააერთიანა საქართველოს 21 ქალაქი 56 ფილიალითა და უამრავი საინტერესო წიგნით. საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 წლისაა, კომპანიას, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაში, დაბადების დღეს ხალხისთვის საყვარელი ცნობადი სახეები ულოცავენ.

ნინელი ჭანკვეტაძე - მსახიობი „ვულოცავ „ბიბლუსს“ 10 წლის იუბილეს- ეს ძალიან ბევრიც არის და ძალიან ცოტაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კომპანია კიდევ მრავალი წელი იქნება მკითხველის საყვარელი ადგილი, სადაც სასურველი ლიტერატურის ფართო არჩევანია. „ბიბლუსი“ განსაკუთრებულად კარგ საქმეს აკეთებს ბავშვებისთვის. ისინი ხომ წიგნს თავდაპირველად გარეკანისა და იმ ადგილის მიხედვით ირჩევენ, სადაც ეს წიგნები ცხოვრობენ. „ბიბლუსში“ კი მართლაც შესანიშნავი გარემოა წიგნების შესარჩევად“.

ნანა შონია - მსახიობი

„ბიბლუსს“ აქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ წიგნების მაღაზია, აქ არის განსაკუთრებული ატმოსფერო და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ წიგნები აქ უნდა იკითხო და აქ რომ დაიწყებ კითხვას გიჩნდება სურვილი, რომ გააგრძელო სახლშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რადგან აჩენს მათში სტიმულსა და სურვილს, რომ წაიკითხონ რაც შეიძლება მეტი წიგნი.

ტორესა მოსი - მწერალი

„10 წლის წინ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის „ბიბლუსის“ ისტორია. ბიბლუსმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ ამ საზოგადოებაში. პირველ რიგში ამ კომპანიის მთავარი ხიბლი მგონია ის, რომ ეს არის წიგნების მაღაზიათა პირველი ქსელი, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში ფაქტობრივად, ყველგან გაჩნდა და შექმნა პრეცედენტი, რომ წიგნი შეიძლება იყიდებოდეს შენს სახლთან ძალიან ახლოს და იყოს ხელმისაწვდომი. წიგნიერების გავრცელება 10 წლის წინ ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო და „ბიბლუსი“ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომით და ძალიან გააზრებულად ადამიანებამდე მივიტანოთ წიგნი და გავაღვივოთ მათში წიგნის სიყვარული“.

მამა პეტრე (კოლხი )

წიგნი ერთადერთი ნამდვილი მეგობარია, რომელიც არასდროს გვღალატობს. ტაძრის შემდეგ, ყველაზე მშვიდად თავს ვგრძნობ იქ, სადაც ერთად უამრავი წიგნია თავმოყრილი და შესაბამისად, „ბიბლუსი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. არცერთ ომს, არცერთ ნგრევას ისეთი დიდი ტრაგედია არ მოუტანია, როგორიც შეიძლება ერის უწიგნურობამ მოიტანოს. შესაბამისად, წიგნის გამავრცელებლების როლი უმნიშვნელოვანესია ერის განვითარებაში. ჩემთვის ძალიან მშობლიურია „ბიბლუსის“ გარემო, ვულოცავ მას და მის ერთგულ მკითხველებს 10 წლის იუბილეს“.

გელა ჩარკვიანი - მწერალი

„წიგნი ჩემთვის ინფორმაციის, ცოდნის და განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა. როგორც ისააკ ბაროუ იტყოდა, ვისაც წიგნების კითხვა უყვარს, მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი. მინდა, „ბიბლუსს“ 10 წლის იუბილე მივულოცო. ჩემი აზრით, ამ კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის პოპულარიზაციაში. ხელს უწყობს ქვეყანაში წიგნიერების ამაღლებას, რაც უდაოდ დასაფასებელია. ვუსურვებ მას, რომ კიდევ მრავალი წელი გაეგრძელებინოს ის საქმე, რომელსაც წიგნის სიყვარული ჰქვია“.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა