სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი სომ­ხეთ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ერე­ვან­ში არა­კა­ნო­ნი­ე­რი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი და ჯგუ­ფე­ბი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის წი­ნაღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ. სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი კვლავ აცხა­დებს, რომ ეს ხალ­ხი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თვალ­ყუ­რის ქვეშ არი­ან“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სა­დაზ­ვერ­ვო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად.

დღეს ერე­ვან­ში პო­ლი­ცი­ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი და­ა­კა­ვა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ა­ში და­ა­ზუს­ტეს, რომ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი, არა­რატ მირ­ზო­ი­ა­ნი და სა­სუნ მი­ქა­ე­ლი­ა­ნი არა და­ა­კა­ვეს, არა­მედ იძუ­ლე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნეს დე­მონ­სტრან­ტე­ბის რი­გე­ბი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„ერევანში არაკანონიერი აქციების ფონზე სხვადასხვა პირები და ჯგუფები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულებს ამზადებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კვლავ აცხადებს, რომ ეს ხალხი და მათი მხარდამჭერები სპეცსამსახურების თვალყურის ქვეშ არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ შესაბამისი ოპერატიულ-სადაზვერვო ზომების მიღება ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

დღეს ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"