საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"
"ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"

მთავ­რო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ ეს სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერა და ვერ ვი­თარ­დე­ბა.

ამას 2017 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის მო­ნა­ცე­მე­ბიც ადას­ტუ­რებს: წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში სექ­ტო­რის ბრუნ­ვა 635 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 1.5%-ით ნაკ­ლე­ბია, ხოლო მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სექ­ტო­რის მო­ცუ­ლო­ბამ 776 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2.4%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, ვიდ­რე 2016 წელს. ეს იმ ფონ­ზე, როცა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

რა­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამ შე­კი­თხვა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არა­ვის აქვს, რად­გან მი­ზე­ზი უამ­რა­ვია. ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­ოს სა­კი­თხებ­ში, აკა­კი ღლონ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ჩა­მორ­ჩე­ნის მი­ზე­ზი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნეა.

"ეს გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხია, სა­დაც იმ­დე­ნი წვრილ­მა­ნი და მსხვილ­მა­ნი პრობ­ლე­მა იყ­რის თავს, რომ მათი შე­ჯა­მე­ბაც კი რთუ­ლია. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი იმას, რომ ქარ­თვე­ლი გლე­ხი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ზარ­მა­ცია, - ასე არ არის. უბ­რა­ლოდ, მისი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ადა­მი­ან­მა კომ­პი­უ­ტე­რის ჩარ­თვა-გა­მორ­თვა რომ არ იცის, ხომ ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს? ასეა ჩვე­ნი ხალ­ხიც: მას თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის შე­სა­ფე­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა არა აქვს. ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გვყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი აგ­რო­ნო­მე­ბი, ტექ­ნო­ლო­გე­ბი, მე­ქა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ამ სფე­როს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერა და ვერ მო­ხერ­ხდა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია და ეს დარ­გი ვერ იქცა ბიზ­ნე­სად. გლე­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ვის მი­წას მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო წყა­როს მო­სა­პო­ვებ­ლად იყე­ნებს, მას ამ საქ­მი­ა­ნო­ბით არა­ნა­ი­რი მო­გე­ბა არ რჩე­ბა, ამი­ტო­მაც ტო­ვებს თა­ვის სო­ფელს, ან უცხო­ეთ­ში მი­დის, ან დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა", - ამ­ბობს აკა­კი ღლონ­ტი.

გაგ­რძე­ლე­ბა იხი­ლეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"

"ქართველი გლეხის მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა"

მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ ეს სექტორი საქართველოში ვერა და ვერ ვითარდება.

ამას 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებიც ადასტურებს: წლის პირველ კვარტალში სექტორის ბრუნვა 635 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია, ხოლო მეორე კვარტალში სექტორის მოცულობამ 776 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2.4%-ით არის შემცირებული. ამავდროულად, 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობაში უფრო ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2016 წელს. ეს იმ ფონზე, როცა ბოლო სამი წლის განმავლობაში აგრარული სექტორის განვითარების მიზნით დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯა.

რატომ ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა საქართველოში? - ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, რადგან მიზეზი უამრავია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობიოს საკითხებში, აკაკი ღლონტი მიიჩნევს, რომ ჩამორჩენის მიზეზი განათლების დაბალი დონეა.

„ეს გლობალური საკითხია, სადაც იმდენი წვრილმანი და მსხვილმანი პრობლემა იყრის თავს, რომ მათი შეჯამებაც კი რთულია. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ ქართველი გლეხი თავისი ბუნებით ზარმაცია, - ასე არ არის. უბრალოდ, მისი მთავარი პრობლემა ცოდნის ნაკლებობაა. ადამიანმა კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა რომ არ იცის, ხომ ვერ გამოიყენებს? ასეა ჩვენი ხალხიც: მას თანამედროვე ეპოქის შესაფერისი განათლება არა აქვს. ძალიან მცირე რაოდენობით გვყავს კვალიფიციური აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიზატორები. ცოდნის ნაკლებობა ამ სფეროს მთავარი პრობლემაა. ამასთანავე, საქართველოში ვერა და ვერ მოხერხდა სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია და ეს დარგი ვერ იქცა ბიზნესად. გლეხების უმეტესობა თავის მიწას მხოლოდ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად იყენებს, მას ამ საქმიანობით არანაირი მოგება არ რჩება, ამიტომაც ტოვებს თავის სოფელს, ან უცხოეთში მიდის, ან დიდ ქალაქებში, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება“, - ამბობს აკაკი ღლონტი.

გაგრძელება იხილეთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი