სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან
როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან

მათ, ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უნდა, თუმ­ცა ზუს­ტად არ იცის, მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლოს, რჩე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰკი­თხოს გა­მოც­დილ მოგ­ზა­უ­რებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვე­ყა­ნა აქვთ ნა­ნა­ხი და და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტი­თაც უმოგ­ზა­უ­რი­ათ.

ბი­ლე­თე­ბის, კვე­ბის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტით მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ორი გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რი აძ­ლევს.

თემო მა­ჩი­ტი­ძე წლე­ბია აქ­ტი­უ­რად მოგ­ზა­უ­რობს. ის 24 წლი­საა და უკვე 21 ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი. ამ­ბობს, რომ მა­გა­ლი­თად, კვიპ­როს­ზე 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად იაფი - 150 ევრო და­უჯ­და, თვი­თო­ნაც გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სუ­ვე­ნი­რე­ბიც კი შე­ი­ძი­ნა.

სე­ზო­ნი

თე­მოს რჩე­ვით, მოგ­ზა­უ­რო­ბა იაფი რომ დაგ­ვიჯ­დეს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ სე­ზო­ნი.

„მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ია­ფად ვე­რას­დროს ვერ ვი­მოგ­ზა­უ­რებთ, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი­ად და­ბა­ლი ფა­სე­ბის პოვ­ნა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს. ზო­გა­დად, შე­მოდ­გო­მის ბოლო, ზამ­თა­რი და გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ყვე­ლა­ზე იაფი სე­ზო­ნე­ბია, თუმ­ცა პე­რი­ო­დის არ­ჩე­ვა აქაც სა­ჭი­როა და ქვე­ყა­ნა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, როცა შო­ბაა და იან­ვრის და­სა­წყის­ში უკვე ახა­ლი წელი, მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზამ­თა­რია. შობა-ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა სა­დღაც - ზოგი ოჯახ­თან, ზოგი პი­რი­ქით, ოჯა­ხის­გან შორს მი­დის, რაც ფა­სე­ბის აწე­ვას იწ­ვევს.

და­ბა­ლი ფა­სე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც, თუ ტურს რამ­დე­ნი ხნით ადრე ვგეგ­მავთ. ზო­გა­დად, ადრე და­გეგ­მვა კარ­გია, თუმ­ცა ზედ­მე­ტად ად­რეც არ ვარ­გა, მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ნა­ად­რე­ვად ნა­ყი­დი ბი­ლე­თი ნა­ხე­ვარ ფას­ში მი­ნა­ხავს, რაც არც ისე კარ­გი შეგ­რძნე­ბა იყო,“ - ის­ხე­ნებს ის.

თემო მა­ჩი­ტი­ძის თქმით, კარ­გი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის შერ­ჩე­ვა­ში ვებ-გვერ­დი kiwi.com ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა აქ ბი­ლე­თე­ბი ხში­რად უფრო ძვი­რია, ვიდ­რე ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, kiwi.com-ს უფრო მარ­შრუ­ტე­ბის და­სა­გეგ­მად იყე­ნებს, ვიდ­რე ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად.

„უკვე არ­სე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის შე­და­რე­ბით ია­ფად პოვ­ნა momondo.com-ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ცხოვ­რებ­ლად ყვე­ლა­ზე იაფი და კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბის პოვ­ნა couchsurfing.com-ზე შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სახ­ლში ზედ­მე­ტი სა­წო­ლი უდ­გას და უსას­ყიდ­ლოდ უზი­ა­რებს სხვებს“ - აღ­ნიშ­ნავს ის.

თუ სახ­ლში სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში დრო­ის და­კარ­გვა არ გსურთ, თემო მა­ჩი­ტი­ძის გა­მოც­დი­ლე­ბით ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტია სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ, „მაკ­დო­ნალდსი,“ სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ია­ფად იყი­დე­ბა.

26 წლის ნა­თია დე­მეტ­რაშ­ვი­ლი უკვე 5 წე­ლია მოგ­ზა­უ­რობს და 10 ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი, და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტით მოგ­ზა­უ­რო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვა და მზა­დაა, რჩე­ვე­ბი დამ­წყებ მოგ­ზა­უ­რებს გა­უ­ზი­ა­როს.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა

ნა­თი­ას გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "რჩე­ვა", რომ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ბი­ლე­თებს რაც უფრო ადრე იყი­დი, თან­ხებს უფრო და­ზო­გავ, ამი­ტომ ხში­რად 4-6 თვით ადრე იძე­ნენ ხოლ­მე ბი­ლე­თებს. თუმ­ცა, მისი დაკ­ვირ­ვე­ბით, იგი­ვე ბი­ლე­თე­ბი, იმა­ვე თა­რიღ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე 4-6 კვი­რით ადრე უფრო ია­ფია. გარ­და ამი­სა, ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, მა­გა­ლი­თად, ზა­ფხულ­ში და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტუ­რის და­გეგ­მვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, როცა საქ­მე ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ეხე­ბა, ასე თუ ისე ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გა­მარ­თლე­ბა­ზეა, მაგ­რამ მგო­ნი იმა­ზე ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ბი­ლე­თის ყიდ­ვა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე არ შე­იძ­ლე­ბა, როცა ია­ფად მოგ­ზა­უ­რო­ბა გვინ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია.

და­ბი­ნა­ვე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელს, ახალ­გაზ­რდა მოგ­ზა­უ­რის რჩე­ვით, ხში­რად სას­ტუმ­რო­ზე იაფი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა გა­მო­დის, რაც, ნა­თი­ას თქმით, გარ­და იმი­სა, რომ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია, სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, თან­ხა და­ზო­გო კვე­ბა­ში, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს არც თუ ისე ცოტა ჯდე­ბა.

„ია­ფად მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ჰოს­ტე­ლი ასო­ცირ­დე­ბა. ერთი და იგი­ვე ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჰოს­ტე­ლი­სა და სას­ტუმ­როს ფასი აუ­ცი­ლებ­ლად გან­სხვავ­დე­ბა და ჰოს­ტე­ლი ბევ­რად ია­ფია ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, ჰოს­ტელს ის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რომ რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია, მხო­ლოდ და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის ან ერთი ოთა­ხის, რო­მელ­შიც მხო­ლოდ შენ იქ­ნე­ბი, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თან­მდე­ვი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის რი­ცხვს აორ­მა­გებს. თუ უცხო ხალ­ხთან ერ­თად ძილი არ­ცთუ ისე კარგ იდე­ად გეჩ­ვე­ნე­ბა, შე­გიძ­ლია, პი­რად ნო­მერ­ში და­ბი­ნავ­დე.

სას­ტუმ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით ჰოს­ტე­ლე­ბი ხში­რად სა­უზ­მეს (ზო­გა­დად კვე­ბას) არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბას აქვს სამ­ზა­რე­უ­ლო თა­ვი­სი მა­ცივ­რით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ჰოს­ტელ­ში მარ­ტი­ვი რა­ღა­ცე­ბი მო­ამ­ზა­დო, თუნ­დაც სა­უზ­მე ან უბ­რა­ლოდ სენდვი­ჩე­ბი, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში გა­სას­ვლე­ლე­ბი იქ­ნე­ბით“ - გან­მარ­ტავს ნა­თია.

თუ სას­ტუმ­როს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვა გი­ჭირთ, მოგ­ზა­უ­რი ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლა­დაც გაძ­ლევთ რჩე­ვას. ნა­თია დე­მეტ­რაშ­ვი­ლის თქმით, ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ გა­რე­უ­ბან­ში სას­ტუმ­რო უფრო იაფი ჯდე­ბა, ვიდ­რე ცენ­ტრში, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში ტრან­სპორ­ტში იმ­დე­ნი იხარ­ჯე­ბა, რომ ისევ ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბა სჯობს, თუმ­ცა ეს მა­ინც ქა­ლა­ქი­დან ან ქვეყ­ნი­დან და მისი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, ამი­ტომ მოგ­ზა­ურ­მა ყვე­ლა წვრილ­მან და მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ უნდა გა­და­ხე­დოს.

გარ­და ამი­სა, სახ­ლის და­ჯავ­შნი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ და­წე­რილ შე­ნიშ­ვნებს გა­და­ხე­დოთ, რად­გან რო­გორც 26 წლის მოგ­ზა­უ­რი გან­მარ­ტავს, შე­იძ­ლე­ბა, სას­ტუმ­რო ცენ­ტრში იყოს, ია­ფიც ღირ­დეს, მაგ­რამ ოთა­ხე­ბი იყოს მო­უვ­ლე­ლი, უხე­ში პერ­სო­ნა­ლი ჰყავ­დეს და მოგ­ზა­უ­რო­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გახ­დეს. ასე­ვე, ბი­ნის და­ჯავ­შნი­სას ყუ­რა­დღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს დე­პო­ზი­ტად თან­ხა ხომ არ მი­აქვს. რო­გორც ნა­თია გან­მარ­ტავს, ზოგი მე­პატ­რო­ნე თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ან ასე­ულ ევ­როს წი­ნას­წარ დე­პო­ზი­ტად იღებს, რომ სახ­ლში რა­ი­მე თუ და­ზი­ან­და, მომ­ხმა­რე­ბელს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან გა­მო­უქ­ვი­თონ, რაც და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტით მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის.

კვე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, მოგ­ზა­უ­რის თქმით, ია­ფად მოგ­ზა­უ­რო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია სწრაფ კვე­ბას­თან. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნა­თია დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კაფე ან რეს­ტო­რა­ნი სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც ძვი­რი ჯდე­ბა, ამი­ტომ თუ და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ტუ­რის და­გეგ­მვა გვსურს, ამის­თვის არ­სე­ბობს ორი ვა­რი­ან­ტი: სახ­ლში მო­ვამ­ზა­დოთ მარ­ტი­ვი სა­დი­ლე­ბი (მა­გა­ლი­თად, გა­რეთ წა­სა­ღე­ბი სენდვი­ჩე­ბი), ან ვიკ­ვე­ბოთ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მოგ­ზა­უ­რის თქმით, და­ბა­ლი ფა­სე­ბის მქო­ნე რეს­ტო­რა­ნი ყველ­გან მო­ი­ძებ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ ეს არ იქ­ნე­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. ცენ­ტრის­გან მო­შო­რე­ბით კაფე ან რეს­ტო­რა­ნი ყო­ველ­თვის ბევ­რად იაფი და ჩემ­თვის გემ­რი­ე­ლი­ცაა,“ - აღ­ნიშ­ნავს მოგ­ზა­უ­რი.

ევ­რო­პა­ში ტრან­სპორ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, თუმ­ცა ქა­ლა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხის და­ზოგ­ვის სხვა­დას­ხვა არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს მოგ­ზა­ურს. კერ­ძოდ, რამ­დე­ნი­მე ბი­ლე­თის ერ­თად შე­ძე­ნა, რაც უფრო იაფი გა­მო­დის, ერ­თკვი­რი­ა­ნი ან რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი თან­ხის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მთა­ვა­რია, ეს ბა­რა­თი ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის კარს აღებ­დეს.

თუ მუ­ზე­უ­მე­ბის ნახ­ვა­საც გეგ­მავთ, თან­ხის და­სა­ზო­გად ე.წ „მუ­ზე­უმ პასი“ უნდა შე­ი­ძი­ნოთ. ნა­თია დე­მეტ­რაშ­ვი­ლის თქმით, მისი მეშ­ვე­ო­ბით მეტ თან­ხას და­ზო­გა­ვენ, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე გა­დახ­დით.

სუ­ვე­ნი­რე­ბი

თუ და­ბა­ლი ბი­უ­ჯე­ტით მოგ­ზა­უ­რო­ბა გსურთ, მაგ­რამ ახ­ლობ­ლებს სა­ჩუქ­რე­ბი უნდა ჩა­მო­უ­ტა­ნოთ, ნა­თია დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გვირ­ჩევს, რომ სუ­ვე­ნი­რე­ბი ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში, მა­გა­ლი­თად, ეი­ფე­ლის კოშკთან არ უნდა შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გან მო­შო­რე­ბით, არა­ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში უფრო ია­ფია.

ახალ­გაზ­რდა მოგ­ზა­უ­რებ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ის ქა­ლა­ქე­ბიც და­ა­სა­ხე­ლეს, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რი და­უჯ­დათ. თე­მოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ბარ­სე­ლო­ნაა, რად­გან ვი­ზი­ტი ივ­ლი­სის ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­გეგ­მა და ყვე­ლა­ფერ­ში თით­ქმის სამ­მა­გი, ზოგ­ჯერ კი რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, ათ­მა­გი გა­და­ი­ხა­და.

ნა­თი­ას გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქა­ლა­ქებს შო­რის პა­რი­ზი და ამ­სტერ­და­მი ახ­სენ­დე­ბა, სა­დაც, მისი თქმით, ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან

როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან

მათ, ვისაც მოგზაურობა ძალიან უნდა, თუმცა ზუსტად არ იცის, მცირე ბიუჯეტი როგორ გაანაწილოს, რჩევა აუცილებლად უნდა ჰკითხოს გამოცდილ მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვთ ნანახი და დაბალი ბიუჯეტითაც უმოგზაურიათ.

ბილეთების, კვების, ტრანსპორტირებისა და დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს მკითხველს რეკომენდაციებს ორი გამოცდილი მოგზაური აძლევს.

თემო მაჩიტიძე წლებია აქტიურად მოგზაურობს. ის 24 წლისაა და უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი. ამბობს, რომ მაგალითად, კვიპროსზე 5 დღის განმავლობაში ცხოვრება იმდენად იაფი - 150 ევრო დაუჯდა, თვითონაც გაოცებული დარჩა. ყველაფერთან ერთად, სუვენირებიც კი შეიძინა.

სეზონი

თემოს რჩევით, მოგზაურობა იაფი რომ დაგვიჯდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ სეზონი.

„მართალია, არსებობს ადგილები, სადაც იაფად ვერასდროს ვერ ვიმოგზაურებთ, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურიად დაბალი ფასების პოვნა მაინც შეიძლება მოხერხდეს. ზოგადად, შემოდგომის ბოლო, ზამთარი და გაზაფხულის პირველი ნახევარი ყველაზე იაფი სეზონებია, თუმცა პერიოდის არჩევა აქაც საჭიროა და ქვეყანასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს, როცა შობაა და იანვრის დასაწყისში უკვე ახალი წელი, მოგზაურობა ყველაზე ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია. შობა-ახალი წლის პერიოდში ყველა სადღაც - ზოგი ოჯახთან, ზოგი პირიქით, ოჯახისგან შორს მიდის, რაც ფასების აწევას იწვევს.

დაბალი ფასები დამოკიდებულია იმაზეც, თუ ტურს რამდენი ხნით ადრე ვგეგმავთ. ზოგადად, ადრე დაგეგმვა კარგია, თუმცა ზედმეტად ადრეც არ ვარგა, მქონია შემთხვევა, როცა ნაადრევად ნაყიდი ბილეთი ნახევარ ფასში მინახავს, რაც არც ისე კარგი შეგრძნება იყო,“ - ისხენებს ის.

თემო მაჩიტიძის თქმით, კარგი ავიაკომპანიის შერჩევაში ვებ-გვერდი kiwi.com ეხმარება, თუმცა აქ ბილეთები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდებზე, შესაბამისად, kiwi.com-ს უფრო მარშრუტების დასაგეგმად იყენებს, ვიდრე ბილეთების შესაძენად.

„უკვე არსებული პირდაპირი რეისების შედარებით იაფად პოვნა momondo.com-ზეა შესაძლებელი. საცხოვრებლად ყველაზე იაფი და კარგი ვარიანტების პოვნა couchsurfing.com-ზე შეიძლება, ყველა ქვეყანაში მოიძებნება არაერთი ადამიანი, ვისაც სახლში ზედმეტი საწოლი უდგას და უსასყიდლოდ უზიარებს სხვებს“ - აღნიშნავს ის.

თუ სახლში სადილის მომზადებაში დროის დაკარგვა არ გსურთ, თემო მაჩიტიძის გამოცდილებით ყველაზე კარგი ვარიანტია სწრაფი კვების ობიექტები, კერძოდ, „მაკდონალდსი,“ სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში საკვები ყველაზე იაფად იყიდება.

26 წლის ნათია დემეტრაშვილი უკვე 5 წელია მოგზაურობს და 10 ქვეყანაშია ნამყოფი, დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის კარგი გამოცდილებაც დააგროვა და მზადაა, რჩევები დამწყებ მოგზაურებს გაუზიაროს.

ბილეთების შეძენა

ნათიას განმარტებით, არსებობს გავრცელებული "რჩევა", რომ ავიაკომპანიის ბილეთებს რაც უფრო ადრე იყიდი, თანხებს უფრო დაზოგავ, ამიტომ ხშირად 4-6 თვით ადრე იძენენ ხოლმე ბილეთებს. თუმცა, მისი დაკვირვებით, იგივე ბილეთები, იმავე თარიღსა და მიმართულებაზე 4-6 კვირით ადრე უფრო იაფია. გარდა ამისა, ტურისტულ სეზონზე, მაგალითად, ზაფხულში დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა შეუძლებელია.

„მიუხედავად ამისა, როცა საქმე ავიაკომპანიას ეხება, ასე თუ ისე ყველაფერი მაინც გამართლებაზეა, მაგრამ მგონი იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბილეთის ყიდვა რამდენიმე დღით ადრე არ შეიძლება, როცა იაფად მოგზაურობა გვინდა,“ - გვეუბნება ნათია.

დაბინავება

რაც შეეხება საცხოვრებელს, ახალგაზრდა მოგზაურის რჩევით, ხშირად სასტუმროზე იაფი ბინის დაქირავება გამოდის, რაც, ნათიას თქმით, გარდა იმისა, რომ უფრო კომფორტულია, საშუალებას გაძლევს, თანხა დაზოგო კვებაში, რაც მოგზაურობის დროს არც თუ ისე ცოტა ჯდება.

„იაფად მოგზაურობასთან ჩემთვის ყოველთვის ჰოსტელი ასოცირდება. ერთი და იგივე ადგილზე არსებული ჰოსტელისა და სასტუმროს ფასი აუცილებლად განსხვავდება და ჰოსტელი ბევრად იაფია ხოლმე. გარდა ამისა, ჰოსტელს ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზება შეუძლია, მხოლოდ დასაძინებელი ადგილის ან ერთი ოთახის, რომელშიც მხოლოდ შენ იქნები, რაც მოგზაურობისას თანმდევი თავგადასავლებისა და სასიამოვნო მოგონებების რიცხვს აორმაგებს. თუ უცხო ხალხთან ერთად ძილი არცთუ ისე კარგ იდეად გეჩვენება, შეგიძლია, პირად ნომერში დაბინავდე.

სასტუმროსგან განსხვავებით ჰოსტელები ხშირად საუზმეს (ზოგადად კვებას) არ ითვალისწინებს, მაგრამ უმეტესობას აქვს სამზარეულო თავისი მაცივრით, რაც საშუალებას გაძლევს, ჰოსტელში მარტივი რაღაცები მოამზადო, თუნდაც საუზმე ან უბრალოდ სენდვიჩები, როდესაც ქალაქში გასასვლელები იქნებით“ - განმარტავს ნათია.

თუ სასტუმროს ადგილმდებარეობის შერჩევა გიჭირთ, მოგზაური ამ პრობლემის აღმოსაფხვრელადაც გაძლევთ რჩევას. ნათია დემეტრაშვილის თქმით, ხშირად ჰგონიათ, რომ გარეუბანში სასტუმრო უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრში, თუმცა საბოლოო ჯამში ტრანსპორტში იმდენი იხარჯება, რომ ისევ ცენტრში ცხოვრება სჯობს, თუმცა ეს მაინც ქალაქიდან ან ქვეყნიდან და მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასებიდან გამომდინარეა, ამიტომ მოგზაურმა ყველა წვრილმან და მნიშვნელოვან ინფორმაციას წინასწარ უნდა გადახედოს.

გარდა ამისა, სახლის დაჯავშნისას აუცილებელია, მომხმარებლების მიერ დაწერილ შენიშვნებს გადახედოთ, რადგან როგორც 26 წლის მოგზაური განმარტავს, შეიძლება, სასტუმრო ცენტრში იყოს, იაფიც ღირდეს, მაგრამ ოთახები იყოს მოუვლელი, უხეში პერსონალი ჰყავდეს და მოგზაურობა არასასიამოვნო გახდეს. ასევე, ბინის დაჯავშნისას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ ბინის მეპატრონეს დეპოზიტად თანხა ხომ არ მიაქვს. როგორც ნათია განმარტავს, ზოგი მეპატრონე თავის დაზღვევის მიზნით რამდენიმე ათეულ ან ასეულ ევროს წინასწარ დეპოზიტად იღებს, რომ სახლში რაიმე თუ დაზიანდა, მომხმარებელს მიყენებული ზარალი აღნიშნული თანხიდან გამოუქვითონ, რაც დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის დროს სახარბიელო არ არის.

კვება

რაც შეეხება კვებას, მოგზაურის თქმით, იაფად მოგზაურობა პირდაპირ კავშირშია სწრაფ კვებასთან. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ნათია დემეტრაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი კაფე ან რესტორანი საბოლოო ჯამში მაინც ძვირი ჯდება, ამიტომ თუ დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა გვსურს, ამისთვის არსებობს ორი ვარიანტი: სახლში მოვამზადოთ მარტივი სადილები (მაგალითად, გარეთ წასაღები სენდვიჩები), ან ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტებში. მიუხედავად ამისა, მოგზაურის თქმით, დაბალი ფასების მქონე რესტორანი ყველგან მოიძებნება, უბრალოდ ეს არ იქნება ქალაქის ცენტრში. ცენტრისგან მოშორებით კაფე ან რესტორანი ყოველთვის ბევრად იაფი და ჩემთვის გემრიელიცაა,“ - აღნიშნავს მოგზაური.

ევროპაში ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ქალაქების უმეტესობა თანხის დაზოგვის სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს მოგზაურს. კერძოდ, რამდენიმე ბილეთის ერთად შეძენა, რაც უფრო იაფი გამოდის, ერთკვირიანი ან რამდენიმედღიანი სამგზავრო ბარათები საკმაოდ ბევრი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა, მთავარია, ეს ბარათი ქალაქში არსებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარს აღებდეს.

თუ მუზეუმების ნახვასაც გეგმავთ, თანხის დასაზოგად ე.წ „მუზეუმ პასი“ უნდა შეიძინოთ. ნათია დემეტრაშვილის თქმით, მისი მეშვეობით მეტ თანხას დაზოგავენ, ვიდრე ცალ-ცალკე გადახდით.

სუვენირები

თუ დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობა გსურთ, მაგრამ ახლობლებს საჩუქრები უნდა ჩამოუტანოთ, ნათია დემეტრაშვილი გვირჩევს, რომ სუვენირები ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, ეიფელის კოშკთან არ უნდა შევიძინოთ, რადგან მოშორებით, არატურისტულ ადგილებში უფრო იაფია.

ახალგაზრდა მოგზაურებმა ჩვენთან საუბარში ის ქალაქებიც დაასახელეს, სადაც მოგზაურობა ყველაზე ძვირი დაუჯდათ. თემოს შემთხვევაში ეს ბარსელონაა, რადგან ვიზიტი ივლისის ბოლოს რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და ყველაფერში თითქმის სამმაგი, ზოგჯერ კი როგორც თავად იხსენებს, ათმაგი გადაიხადა.

ნათიას გამოცდილებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის პარიზი და ამსტერდამი ახსენდება, სადაც, მისი თქმით, ცხოვრება საკმაოდ ძვირია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ