სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელტონ ჯონი საქართველოში, შესაძლოა, წელსაც არ ჩამოვიდეს
ელტონ ჯონი საქართველოში, შესაძლოა, წელსაც არ ჩამოვიდეს

ბრი­ტა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, მომ­ღერ­ლი­სა და პი­ა­ნის­ტის ელ­ტონ ჯო­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი შე­საძ­ლოა, ისევ არ ჩა­ტარ­დეს.

გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მი­რო­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ტონ ჯონი ჯან­მრთე­ლო­ბის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მსოფ­ლიო ქვეყ­ნებ­ში და­გეგ­მილ გას­ტრო­ლებს წყვეტს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 70 წლის მუ­სი­კო­სი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კონ­ცერ­ტე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "უახ­ლო­ეს დრო­ში" გა­ა­კე­თებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს ელ­ტონ ჯონ­მა 12 დღე სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­ა­ტა­რა მას შემ­დეგ, რაც სამ­ხრე­თაფ­რი­კუ­ლი ტურ­ნეს დროს "სა­ხი­ფა­თო და იშ­ვი­ა­თი" ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია გა­და­ე­დო.

ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ბრი­ტა­ნელ მომ­ღე­რალს გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­შიც შე­ექ­მნა, რო­დე­საც ის ჩი­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბრუნ­დე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტი შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­ი­დო. გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა ივ­ნის­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" გა­ნუ­ცხა­დეს, კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბის ან გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ მათ­თვის ამ ეტაპ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის უც­ნო­ბე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ტონ ჯო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნას და კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" პრო­ექ­ტი "სოლო" ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ელტონ ჯონი საქართველოში, შესაძლოა, წელსაც არ ჩამოვიდეს

ელტონ ჯონი საქართველოში, შესაძლოა, წელსაც არ ჩამოვიდეს

ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს.

გამოცემა "დეილი მირორის" ინფორმაციით, ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

გამოცემის ინფორმაციით, 70 წლის მუსიკოსი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტების შეწყვეტის შესახებ განცხადებას "უახლოეს დროში" გააკეთებს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ელტონ ჯონმა 12 დღე სტაციონარში გაატარა მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკული ტურნეს დროს "სახიფათო და იშვიათი" ბაქტერიული ინფექცია გადაედო.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრიტანელ მომღერალს გასული წლის აპრილშიც შეექმნა, როდესაც ის ჩილეში გამართული კონცერტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო. გაიმართება თუ არა ივნისში დაგეგმილი კონცერტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, კონცერტის გადადების ან გაუქმების შესახებ მათთვის ამ ეტაპზე ოფიციალურად არავის უცნობებია.

საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოყვანას და კონცერტის ორგანიზებას "საქართველოს ბანკის" პროექტი "სოლო" ხელმძღვანელობს.

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

საქართველოში, შესაძლოა, Hollywood-ის რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე