სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის

ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ზე ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვებს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან უპა­სუ­ხა. დე­კა­ნო­ზი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, მა­შინ რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილს მის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი გა­მოჰ­ქონ­და. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მან სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლეს გა­ნა­ჩე­ნი წი­ნას­წარ­ვე ჰქონ­და და­წე­რი­ლი.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე. მე­ო­რე სა­კი­თხია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა თუ არა ეს მო­სა­მარ­თლემ. შე­უძ­ლე­ბე­ლია სხდო­მებ­ზე და­იც­ვა თავი და გა­მარ­თლდე, რო­დე­საც გა­ნა­ჩე­ნი სხდო­მე­ბამ­დე წი­ნას­წარ აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი მო­სა­მარ­თლეს. მქონ­და მი­ზე­ზი არ დავ­სწრე­ბო­დი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლამ ნახა, რომ ეს მი­ზე­ზი გა­მარ­თლდა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ.

დე­კა­ნო­ზის თქმით, არც სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის იმე­დი აქვს.

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლო დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნავს მა­მა­ლა­ძე.

ამას­თან, დე­კა­ნო­ზი მი­იჩ­ნევს, რომ მე­უ­ფე ია­კობ­მა და შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­მა მისი და­კა­ვე­ბით "ყვე­ლას მის­ცეს სიგ­ნა­ლი, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს მათი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა". გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მის საქ­მე­ში მე­უ­ფე ია­კო­ბი­სა და შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის კვა­ლი მხო­ლოდ მას არ და­უ­ნა­ხავს და ეს მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა.

"ეს კვა­ლი მხო­ლოდ მე არ და­მი­ნა­ხავს. ამას მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს. ვერ გე­ტყვით, ვის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ კი­დევ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დევ­ნას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ამით ყვე­ლას მის­ცეს სიგ­ნა­ლი, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს მათი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს აგზავნის

ჩვენ მოვახერხეთ სასამართლოზე ჩემი უდანაშაულობის დადასტურება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განუცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა "ინტერპრესნიუსის" კითხვებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან უპასუხა. დეკანოზი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში, მაშინ როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს მის მიმართ განაჩენი გამოჰქონდა. გიორგი მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა, თუმცა მოსამართლეს განაჩენი წინასწარვე ჰქონდა დაწერილი.

"ბუნებრივია, ჩვენ მოვახერხეთ ჩემი უდანაშაულობის დადასტურება სასამართლოზე. მეორე საკითხია, გაითვალისწინა თუ არა ეს მოსამართლემ. შეუძლებელია სხდომებზე დაიცვა თავი და გამართლდე, როდესაც განაჩენი სხდომებამდე წინასწარ აქვს გამოტანილი მოსამართლეს. მქონდა მიზეზი არ დავსწრებოდი განაჩენის გამოცხადებას. საბოლოოდ ყველამ ნახა, რომ ეს მიზეზი გამართლდა", - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზის თქმით, არც საეკლესიო სამართლის იმედი აქვს.

"სამწუხაროდ, საეკლესიო სასამართლო დღეს საქართველოში არ არსებობს", - აღნიშნავს მამალაძე.

ამასთან, დეკანოზი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობმა და შორენა თეთრუაშვილმა მისი დაკავებით "ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა". გიორგი მამალაძე მიიჩნევს, რომ მის საქმეში მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის კვალი მხოლოდ მას არ დაუნახავს და ეს მთელმა საზოგადოებამ იხილა.

"ეს კვალი მხოლოდ მე არ დამინახავს. ამას მთელი საზოგადოება ხედავს. ვერ გეტყვით, ვის მიმართ განახორციელებენ კიდევ ეს ადამიანები დევნას. რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ამით ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა", - განაცხადა მამალაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ