სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა
ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა

პო­ლი­ცი­ას კლუ­ბებ­ში ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ჰქონ­და - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი იყი­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

“ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უ­ბა­რი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ ჩა­ა­ტა­რა პო­ლი­ცი­ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კლუ­ბებ­ში მა­შინ, როცა და­კა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის და­კა­ვე­ბა კლუ­ბე­ბის გა­რეთ მოხ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი და ლე­გი­ტი­მუ­რი იყოს, მაგ­რამ ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­კა­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი ცოტა ხნით რომ და­ვი­ვი­წყოთ და ვიმ­სჯე­ლოთ იმა­ზე, ჰქონ­და თუ არა პო­ლი­ცი­ას კლუ­ბებ­ში ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შემ­დეგ მი­ზეზ­თა გამო: - ამ კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი იყი­დე­ბო­და, გა­ყიდ­ვის არა­ერ­თი ფაქ­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ვი­დეო-მა­სა­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გად იხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ნარ­კო­ტი­კე­ბი იყი­დე­ბო­და მათ შო­რის “ბა­სი­ან­სა“ და გა­ლე­რი­ში“, სა­დაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან აქეთ მაქვს კი­თხვა, ნე­ბის­მი­ერ ნორ­მა­ლურ პო­ლი­ცი­ელს და სა­მარ­თალ­დამ­ცავს, რო­მელ­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რომ კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ყი­დი­ან, უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა თუ არა კლუბ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა - ჩხრე­კა? პა­სუ­ხი არის ერ­თა­დერ­თი და ცალ­სა­ხა: - დიახ, ჩხრე­კა უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ეს იყო ლე­გი­ტი­მუ­რი და პო­ლი­ცია კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­და. ჩხრე­კა უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწო­რედ მა­შინ, როცა ივენ­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან ეს იყოს ის დრო, როცა კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყი­დე­ბო­და“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კლუ­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კლუბ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი დაც­ვის უფ­რო­სი, რო­მე­ლიც გა­სა­ღე­ბა­ში ერთი-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რია.

“კლუ­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - 34 ლო­კა­ცი­ი­დან. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა და ის თუ რა ტი­პის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, ამას და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ“, - აღ­ნიშ­ნა მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა

ნათია მეზვრიშვილი - "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკები იყიდებოდა

პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა - მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყოს ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბშია დაკავებული დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთი-ერთი ბრალდებული პირია.

“კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება და ის თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამას დამატებით გაცნობებთ“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ