სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს სკოლების დირექტორები
რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს სკოლების დირექტორები

სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა მი­ნის­ტრის პროგ­რა­მა­ში ხვდე­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, პე­რი­ო­დუ­ლად ხელ­ფა­სის ზრდას­თან ერ­თად, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა თუ არა გა­ნათ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხი სკო­ლებ­ში.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლე­ბის დი­რექ­ტორ­თა ხელ­ფა­სე­ბი და რო­გო­რია მათი ოდე­ნო­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ცი­ის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რად­გან მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ჯა­რო სკო­ლის ძი­რი­თად შე­მო­სა­ვალს, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ვა­უ­ჩე­რი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და კო­მუ­ნა­ლურ და სხვა მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯებს ფა­რავს.

რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტე­რი­უ­მებს, დი­რექ­ტორ­თა ხელ­ფა­სე­ბის გან­სა­ზღვრა ასე ხდე­ბა:

1. თუ სკო­ლა­ში 40 მოს­წავ­ლე­ზე ნაკ­ლე­ბია, ამ შემ­თხვე­ვა­ში დი­რექ­ტო­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა 480 ლარს შე­ად­გენს,

2. თუ სკო­ლა­ში 1 000 და მეტი მოს­წავ­ლეა, ამ შემ­თხვე­ვა­ში დი­რექ­ტო­რის ხელ­ფა­სი 1300-2100 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

უწყე­ბის ცნო­ბით, დი­რექ­ტორს საშ­ტა­ტო გან­რი­გი­სა და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის გან­სა­ზღვრა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნა შე­უძ­ლია:

"სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო სკო­ლა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ხი­თაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან შე­თან­ხმე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, სკო­ლის საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი გან­სა­ზღვროს და შე­სა­თან­ხმებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გი­ნოს," - გან­მარ­ტა­ვენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს სკოლების დირექტორები

რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს სკოლების დირექტორები

სკოლების ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება განათლებისა და მეცნიერების თითქმის ყველა მინისტრის პროგრამაში ხვდება, თუმცა საკითხავია, პერიოდულად ხელფასის ზრდასთან ერთად, უმჯობესდება თუ არა განათლებისა და უსაფრთხოების ხარისხი სკოლებში.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება საქართველოს სკოლების დირექტორთა ხელფასები და როგორია მათი ოდენობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექციის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე, რადგან მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს, სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერი წარმოადგენს, რომელიც მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებასა და კომუნალურ და სხვა მიმდინარე ხარჯებს ფარავს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, დირექტორთა ხელფასების განსაზღვრა ასე ხდება:

1. თუ სკოლაში 40 მოსწავლეზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში დირექტორის ანაზღაურება 480 ლარს შეადგენს,

2. თუ სკოლაში 1 000 და მეტი მოსწავლეა, ამ შემთხვევაში დირექტორის ხელფასი 1300-2100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

უწყების ცნობით, დირექტორს საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა შეუძლია:

"საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახითაა დაფუძნებული, აქედან გამომდინარე, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, სკოლის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი განსაზღვროს და შესათანხმებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინოს," - განმარტავენ სამინისტროში.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი