პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომლის სრული ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა
წიგნი, რომლის სრული ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა

თა­მარ მეფე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა იყო. ახლა კი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე, უპ­რე­ცე­დენ­ტოა სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის "თა­მარ მე­ფის" გა­ყიდ­ვე­ბი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა წიგ­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­უშ­ვა გა­ყიდ­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი წიგ­ნის ყიდ­ვის მსურ­ვე­ლებს, პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლებს უწევ­დათ, რად­გან ტი­რა­ჟი უკვე სრუ­ლად იყო გა­ყი­დუ­ლი.

სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "ელვა მარ­კე­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლის და­ვით ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი მო­თხოვ­ნა მას არ­ცერთ წიგნ­ზე არ ახ­სოვს.

"მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღეს, სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გავ­ყი­დე. თუმ­ცა, ჩემი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. იმ დღეს­ვე დავ­რე­კე გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და შეკ­ვე­თის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ უარი მი­ვი­ღე, რად­გან წიგ­ნი ყვე­ლა ჯი­ხურ­ში ასე­თი წარ­მა­ტე­ბით გა­ყი­დუ­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "თა­მარ მეფე" მე­ო­რე ტი­რა­ჟით გა­მო­ვა და კი­დევ ვა­პი­რებ მის აღე­ბას. მახ­სოვს წლე­ბის წინ," 50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი იყო, მაგ­რამ "თა­მარ მე­ფემ" ყო­ველ­გვა­რი რე­კორ­დი მოხ­სნა," - გან­მარ­ტავს და­ვით ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ებ­ზე არა­ერ­თი წიგ­ნი გა­მო­ცე­მუ­ლა, თუმ­ცა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 28 მე­ფეს "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" 24 ტო­მე­ულ­ში აერ­თი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. გა­მო­ცე­მე­ბის ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა ამა თუ იმ ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მე­ფე­ე­ბის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ზე ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა.

და მა­ინც, რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი "თა­მარ მეფე"? ამ კი­თხვით პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს ჯაბა სა­მუ­ში­ას მივ­მარ­თეთ.

"ეს არის როინ მეტ­რე­ვე­ლის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაშ­რო­მი, რო­მელ­ზეც ავ­ტო­რი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და. როინ მეტ­რე­ველ­მა მე-20 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში და­ი­წყო თა­მარ მე­ფის ის­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. მისი კვლე­ვის პირ­ვე­ლი სტა­ტი­ის თემა იყო თა­მარ მეფე ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ავ­ტორ­ზე შე­ტე­ვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლურ გა­ზე­თებ­ში და ამას­ვე შე­ე­წი­რა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის მო­ად­გი­ლემ ია­კოვ­ლევ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი იმ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც "მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კებ­ში" მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ სი­ა­ში როინ მეტ­რე­ვე­ლი და უშან­გი სი­და­მო­ნი­ძე მოხ­ვდნენ. ამის შემ­დეგ მან თა­მა­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი და­ა­ნე­ბა და მხო­ლოდ 80-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა ნაშ­რო­მი. სწო­რედ ამ წიგ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პულ­რუ­ლი ვა­რი­ან­ტია "პა­ლიტ­რა L-ის" გა­მო­ცე­მა "თა­მარ მეფე". წიგ­ნის ენა ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი და მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლია. ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­თხოვ­ნა. სე­რი­ის 24 წიგ­ნი­დან 17 სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის იწე­რე­ბა. მათ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­კო­სე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს სან­დო წიგ­ნებს, რო­მელ­შიც ეჭვი არა­ვის შე­ე­პა­რე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­გან­ძუ­რია" - გან­მარ­ტავს სა­მუ­შია.

ნაშ­რომ­ში სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი თა­მა­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა, პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნის ის­ტო­რია, შამ­ქო­რი­სა და ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლე­ბი, თა­მა­რი ხალ­ხურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში, იმ პე­რი­ო­დის ხალ­ხის ყოფა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბა. ეპო­ქის ყვე­ლა დე­ტა­ლი ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

წიგ­ნის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და დიდი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­და­წყვი­ტა, "თა­მარ მეფე" მე­ო­რე ტი­რა­ჟით გა­მო­უშ­ვას. "პა­ლიტ­რა L-ის" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნა­თია მეტ­რე­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის სე­რი­ის მე­ო­რე ტომ­თან ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

"ვე­ლო­დით, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბის ახალ პრო­ექტს - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი" მკი­თხვე­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა წიგ­ნის და­ბეჭდ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ასეთ­მა მა­ღალ აქ­ტი­ვო­ბამ და სულ სამ დღე­ში ტი­რა­ჟის სრუ­ლად გა­ყიდ­ვამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მკი­თხვე­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი არ წყდე­ბა, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ მი­ე­ცეთ წიგ­ნის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მკი­თხვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, "თა­მარ მე­ფეს" ტი­რა­ჟი ხე­ლახ­ლა დავ­ბეჭ­დოთ, რო­მე­ლიც სე­რი­ის მე­ო­რე ტომ­თან ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. გვი­ხა­რია, რომ მკი­თხვე­ლებ­ში ასე­თი ინ­ტე­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის მი­მართ, თა­ნაც წიგნ­ში სულ სხვა კუ­თხი­თაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც შე­საძ­ლოა ადრე მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და და ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დით. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა მკი­თხვე­ლებ­ში სე­რი­ის მი­მართ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ინ­ტე­რე­სი," - გან­მარ­ტავს ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი.

წიგ­ნის მე­ო­რე ტი­რა­ჟით გა­მოს­ვლას მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი. მათ შო­რი­საა 20 წლის დათო კი­პა­რო­ი­ძეც, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და აღ­ნიშ­ნულ სე­რი­ას მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს.

"მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მამა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას მი­კი­თხავ­და. ის­ტო­რი­ის სიყ­ვა­რუ­ლი მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­შიც გა­მომ­ყვა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ერთი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქი. არ არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი ქარ­თველ მე­ფე­ებ­ზე, სა­დაც მათი ბი­ოგ­რა­ფია პო­პუ­ლა­რულ ენა­ზეა გად­მო­ცე­მუ­ლი. "პა­ლიტ­რა L"-მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. სე­რი­ის ყვე­ლა წიგ­ნის ყიდ­ვას ვა­პი­რებ," - ამ­ბობს დათო კი­პა­რო­ი­ძე.

"თა­მარ მეფე" 26 თე­ბერ­ვალს სე­რი­ის მე­ო­რე ტომ­თან ერ­თად ბაგ­რატ III-სთან ერ­თად გა­მო­ვა. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად მისი ფასი 5,5 ლარი იქ­ნე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წიგნი, რომლის სრული ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა

წიგნი, რომლის სრული ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა

თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იყო. ახლა კი, საუკუნეების შემდეგ, ასევე, უპრეცედენტოა სამეცნიერო-პოპულარული წიგნის "თამარ მეფის" გაყიდვები. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა წიგნი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაუშვა გაყიდვაში, რამდენიმე დღეში კი წიგნის ყიდვის მსურველებს, პრესის ჯიხურების დატოვება იმედგაცრუებულებს უწევდათ, რადგან ტირაჟი უკვე სრულად იყო გაყიდული.

საბურთალოს ქუჩაზე მდებარე "ელვა მარკეტის" წარმომადგენლის დავით ჩერქეზიშვილის თქმით, მსგავსი მოთხოვნა მას არცერთ წიგნზე არ ახსოვს.

"მიღებული რაოდენობა პირველივე დღეს, სულ რაღაც რამდენიმე საათში გავყიდე. თუმცა, ჩემი ერთგული მომხმარებლების უზრუნველყოფა ვერ მოვახერხე. იმ დღესვე დავრეკე გამომცემლობაში და შეკვეთის გაორმაგება მოვითხოვე, მაგრამ უარი მივიღე, რადგან წიგნი ყველა ჯიხურში ასეთი წარმატებით გაყიდულა. როგორც ამბობენ, "თამარ მეფე" მეორე ტირაჟით გამოვა და კიდევ ვაპირებ მის აღებას. მახსოვს წლების წინ," 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მეტად მოთხოვნადი იყო, მაგრამ "თამარ მეფემ" ყოველგვარი რეკორდი მოხსნა," - განმარტავს დავით ჩერქეზიშვილი.

საქართველოს მეფეებზე არაერთი წიგნი გამოცემულა, თუმცა "პალიტრა L"-ის პროექტი, რომელიც საქართველოს 28 მეფეს "ქართველი მეფეების" 24 ტომეულში აერთიანებს, განსაკუთრებულია. გამოცემების ფარგლებში, მკითხველი გაეცნობა ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სერიაზე ცნობილ მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა.

და მაინც, რით არის გამორჩეული სერიის პირველი წიგნი "თამარ მეფე"? ამ კითხვით პროექტის მენეჯერს ჯაბა სამუშიას მივმართეთ.

"ეს არის როინ მეტრეველის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელზეც ავტორი ათწლეულების მანძილზე მუშაობდა. როინ მეტრეველმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო თამარ მეფის ისტორიაზე მუშაობა. მისი კვლევის პირველი სტატიის თემა იყო თამარ მეფე ხალხურ შემოქმედებაში. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ავტორზე შეტევა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებში და ამასვე შეეწირა მისი პოლიტიკური მოღვაწეობა.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური განყოფილების გამგის მოადგილემ იაკოვლევმა გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი იმ მეცნიერების მიმართ, რომლებიც "მოძმე რესპუბლიკებში" მოღვაწეობდნენ და მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება ეროვნული საკითხები იყო. საქართველოდან ამ სიაში როინ მეტრეველი და უშანგი სიდამონიძე მოხვდნენ. ამის შემდეგ მან თამარის ბიოგრაფიაზე მუშაობას, ფაქტობრივად, თავი დაანება და მხოლოდ 80-იან წლებში გამოჩნდა ნაშრომი. სწორედ ამ წიგნის სამეცნიერო-პოპულრული ვარიანტია "პალიტრა L-ის" გამოცემა "თამარ მეფე". წიგნის ენა ყველასთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელია. ამანაც განაპირობა ასეთი უპრეცედენტო მოთხოვნა. სერიის 24 წიგნიდან 17 სპეციალურად პროექტისთვის იწერება. მათზე თანამედროვე აკადემიკოსები და პროფესორები მუშაობენ. შედეგად საზოგადოება მიიღებს სანდო წიგნებს, რომელშიც ეჭვი არავის შეეპარება. ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიის საგანძურია" - განმარტავს სამუშია.

ნაშრომში საინტერესოდაა გადმოცემული თამარის მოღვაწეობა, პარლამენტის შექმნის ისტორია, შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, თამარი ხალხურ წარმოდგენებში, იმ პერიოდის ხალხის ყოფა, ადმინისტრაციული მოწყობა. ეპოქის ყველა დეტალი ყველასთვის გასაგებადაა გადმოცემული.

წიგნის მაღალი ღირებულებისა და დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, "თამარ მეფე" მეორე ტირაჟით გამოუშვას. "პალიტრა L-ის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მეტრეველის განმარტებით, ის სერიის მეორე ტომთან ერთად გაიყიდება.

"ველოდით, რომ გამომცემლობის ახალ პროექტს - "ქართველი მეფეები" მკითხველი ინტერესით ელოდებოდა, თუმცა წიგნის დაბეჭდვიდან რამდენიმე საათში ასეთმა მაღალ აქტივობამ და სულ სამ დღეში ტირაჟის სრულად გაყიდვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გამომცემლობაში მკითხველების სატელეფონო ზარები არ წყდება, რომლებიც ითხოვენ მიეცეთ წიგნის ყიდვის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მკითხველების ინტერესებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, "თამარ მეფეს" ტირაჟი ხელახლა დავბეჭდოთ, რომელიც სერიის მეორე ტომთან ერთად გაიყიდება. გვიხარია, რომ მკითხველებში ასეთი ინტერესია საქართველოს მეფეების მიმართ, თანაც წიგნში სულ სხვა კუთხითაა შემოთავაზებული ფაქტები, რომლებზეც შესაძლოა ადრე მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია გვქონდა და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შესაძლოა, სწორედ ამანაც განაპირობა მკითხველებში სერიის მიმართ ასეთი მასშტაბური ინტერესი," - განმარტავს ნათია მეტრეველი.

წიგნის მეორე ტირაჟით გამოსვლას მოუთმენლად ელოდება საზოგადოების დიდი ნაწილი. მათ შორისაა 20 წლის დათო კიპაროიძეც, რომელიც ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს და აღნიშნულ სერიას მისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს.

"მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა საქართველოს ისტორიას მიკითხავდა. ისტორიის სიყვარული მოზრდილობის ასაკშიც გამომყვა. თუმცა ყოველთვის ერთი პრობლემის წინაშე ვიდექი. არ არსებობს წიგნები ქართველ მეფეებზე, სადაც მათი ბიოგრაფია პოპულარულ ენაზეა გადმოცემული. "პალიტრა L"-მა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადა. სერიის ყველა წიგნის ყიდვას ვაპირებ," - ამბობს დათო კიპაროიძე.

"თამარ მეფე" 26 თებერვალს სერიის მეორე ტომთან ერთად ბაგრატ III-სთან ერთად გამოვა. "კვირის პალიტრასთან" ერთად მისი ფასი 5,5 ლარი იქნება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს