სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება

ანაკ­ლი­ის პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2017 წლის 20 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 12 ოქ­ტომ­ბერს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

"ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა კავ­შირ­თან" შეხ­ვედ­რი­სას ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორტთან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­ჯა­მეს და ქა­ლაქ ანაკ­ლი­ის კონ­ცეფ­ცია და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი წა­რად­გი­ნეს.

"ანაკ­ლი­ის პორ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის პრო­ექ­ტია და მას­ზე მუ­შა­ო­ბით და­ი­წყო ახა­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის­თვის. პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შარ­შან და­ვი­წყეთ და პი­რო­ბა დავ­დეთ, რომ სულ რა­ღაც ერთ წე­ლი­წად­ში უშუ­ა­ლო მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს და­ვი­წყებ­დით. ეს იყო თა­ვა­უ­ღე­ბე­ლი შრო­მის ერთი წელი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო მთე­ლი ჩვე­ნი გუნ­დი, ექ­სპერ­ტე­ბი, სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ის მრა­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც სა­ზღვაო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, გა­რე­მოს შეს­წავ­ლი­სა თუ სხვა სფე­რო­ებ­ში მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან­ნი არი­ან. ჩვენ შევ­ძე­ლით და ამ მას­შტა­ბუ­რი მუ­შა­ო­ბის ხარ­ჯზე, დათ­ქმულ დრო­ში შე­ვას­რუ­ლეთ პი­რო­ბა. ახლა კი პრო­ექ­ტის კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იწყე­ბა, ეს არის უშუ­ა­ლოდ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

მას­თან ერ­თად პორ­ტის პრო­ექ­ტის სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­ჯა­მეს კონ­სორ­ცი­უ­მის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა და "ანაკ­ლია სი­თის" დი­რექ­ტორ­მა ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

2017 წლის დე­კემ­ბერ­ში ანაკ­ლი­ის პორ­ტის სახ­მე­ლე­თო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი 2016 წელს და­ი­წყო და ამ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი:

"ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" შე­არ­ჩია და გა­მო­ავ­ლი­ნა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტო­რი - მსხვი­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია SSA Marine. იგი ასე­ვე ანაკ­ლი­ის პორ­ტის ერთ-ერთი ინ­ვეს­ტო­რი იქ­ნე­ბა.

მომ­ზად­და და დამ­ტკიც­და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. და­ახ­ლო­ე­ბით 600-გვერ­დი­ან დო­კუ­მენტზე 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან" ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია MTBS-ი მუ­შა­ობ­და. გეგ­მა 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა.

და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ქა­ლაქ ანაკ­ლი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "ანაკ­ლია სითი" ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

"ანაკ­ლია სი­თიმ", რო­მე­ლიც 2017 წლის ივ­ნის­ში და­ფუძნ­და, ამ დრო­ი­სათ­ვის უკვე გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი სამ­ხრეთ კო­რე­ის ინ­ჩე­ო­ნის თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას­თან; და­ი­წყო კო­მუ­ნი­კა­ცია 100-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას­თან;

ჩა­ა­ტა­რა ტენ­დე­რი იმ კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ­ლებ­მაც უნდა მო­ამ­ზა­დონ "ანაკ­ლია სი­თის" ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბის კვლე­ვა და გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა.

წამ­ყვან­მა ჰო­ლან­დი­ურ­მა კომ­პა­ნია Van Oord-მა ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ჩა­ა­ტა­რა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­ზღვაო სა­ინ­ჟინ­რო, მათ შო­რის, გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი, ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა კვლე­ვე­ბი. "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" და­ას­რუ­ლა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბის ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი კვლე­ვა.

მომ­ზად­და ანაკ­ლი­ის ნავ­სად­გუ­რის წი­ნას­წა­რი დი­ზა­ი­ნი, რომ­ლის შედ­გე­ნა­შიც კონ­სორ­ცი­უმ­თან ერ­თად ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.

• მომ­ზად­და და დამ­ტკიც­და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა.

• სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­ას­რუ­ლა ანაკ­ლი­ის ნავ­სად­გუ­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოს­ყიდ­ვა.

• მომ­ზად­და ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბის დრო­საც "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" ჩა­ა­ტა­რა 50-ზე მეტი კვლე­ვა პორ­ტი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ფლო­რის, ფა­უ­ნი­სა და სა­ზღვაო ნა­წი­ლის შე­სას­წავ­ლად; სხვა­დას­ხვა დროს გა­მარ­თა სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რე­ბი ზუგ­დიდ­სა და ანაკ­ლი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან; ან­გა­რიშ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო 20-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, მათ შო­რის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩა­ტარ­და ანაკ­ლი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.

„ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.

მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.

„ანაკლია სითიმ“, რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან;

ჩაატარა ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ „ანაკლია სითის“ ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.

წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.

მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.

• მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

• საქართველოს მთავრობამ დაასრულა ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების გამოსყიდვა.

• მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი