მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას
ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

გა­მარ­ჯო­ბა გუ­რამ. შენ მე არ მიც­ნობ ან რა­ტომ უნდა მიც­ნობ­დე, მე ხომ ერთი რი­გი­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი­დან, ვინც შენ გი­ჭერს მხარს. გუ­რამ, მინ­და გი­თხრა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ იმ ფაქ­ტით, რომ ჩემი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის წევ­რი ხარ. ვა­მა­ყობ იმი­თაც, რომ ჩემი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი ღირ­სე­უ­ლად გა­გაქვს მსოფ­ლი­ო­ში და ბევ­რმა სწო­რედ მას მერე გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­დე­საც შენი თა­მა­ში ნახა.

ამ ბოლო დროს, ძა­ლი­ან ბევ­რი უმი­ზე­ზო ლან­ძღვა შეგ­ხვდა, იმის გამო რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­ბი­ჯი გა­დად­გი. სამ­წუ­ხა­როა, რომ შენ ამ ნა­ბიჯს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზოგ­მა ისიც კი თქვა - კა­ში­ამ ქვე­ყა­ნა შე­არ­ცხვი­ნაო, არა­და ამ ხალ­ხს არ გახ­სე­ნე­ბი­ხარ, მა­შინ როცა ჰო­ლან­დი­ის თა­სის მო­გე­ბას ქარ­თუ­ლი დრო­შით ზე­ი­მობ­დი, არც მა­შინ ახ­სოვ­დი, რო­დე­საც ეროვ­ნულ გუნდში თავი არა­სო­დეს და­გი­ზო­გავს და ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლად თა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ხომ იცი, გვიყ­ვარს ქარ­თვე­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხალ­ხის ჯიჯგვნა. ჩვენ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას და იმას ვინც მი­აღ­წია, რა­ღაც ფორ­მით ხომ უნდა გა­და­ვუ­ა­როთ?! ჰოდა მოგდგნენ შენ, იმის ნაც­ვლად გა­ხა­რე­ბო­დათ, რომ მთელ­მა ჰო­ლან­დი­ამ გა­ი­გო - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტა­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ეუბ­ნე­ბა არას!

კა­ში­ამ, ქარ­თულ ფეხ­ბურთს შე­უ­არ­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნაო, ლგბტ ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი, კა­პიტ­ნის სამ­კლა­უ­რი გა­ი­კე­თაო - ამას წერს ხალ­ხი, ვინც წლე­ბია ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის თა­მაშს არ დას­წრე­ბია (არა­ფერს ვამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შებ­ზე), ეროვ­ნულ გუნ­დზე რომ ჰკი­თხო რამე, გე­ტყვი­ან - უჰ, მკვდრე­ბი არი­ან, მა­გათ თა­მაშ­ზე რა წა­მიყ­ვან­სო, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის თა­მაშს რომ ჩარ­თავს და მათი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მა­ნე­რით ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. ჰოდა, აი ეს ხალ­ხი ამ­ბობს, რომ შენ მი­ა­ყე­ნე შე­უ­რა­ცხყო­ფა ქარ­თულ ფეხ­ბურთს.

გუ­რამ, ბევ­რი წელი გავა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შენ მსგავ­სად ბევ­რი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ეტყვის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას უარს, ხვალ-ზეგ შე­იძ­ლე­ბა ისევ გა­ლან­ძღონ ამის მთქმე­ლე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო, რო­დე­საც ყვე­ლა ერ­თად ვი­ტყვით ამ "არას". წლე­ბის მერე, შე­იძ­ლე­ბა შენი ეს ნა­ბი­ჯი არა­ვის ახ­სოვ­დეს, მით უფრო არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბა ის ხალ­ხი, ვინც ამ ნა­ბი­ჯის გამო გლან­ძღა, მაგ­რამ გუ­რამ კა­შია, რო­გორც კარ­გი სპორ­ტსმე­ნი, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში!

მალე, ნო­ემ­ბერ­ში ეროვ­ნულ გუნდს აქვს თა­მა­ში. არ ვიცი შენ (შე­ნო­ბით ფორ­მა­ზე ისე გა­და­ვე­დი, თქვე­ნო­ბით არც მო­მი­მარ­თავს. რა­ტომ­ღაც საყ­ვა­რელ სპორ­ტსმე­ნებს თქვე­ნო­ბით არ მი­მარ­თა­ვენ და მეც ამი­ტომ მო­ვი­ქე­ცი ასე) ითა­მა­შებ თუ არა, ძა­ლი­ან მინ­და რომ ითა­მა­შო, რად­გან მინ­და ნახო, რომ მლან­ძღვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან და სტა­დი­ონ­ზე გა­მო­სუ­ლი გუ­რამ კა­შია გულ­შე­მატ­კივ­რი­სა­გან ისევ იმ სიყ­ვა­რულს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც აქამ­დე იღებ­და!

გუ­რამ, ახლა და­გემ­შვი­დო­ბე­ბი, არ ვიცი წა­ი­კი­თხავ თუ არა ამ წე­რილს, მაგ­რამ თუ წა­ი­კი­თხავ იცო­დე, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი და სა­მა­გა­ლი­თო სპორ­ტსმე­ნი ხარ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ერთი რი­გი­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი - ლადო გო­გო­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას

ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას

ლადო გოგოლაძის ბლოგი

გამარჯობა გურამ. შენ მე არ მიცნობ ან რატომ უნდა მიცნობდე, მე ხომ ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც შენ გიჭერს მხარს. გურამ, მინდა გითხრა, ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრი ხარ. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი ქვეყნის სახელი ღირსეულად გაგაქვს მსოფლიოში და ბევრმა სწორედ მას მერე გაიგო საქართველოს შესახებ, როდესაც შენი თამაში ნახა.

ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი უმიზეზო ლანძღვა შეგხვდა, იმის გამო რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგი. სამწუხაროა, რომ შენ ამ ნაბიჯს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ისიც კი თქვა - კაშიამ ქვეყანა შეარცხვინაო, არადა ამ ხალხს არ გახსენებიხარ, მაშინ როცა ჰოლანდიის თასის მოგებას ქართული დროშით ზეიმობდი, არც მაშინ ახსოვდი, როდესაც ეროვნულ გუნდში თავი არასოდეს დაგიზოგავს და ბოლომდე ერთგულად თამაშობდი, მაგრამ ხომ იცი, გვიყვარს ქართველებს წარმატებული ხალხის ჯიჯგვნა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და იმას ვინც მიაღწია, რაღაც ფორმით ხომ უნდა გადავუაროთ?! ჰოდა მოგდგნენ შენ, იმის ნაცვლად გახარებოდათ, რომ მთელმა ჰოლანდიამ გაიგო - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი დისკრიმინაციას ეუბნება არას!

კაშიამ, ქართულ ფეხბურთს შეუარცხყოფა მიაყენაო, ლგბტ ფერებში გადაწყვეტილი, კაპიტნის სამკლაური გაიკეთაო - ამას წერს ხალხი, ვინც წლებია ეროვნული გუნდის თამაშს არ დასწრებია (არაფერს ვამბობს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე), ეროვნულ გუნდზე რომ ჰკითხო რამე, გეტყვიან - უჰ, მკვდრები არიან, მაგათ თამაშზე რა წამიყვანსო, ტელევიზორში რუსეთის ნაკრების თამაშს რომ ჩართავს და მათი საშემსრულებლო მანერით ბედნიერი იქნება. ჰოდა, აი ეს ხალხი ამბობს, რომ შენ მიაყენე შეურაცხყოფა ქართულ ფეხბურთს.

გურამ, ბევრი წელი გავა, დარწმუნებული ვარ, შენ მსგავსად ბევრი ქართველი ფეხბურთელი ეტყვის დისკრიმინაციას უარს, ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გალანძღონ ამის მთქმელები, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ერთად ვიტყვით ამ "არას". წლების მერე, შეიძლება შენი ეს ნაბიჯი არავის ახსოვდეს, მით უფრო არავის ემახსოვრება ის ხალხი, ვინც ამ ნაბიჯის გამო გლანძღა, მაგრამ გურამ კაშია, როგორც კარგი სპორტსმენი, აუცილებლად დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში!

მალე, ნოემბერში ეროვნულ გუნდს აქვს თამაში. არ ვიცი შენ (შენობით ფორმაზე ისე გადავედი, თქვენობით არც მომიმართავს. რატომღაც საყვარელ სპორტსმენებს თქვენობით არ მიმართავენ და მეც ამიტომ მოვიქეცი ასე) ითამაშებ თუ არა, ძალიან მინდა რომ ითამაშო, რადგან მინდა ნახო, რომ მლანძღველები ძალიან ცოტანი არიან და სტადიონზე გამოსული გურამ კაშია გულშემატკივრისაგან ისევ იმ სიყვარულს მიიღებს, რომელსაც აქამდე იღებდა!

გურამ, ახლა დაგემშვიდობები, არ ვიცი წაიკითხავ თუ არა ამ წერილს, მაგრამ თუ წაიკითხავ იცოდე, რომ ძალიან მაგარი და სამაგალითო სპორტსმენი ხარ.

პატივისცემით, ერთი რიგითი გულშემატკივარი - ლადო გოგოლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი