მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები
ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები

მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­ლა­ხეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის მო­გე­ბის მიზ­ნით, ბი­ჭებ­მა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სივ­რცე და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მათ საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე აა­ლა­პა­რა­კეს.

ბე­ჭე­დი "შავი ყუ­თით"

ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ, ყვე­ლა­ზე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ცო­ლო­ბის თხოვ­ნის ის­ტო­რი­ებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუ­ბის "რა? სად? რო­დის?" გმი­რე­ბის ამ­ბით და­ვი­წყებ. ანი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ძა­ბულ თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. წამ­ყვან­მა დარ­ბაზ­ში "შავი ყუ­თის" შე­მო­ტა­ნა მო­ი­თხო­ვა და კი­თხვა გა­მო­ა­ცხა­და: "ის რაც დევს შავ ყუთ­ში პირ­ვე­ლად 1300 წელს გა­მო­ი­ყე­ნა ეს­პა­ნელ­მა ექიმ­მა და ალ­ქი­მი­კოს­მა არ­ნოლდ ვი­ლა­ნო­ველ­მა, რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნო­პო­ლი­ას მის წარ­მო­ე­ბა­ზე მხო­ლოდ ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი ფლობ­დნენ, ამი­ტომ სა­ხელ­წო­დე­ბა ჰო­ლან­დი­უ­რი ენი­დან მო­დის, 1640 წლი­დან მას ძი­რი­თა­დად მცე­ნა­რე ჰე­ლი­ოტ­რო­პის­გან ამ­ზა­დებ­დნენ. რა დევს შავ ყუთ­ში?" - იკი­თხა წამ­ყვან­მა. რამ­დე­ნი­მე წუთი და­ძა­ბუ­ლი ფიქ­რის შემ­დეგ, ანი მარ­და­ლე­იშ­ვილ­მა კი­თხვას უპა­სუ­ხა - "ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი", მაგ­რამ ყუთ­ში სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი აღ­მოჩ­ნდა. ალექ­სან­დრემ ანის ხელი ეთერ­ში თხო­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ანი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი: "ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა იცო­და, ჩვენ­მა ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რებ­მაც არ იცოდ­ნენ ამ გეგ­მის შე­სა­ხებ, მათ შო­რის მა­თაც, ვინც მა­გი­დას­თან იჯდა. იცო­და მხო­ლოდ გი­ორ­გი იაშ­ვილ­მა და ბა­ტონ­მა წამ­ყვან­მა გი­ორ­გი მო­სი­ძემ, რო­მე­ლიც იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჩემი ძმაც და ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად შეძ­ლო ეს გეგ­მა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და არ მო­სუ­ლი­ყო ხმა ჩე­მამ­დე. კი­თხვაც თვი­თონ მო­ი­ფიქ­რა, სცე­ნა­რიც. იმ მო­მენ­ტში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ლაკ­მუ­სი იყო სწო­რი პა­სუ­ხი და ყუთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ეს იქ­ნე­ბო­და. ლო­გი­კუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თა­მა­ში და ესე არა­ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ. და­ვი­ბე­ნი თა­ვი­დან, თუმ­ცა უცებ მო­ვა­ხერ­ხე რე­ა­გი­რე­ბა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დიდ­ხანს ვიხ­სე­ნებ­დი ამ მო­მენტს. ვი­დეო რომ ვნა­ხე, გვერ­დი­დან შევ­ხე­დე ჩემ თავს და მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ა­ნაც არ დავ­ბნე­ულ­ვარ. სა­ერ­თოდ თა­მა­შის დროს ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ხარ და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ზო­და­გად, ძა­ლი­ან მტი­რა­ლა ვარ, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში ცრემ­ლე­ბი არ წა­მომ­სვლია. შე­იძ­ლე­ბა სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ იქ თავი შე­ვი­კა­ვე თა­მა­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ხე­ლის თხოვ­ნა ზღვის დო­ნი­დან 2 000 მეტრზე

გუ­და­ურ­ში სე­ზო­ნის და­ხურ­ვა­ზე წა­სუ­ლი მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა­სა­გან გას­ხვა­ვე­ბუ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი ხე­ლის თხოვ­ნის დამ­სწრე­ნი გახ­დნენ. ერ­თმა­ნე­თის­გან სი­ურპრი­ზე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი წყვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს მიჩ­ვე­უ­ლი იყო, თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან ასეთ არა­ორ­დი­ნა­ლურ ქცე­ვას თე­ო­ნა ჩა­ჩუა ნამ­დვი­ლად არ ელო­და. გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მა. მე­გობ­რე­ბი, ვი­დეო და ფოტო გა­და­ღე­ბის­თვის მო­ემ­ზად­ნენ, ზღვის დო­ნი­დან 2 000 მეტრზე ტექ­ნი­კა აი­ტა­ნეს, მფრი­ნავ დრონს ბე­ჭე­დი გა­მო­ა­ბეს და შემ­დეგ რაც მოხ­და, ამას უკვე თა­ვად გი­ორ­გი გი­ამ­ბობთ:

იხი­ლეთ ვი­დეო

"მე­გობ­რე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ხა­ტავ­დნენ, პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით უნდა დაგ­ვე­წე­რა ძა­ლი­ან დიდი ტექ­სტი და ის უნდა გა­დაგ­ვე­ღო დრო­ნით, შემ­დეგ თე­ო­ნას­თვის უნდა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, უბ­რა­ლოდ ისე­თი ქარ­ბუ­ქი და თოვა ამო­ვარ­და, რომ გეგ­მე­ბი შეგ­ვეც­ვა­ლა. ჩა­მოვ­კი­დეთ ტექ­სტი, სა­დაც ეწე­რა Marry Me. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი. ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იყო, იმი­ტომ, რომ გუ­და­უ­რი 2 000-3 000 მეტრზეა ზღვის დო­ნი­დან. ზე­მოთ ვი­ყა­ვით ხი­ჟი­ნა­ში, რო­მე­ლიც მე­ო­რე სა­ბა­გი­როს ზე­მოთ მდე­ბა­რე­ობს და ყვე­ლაფ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოგ­ვიხ­და ხი­ჟი­ნამ­დე, თან ყვე­ლა ვსრი­ა­ლებ­დით. სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­და...

თე­ო­ნა ამ დროს გო­გო­ებ­თან ერ­თად ხი­ჟი­ნა­ში იჯდა, ბი­ჭე­ბი გა­რეთ გა­ვე­დით, ეგო­ნა, რომ სას­რი­ა­ლოდ წა­ვე­დით. ტე­ლე­ფონ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და თა­ვის დას, თან კა­მე­რა ქონ­და ჩარ­თუ­ლი, ამ დროს იმ ფან­ჯა­რას­თან, სა­დაც იჯდა თე­ო­ნა მიფ­რინ­და დრო­ნი, რო­მელ­ზეც ეკი­და წარ­წე­რა Marry Me. და­ი­ნა­ხა თე­ო­ნამ და ვერ მიხ­ვდა, თან ელა­პა­რა­კე­ბა თა­ვის დას და თან გა­მო­დის ტე­ლე­ფო­ნით და აჩ­ვე­ნებს ნახე გა­რეთ რა ხდე­ბაო, გი­ორ­გიმ რა­ღაც მო­ა­წყოო, შემ­დეგ უკვე მიხ­ვდა, ხალ­ხი რომ შე­მო­ეხ­ვია ირ­გვლივ და მე­ო­რე დრონ­მა და­ი­წყო ჩა­მოფ­რე­ნა, რო­მელ­საც ბე­ჭე­დი ქონ­და გა­მობ­მუ­ლი..."

ცხად­ში ახ­დე­ნი­ლი სიზ­მა­რი

შეყ­ვა­რე­ბულს სიზ­მა­რი მო­უყ­ვა, ქორ­წი­ლი პირ­და­პირ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მქონ­დაო. აქე­დან დიდი დრო არ გა­სუ­ლა, რომ მის­მა რჩე­ულ­მა სიზ­მა­რი ცხა­დად უქ­ცია. თე­ატ­რის სიყ­ვა­რულ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა თა­მუ­ნა ჯა­ლა­ღა­ნია და გი­ორ­გი მან­ძუ­ლაშ­ვი­ლი. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ბიჭ­მა გო­გოს ხელი პირ­და­პირ სცე­ნი­დან თხო­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

თა­მუ­ნა ჯა­ლა­ღა­ნია: დი­ლას გა­ვა­ცი­ლე გი­ორ­გი, ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ო­და. მერე ისე მოხ­და, რომ დე­და­ჩემ­მა დამ­პა­ტი­ჟა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და წა­ვე­დით. ვი­ცო­დი, რომ გი­ორ­გი აქ არ იყო და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სა­ღა­მოს წა­ვე­დი თე­ატ­რში. სპექ­ტაკლს ვუ­ყუ­რე და მსა­ხი­ო­ბე­ბის "პაკ­ლო­ნის" შემ­დეგ ჯერ რე­ჟი­სო­რი გა­მო­ვი­და, პა­ტა­რა შე­სა­ვა­ლი გა­ა­კე­თა, თე­ატ­რში ასე­თი რამ ჯერ არ მომ­ხდა­რაო. აზ­რზე ვერ მო­ვე­დი რა ხდე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ ნა­ხე­ვა­რი არ მახ­სოვს იმ­დე­ნად ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი, გა­ვი­და რე­ჟი­სო­რი და კუ­ლი­სე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი მან­ძუ­ლაშ­ვი­ლი - მა­შინ მივ­ხვდი რაც ხდე­ბო­და. მერე მთა­ვა­რი შე­მო­სას­ვლე­ლი­დან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბებ­მაც იცოდ­ნენ გი­ორ­გის ჩა­ნა­ფიქ­რის შე­სა­ხებ. ამის შემ­დეგ უკვე სცე­ნა­ზე ამიყ­ვა­ნა და პირ­და­პირ სცე­ნა­ზე მთხო­ვა ხელი. მო­საც­დელ­ში უკვე გაშ­ლი­ლი იყო პა­ტა­რა სუფ­რა, რომ ყვე­ლას ერ­თად აღგ­ვე­ნიშ­ნა.

რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმი­დან დიდ წვე­უ­ლე­ბამ­დე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს გას­ცდა და ევ­რო­პა­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. წყვი­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი და მშვი­დი ვახ­შა­მი უეც­რად დიდ წვე­უ­ლე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. სა­ლო­მე ფან­ჩუ­ლი­ძე მო­გიყ­ვე­ბათ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მის­მა რჩე­ულ­მა თა­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა­ზე მთე­ლი თბი­ლი­სი აე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა.

სა­ლო­მე ფან­ჩუ­ლი­ძე: "ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი 2 წლის წინ და­ი­წყო, მე­გო­ბარ­თან შევ­ხვდით და თა­ვი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნე­თი. ლა­პა­რა­კი იყო ქორ­წილ­ზე, უნდა და­ვე­ნიშ­ნე, მაგ­რამ არ გვინ­დო­და ზამ­თარ­ში და ზა­ფხუ­ლის­კენ გა­დავ­დოთთ­ქო ვი­ძახ­დით, შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ე­წყო სი­ურპრი­ზი. ეჭვი არ მქო­ნია, იმი­ტომ, რომ ნიშ­ნო­ბა უნდა გა­დაგ­ვე­დო და უნდა ყო­ფი­ლი­ყო ზა­ფხულ­ში. ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მინ­დო­და, რომ ჩემ­თან ამო­სუ­ლი­ყო, და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, რომ ჩემს მშობ­ლებს გა­იც­ნობ­და, შემ­დეგ ჩემს მშობ­ლებს, მის მშობ­ლებს გა­ვაც­ნობ­დით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე... თა­ვის დას­თან და ჩემ დას­თან ერ­თად მო­ა­წყო ცო­ლო­ბის თხოვ­ნა.

ყვე­ლა­ფე­რი ესე და­ი­წყო: ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო და წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ჩვენ ორნი. წინა და­ბა­დე­ბის დღეც ასე აღ­ვნიშ­ნეთ. მისი ნა­ჩუ­ქა­რი წი­თე­ლი კაბა ჩა­ვიც­ვი, თურ­მე ესეც წი­ნას­წარ ჰქონ­და გათ­ვლი­ლი. ვვახ­შმო­ბით, ვსა­უბ­რობთ და უცებ მუ­სი­კამ იმა­ტა, გა­ვი­ხე­დე და შე­მო­ი­ტა­ნეს დიდი ყუთი გა­ბან­ტუ­ლი, უცებ გად­მოხ­ტა ჩემი მე­გო­ბა­რი ფო­ტოგ­რა­ფი და მერე მივ­ხვდი რაც ხდე­ბო­და. ყუთი გავ­ხსე­ნი და ამოფ­რინ­და იქი­დან წი­თე­ლი ბუშ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ბე­ჭე­დი იყო გა­მობ­მუ­ლი. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ვი­დეო ჩვენს მე­გობ­რებს გა­ვუ­ზი­ა­რეთ უბ­რა­ლოდ, არც ვე­ლო­დით, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და..."

სი­ურპრი­ზი პირ­და­პირ ეთერ­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გოგო - შავ­ფა­რო­სა­ნი მა­რი­ტა ბიბ­ლა­ია ამა­ვე დროს ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რეა. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან და­იბ­ნა და სა­ხე­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბის ემო­ცი­ე­ბიც ვერ და­მა­ლა, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბულ­მა - ნიკა ფა­ლი­ან­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ცო­ლო­ბა თხო­ვა. ინ­ტუ­ი­ცი­ის გრძნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­რი­ტა, ამ სი­ურპრიზს ვერ მიხ­ვდა. მის­მა რჩე­ულ­მა შეძ­ლო გა­ე­ო­ცე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ამორ­ძა­ლი ქალი და ისიც სა­ჯა­როდ და­თან­ხმდა ცო­ლად გა­ყო­ლა­ზე.

ნიკა ფა­ლი­ა­ნი: დიდი ხანი ვგეგ­მავ­დი ხე­ლის თხოვ­ნას, მაგ­რამ ეს იდეა გაჩ­ნდა წინა დღეს და მა­შინ­ვე შე­ვას­რუ­ლე. სა­ერ­თოდ არ ელო­და. შო­კი­ვით იყო. ზო­გა­დად ისე­თი ტი­პია, რომ ად­ვი­ლად ხვდე­ბა სი­ურპრი­ზებს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ისე გა­ვა­კე­თეთ, რომ სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დით მის თე­მა­ზე და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვე­დი მეც. მა­რი­ტა არის შავ­ფა­რო­სა­ნი, ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ფე­დე­რე­ცი­ის წევ­რი და ამას­თან და­კავ­შრე­ბით მი­იწ­ვი­ეს გა­და­ცე­მა­ში, მე რო­გორც მისი საქმრო, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რა აზ­რის ვარ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. ცო­ლო­ბის თხოვ­ნის ესე­თი იდეა მო­მა­წო­და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ, წამ­ყვანს შე­ვუ­თან­ხმდი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­ო­რე დღეს პრო­დი­უ­სერ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ეს თემა, დავ­გეგ­მეთ ყვე­ლა­ფე­რი და მო­ვიყ­ვა­ნეთ სის­რუ­ლე­ში..."

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები

ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები

მეგობრების დახმარებით ტექნიკური სირთულეები გადალახეს და საყვარელი ადამიანის გულის მოგების მიზნით, ბიჭებმა ქართული ტელესივრცე და სოციალური ქსელი მათ საგმირო საქმეებზე აალაპარაკეს.

ბეჭედი "შავი ყუთით"

ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ყველაზე არაორდინალური ცოლობის თხოვნის ისტორიებს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" გმირების ამბით დავიწყებ. ანი მარდალეიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე დაძაბულ თამაშში მონაწილეობდნენ. წამყვანმა დარბაზში "შავი ყუთის" შემოტანა მოითხოვა და კითხვა გამოაცხადა: "ის რაც დევს შავ ყუთში პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არნოლდ ვილანოველმა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე მხოლოდ ჰოლანდიელები ფლობდნენ, ამიტომ სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის, 1640 წლიდან მას ძირითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებდნენ. რა დევს შავ ყუთში?" - იკითხა წამყვანმა. რამდენიმე წუთი დაძაბული ფიქრის შემდეგ, ანი მარდალეიშვილმა კითხვას უპასუხა - "ლაკმუსის ქაღალდი", მაგრამ ყუთში საქორწინო ბეჭედი აღმოჩნდა. ალექსანდრემ ანის ხელი ეთერში თხოვა.

იხილეთ ვიდეო

ანი მარდალეიშვილი: "ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, ჩვენმა ძალიან ახლო მეგობრებმაც არ იცოდნენ ამ გეგმის შესახებ, მათ შორის მათაც, ვინც მაგიდასთან იჯდა. იცოდა მხოლოდ გიორგი იაშვილმა და ბატონმა წამყვანმა გიორგი მოსიძემ, რომელიც იდეის განხორციელებაში დაეხმარა. დარბაზში იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაც და ყველასთვის მოულოდნელი იყო. მაქსიმალურად კონსპირაციულად შეძლო ეს გეგმა განეხორციელებინა და არ მოსულიყო ხმა ჩემამდე. კითხვაც თვითონ მოიფიქრა, სცენარიც. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაკმუსი იყო სწორი პასუხი და ყუთში აუცილებლად ეს იქნებოდა. ლოგიკურად, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა თამაში და ესე არალოგიკურად დასრულდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ. დავიბენი თავიდან, თუმცა უცებ მოვახერხე რეაგირება. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი, შემდეგ დიდხანს ვიხსენებდი ამ მომენტს. ვიდეო რომ ვნახე, გვერდიდან შევხედე ჩემ თავს და მივხვდი, რომ ძალიანაც არ დავბნეულვარ. საერთოდ თამაშის დროს ძალიან დაძაბული ხარ და მობილიზებული. ზოდაგად, ძალიან მტირალა ვარ, მაგრამ იმ მომენტში ცრემლები არ წამომსვლია. შეიძლება სხვა სიტუაციაში კიდევ უფრო ემოციური ვყოფილიყავი, მაგრამ იქ თავი შევიკავე თამაშიდან გამომდინარე.

ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე

გუდაურში სეზონის დახურვაზე წასული მეგობრები, ყველასაგან გასხვავებული და კრეატიული ხელის თხოვნის დამსწრენი გახდნენ. ერთმანეთისგან სიურპრიზებით განებივრებული წყვილი მოულოდნელობებს მიჩვეული იყო, თუმცა შეყვარებულისგან ასეთ არაორდინალურ ქცევას თეონა ჩაჩუა ნამდვილად არ ელოდა. გიორგი დანელიამ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. მეგობრები, ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის მოემზადნენ, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე ტექნიკა აიტანეს, მფრინავ დრონს ბეჭედი გამოაბეს და შემდეგ რაც მოხდა, ამას უკვე თავად გიორგი გიამბობთ:

იხილეთ ვიდეო

"მეგობრები წამოვიდნენ, რომლებიც ხატავდნენ, პულივიზატორით უნდა დაგვეწერა ძალიან დიდი ტექსტი და ის უნდა გადაგვეღო დრონით, შემდეგ თეონასთვის უნდა გვეჩვენებინა, უბრალოდ ისეთი ქარბუქი და თოვა ამოვარდა, რომ გეგმები შეგვეცვალა. ჩამოვკიდეთ ტექსტი, სადაც ეწერა Marry Me. მეგობრების დახმარებით მოვახერხე ეს ყველაფერი. ტექნიკურად რთული შესასრულებელი იყო, იმიტომ, რომ გუდაური 2 000-3 000 მეტრზეა ზღვის დონიდან. ზემოთ ვიყავით ხიჟინაში, რომელიც მეორე საბაგიროს ზემოთ მდებარეობს და ყველაფრის ტრანსპორტირება მოგვიხდა ხიჟინამდე, თან ყველა ვსრიალებდით. სერიოზული მუშაობა დაგვჭირდა...

თეონა ამ დროს გოგოებთან ერთად ხიჟინაში იჯდა, ბიჭები გარეთ გავედით, ეგონა, რომ სასრიალოდ წავედით. ტელეფონზე ელაპარაკებოდა თავის დას, თან კამერა ქონდა ჩართული, ამ დროს იმ ფანჯარასთან, სადაც იჯდა თეონა მიფრინდა დრონი, რომელზეც ეკიდა წარწერა Marry Me. დაინახა თეონამ და ვერ მიხვდა, თან ელაპარაკება თავის დას და თან გამოდის ტელეფონით და აჩვენებს ნახე გარეთ რა ხდებაო, გიორგიმ რაღაც მოაწყოო, შემდეგ უკვე მიხვდა, ხალხი რომ შემოეხვია ირგვლივ და მეორე დრონმა დაიწყო ჩამოფრენა, რომელსაც ბეჭედი ქონდა გამობმული..."

ცხადში ახდენილი სიზმარი

შეყვარებულს სიზმარი მოუყვა, ქორწილი პირდაპირ თეატრის სცენაზე მქონდაო. აქედან დიდი დრო არ გასულა, რომ მისმა რჩეულმა სიზმარი ცხადად უქცია. თეატრის სიყვარულმა გააერთიანა თამუნა ჯალაღანია და გიორგი მანძულაშვილი. მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში პირველად ბიჭმა გოგოს ხელი პირდაპირ სცენიდან თხოვა.

იხილეთ ვიდეო

თამუნა ჯალაღანია: დილას გავაცილე გიორგი, ქალაქიდან გადიოდა. მერე ისე მოხდა, რომ დედაჩემმა დამპატიჟა მარჯანიშვილის თეატრში და წავედით. ვიცოდი, რომ გიორგი აქ არ იყო და ჩვეულებრივად საღამოს წავედი თეატრში. სპექტაკლს ვუყურე და მსახიობების "პაკლონის" შემდეგ ჯერ რეჟისორი გამოვიდა, პატარა შესავალი გააკეთა, თეატრში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. სიმართლე გითხრათ ნახევარი არ მახსოვს იმდენად ემოციებში ვიყავი, გავიდა რეჟისორი და კულისებიდან გამოიყვანა ჩემი შეყვარებული გიორგი მანძულაშვილი - მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. მერე მთავარი შემოსასვლელიდან ჩვენი მეგობრები და ნათესავები შემოვიდნენ. მსახიობებმაც იცოდნენ გიორგის ჩანაფიქრის შესახებ. ამის შემდეგ უკვე სცენაზე ამიყვანა და პირდაპირ სცენაზე მთხოვა ხელი. მოსაცდელში უკვე გაშლილი იყო პატარა სუფრა, რომ ყველას ერთად აღგვენიშნა.

რომანტიკული ვახშმიდან დიდ წვეულებამდე

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სოციალური მედიის ქართველ მომხმარებლებს გასცდა და ევროპაშიც ძალიან პოპულარული გახდა. წყვილის რომანტიკული და მშვიდი ვახშამი უეცრად დიდ წვეულებაში გადაიზარდა. სალომე ფანჩულიძე მოგიყვებათ, როგორ მოახერხა მისმა რჩეულმა თავის ორიგინალურობაზე მთელი თბილისი აელაპარაკებინა.

სალომე ფანჩულიძე: "ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, მეგობართან შევხვდით და თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. ლაპარაკი იყო ქორწილზე, უნდა დავენიშნე, მაგრამ არ გვინდოდა ზამთარში და ზაფხულისკენ გადავდოთთქო ვიძახდით, შემდეგ გადაწყვიტა დაბადების დღეზე მოეწყო სიურპრიზი. ეჭვი არ მქონია, იმიტომ, რომ ნიშნობა უნდა გადაგვედო და უნდა ყოფილიყო ზაფხულში. ძალიან მოულოდნელი იყო. მინდოდა, რომ ჩემთან ამოსულიყო, დაგეგმილი გვქონდა, რომ ჩემს მშობლებს გაიცნობდა, შემდეგ ჩემს მშობლებს, მის მშობლებს გავაცნობდით, როგორც ხდება ხოლმე... თავის დასთან და ჩემ დასთან ერთად მოაწყო ცოლობის თხოვნა.

ყველაფერი ესე დაიწყო: ჩვეულებრივად ჩემი დაბადების დღე იყო და წავედით სავახშმოდ ჩვენ ორნი. წინა დაბადების დღეც ასე აღვნიშნეთ. მისი ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი, თურმე ესეც წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ვვახშმობით, ვსაუბრობთ და უცებ მუსიკამ იმატა, გავიხედე და შემოიტანეს დიდი ყუთი გაბანტული, უცებ გადმოხტა ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი და მერე მივხვდი რაც ხდებოდა. ყუთი გავხსენი და ამოფრინდა იქიდან წითელი ბუშტები, რომელზეც ბეჭედი იყო გამობმული. ძალიან გამიხარდა. ვიდეო ჩვენს მეგობრებს გავუზიარეთ უბრალოდ, არც ველოდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა..."

სიურპრიზი პირდაპირ ეთერში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გოგო - შავფაროსანი მარიტა ბიბლაია ამავე დროს ყველაზე ემოციური და მგრძნობიარეა. მოულოდნელობისგან დაიბნა და სახეზე ბედნიერების ემოციებიც ვერ დამალა, როდესაც შეყვარებულმა - ნიკა ფალიანმა პირდაპირ ეთერში ცოლობა თხოვა. ინტუიციის გრძნობით გამორჩეული მარიტა, ამ სიურპრიზს ვერ მიხვდა. მისმა რჩეულმა შეძლო გაეოცებინა ქართველი ამორძალი ქალი და ისიც საჯაროდ დათანხმდა ცოლად გაყოლაზე.

ნიკა ფალიანი: დიდი ხანი ვგეგმავდი ხელის თხოვნას, მაგრამ ეს იდეა გაჩნდა წინა დღეს და მაშინვე შევასრულე. საერთოდ არ ელოდა. შოკივით იყო. ზოგადად ისეთი ტიპია, რომ ადვილად ხვდება სიურპრიზებს, მაგრამ ამჯერად ისე გავაკეთეთ, რომ სტუდიაში მივედით მის თემაზე და მისგან გამომდინარე მივედი მეც. მარიტა არის შავფაროსანი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერეციის წევრი და ამასთან დაკავშრებით მიიწვიეს გადაცემაში, მე როგორც მისი საქმრო, მომავალი მეუღლე რა აზრის ვარ ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ცოლობის თხოვნის ესეთი იდეა მომაწოდა ჩემმა მეგობარმა გიორგი დანელიამ, წამყვანს შევუთანხმდი ამასთან დაკავშირებით. მეორე დღეს პროდიუსერთან ერთად გავიარეთ ეს თემა, დავგეგმეთ ყველაფერი და მოვიყვანეთ სისრულეში..."

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა