სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე
შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ორი ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ უნდა და­ვა­დას­ტუ­როთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი ფაქ­ტი. რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა ზუს­ტად დად­გინ­დეს რა ვი­თა­რე­ბა­ში და რის გამო დად­გა ეს ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მიმ­დი­ნა­რე­ობს ისეთ ფორ­მატ­ში, რომ ის გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა ვერ­სი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დად­გეს შე­დე­გი. კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით ერთი რო­მე­ლი­მე ვერ­სი­ით. ჩვენ გვაქვს სამ­წუ­ხა­რო, ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი, რო­მელ­საც სრუ­ლად მოვ­ფენთ ნა­თელს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში" - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვებგ­ვერდს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ონ­ლა­ინ შე­ძე­ნა, მი­ნის­ტრმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ასე­თი ვებ-გვერ­დი დაბ­ლოკ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არ­სე­ბობს.

"ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მსგავ­სი სა­ი­ტი არ­სე­ბობს. მე­ო­რე, ამ სა­იტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თან ერ­თად უკვე ვი­მუ­შა­ვეთ და ეს სა­ი­ტი დავბლო­კეთ. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა გზა, გვერ­დის ავ­ლით იგი­ვე სა­იტ­ზე მოხ­ვედ­რის. ჩვენ ამ პრო­ცეს­ში ვართ დღე­საც. იმ ელექტრო­ნუ­ლი სივ­რცის, სა­დაც მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა, სრუ­ლად გა­კონ­ტრო­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ჩვენ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­დის, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა გვაქვს, ისე­ვე, რო­გორც ამ სა­იტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას­თან ერ­თად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლო­კეთ ეს სა­ი­ტი. ამ სა­ი­ტის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი დაბ­ლო­კი­ლია, თუმ­ცა ხდე­ბა გვერ­დის ავ­ლით, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ამ სა­იტ­ზე მოხ­ვედ­რა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.

"სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში" - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ვებგვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებ-გვერდი დაბლოკვების მიუხედავად, მაინც არსებობს.

"ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია.

თუმცა, მიუხედავად ამისა ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. მინდა მოგახსენოთ, რომ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა", - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს