ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ლევან ტოგონიძის ადგილზე გაგა კირკიტაძე დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, გაგა კირკიტაძე თანამშრომლებს ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.
მას წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. იგი 2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი იყო.
განხორციელებულ საკადრო ცვლილებას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა პოზიციაზე გადაიყვანეს ქვემო ქართლის პოლიციის ახლა უკვე ყოფილი უფროსი ლევან ტოგონიძე.