სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა
პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლომ, შსს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რი ო.მ. და­ა­კა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ო.მ-მ მისი ნაც­ნო­ბე­ბი ფ.ვ. და ნ.კ და­არ­წმუ­ნა, თით­ქოს იგი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან და სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რორ­თან, რის შემ­დე­გაც ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰ­პირ­და, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­ჯა­რი­მო ავ­ტო­სად­გო­მი­დან გა­მო­იყ­ვან­და და მათ და­უბ­რუ­ნებ­და ერთ-ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბულ ნ.კ.-ს ნა­თე­სა­ვე­ბის კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რის სა­ნაც­ვლოდ, თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად იგი თაღ­ლი­თუ­რი გზით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფ­ლა ნ.კ.-ს კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლად თან­ხებს 6 400 აშშ დო­ლა­რი­სა და 4 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

„სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, 2018 წლის 21 მა­ისს, ო.მ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან, რის შემდეგაც ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად იგი თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით.

„სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინებით, 2018 წლის 21 მაისს, ო.მ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სისხლიანი გარჩევა რუსთავში, გოგონებს შორის - არასრულწლოვანი თანატოლმა ცივი იარაღით დაჭრა

"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი

"ქალბატონს ბოდიშს უხდის კოცნის გამო" - წულაიას ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული