პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!
ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!

შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთი ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდეს, - 25 სექ­ტემ­ბერს ერა­ყის ქურ­თის­ტან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად გა­ირ­კვა, რომ რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა 93,7 %-მა ერა­ყი­დან გას­ვლას მხა­რი და­უ­ჭი­რა...

სა­ნამ ქურ­თის­ტა­ნი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს ზე­ი­მობს, ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა - ის პრო­ცესს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნევს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰა­ი­დერ ალ-აბა­დი ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ო­ნულ მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს, ბა­თი­ლად ცნონ შე­დე­გე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას შე­მო­უს­ხდნენ... რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტმა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბის გაგ­ზავ­ნის თხოვ­ნით მი­მარ­თა იმ რე­გი­ო­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ქურ­თის­ტა­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონ­ში არ შე­დის, თუმ­ცა, რე­ფე­რენ­დუ­მი მა­ინც ჩა­ტარ­და...

ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და ერა­ყის მთავ­რო­ბას კი­დევ ერთი რამ აქვთ გა­სარ­კვე­ვი, - მათ შო­რის სა­და­ვო თე­მებ­სა და ტე­რი­ტო­რი­ებს შო­რის ნავ­თო­ბით მდი­და­რი ქა­ლა­ქი ქირ­ქუ­ქი მოხ­ვდა... შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის" ცნო­ბით, ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მო­უ­წო­და, ჯარი გა­აგ­ზავ­ნოს ქირ­ქუ­ქის რე­გი­ონ­ში და მის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ებ­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­როს... პა­სუ­ხად, ქურ­თუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ფეშ­მერ­გას" გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, - "ქურ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებს, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ცედ იცავ­დნენ და იქი­დან არც ახლა გავ­ლენ..."

რე­გი­ონს ქურ­თი მებ­რძო­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი "ფეშ­მერ­გა" მას შემ­დეგ აკონ­ტრო­ლებს, რო­დე­საც 2014 წელს ერა­ყის არ­მი­ამ ექ­სტრე­მის­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" ბრძო­ლა­ში პო­ზი­ცი­ე­ბი დათ­მო. იმ წლებ­ში და შემ­დეგ, ქურ­თმა მე­ომ­რებ­მა ექ­სტრე­მის­ტებს ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს...

რე­ფე­რენ­დუ­მამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აი­დერ ალ-აბა­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ფე­რენ­დუ­მი რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბას გა­მო­იწ­ვევს და ერა­ყის მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა, ის სამ­ხედ­რო ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს.

ქირ­ქუ­ქის რე­გი­ო­ნი მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, - იქ ეთ­ნი­კუ­რი თურ­ქმე­ნე­ბი და არა­ბე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად, ამ რე­გი­ონ­ში აბო­რი­გე­ნო­ბის პრე­ტენ­ზი­ას ქურ­თე­ბი აცხა­დე­ბენ....

ქურ­თის­ტან­ში რე­ფე­რენ­დუმს, რო­გორც რე­გი­ო­ნის, ისე მსოფ­ლი­ოს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან - თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი ქურ­თებს, სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბით ემუქ­რე­ბა, რაც მათ­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს მო­ი­ტანს. "მათ საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბაც კი გა­უ­ჭირ­დე­ბათ, თუკი ნავ­თობ­სა­დე­ნი ჩა­ი­კე­ტე­ბა და თურ­ქე­თი ერა­ყის ჩრდი­ლო­ე­თით ვაჭ­რო­ბას შე­ა­ჩე­რებს", - აცხა­დებს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი. რე­უ­ტერს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნავ­თობ­სა­დე­ნის ჩა­კეტ­ვა­ზე, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ერა­ყის ქურ­თის­ტან­ში იღებს და ნავ­თობს და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს აწ­ვდის, გა­სულ კვი­რა­საც ისა­უბ­რა.

ამა­ვე გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ კვი­რას, თურ­ქეთ­მა, რო­მე­ლიც ქურ­თის­ტა­ნის რე­ფე­რენ­დუ­მის მკა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის სა­ზღვარ­თან სამ­ხედ­რო წვრთნე­ბიც და­ი­წყო, რო­მელ­საც ერა­ყელ სამ­ხედ­რო­თა მცი­რე ჯგუ­ფი შე­უ­ერ­თდა. მა­შინ პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ ეს პრო­ცე­სი რე­ფე­რენ­დუმს არ უკავ­შირ­დე­ბო­და...

ქურ­თის­ტა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ, თა­ვის პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ირან­მაც, ამ ქმე­დე­ბის პა­სუ­ხად, მან რე­გი­ონ­თან სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ჩა­კე­ტა. თე­ი­რან­მა გან­მარ­ტა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ ბაღ­და­დის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს.

ერა­ყის ქურ­თის­ტან­ში, 5.2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. მათი უმე­ტე­სო­ბა სუ­ნი­ტია. ერა­ყის ნა­ხევ­რად ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ო­ნი, რო­მელ­საც რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბა მარ­თავს, არ­სე­ბუ­ლი სა­ხით 1992 წელს შე­იქ­მნა...

2003 წლი­დან, სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟი­მი დამ­ხო­ბის შემ­დეგ, ქურ­თებ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში აი­ღეს და თან­და­თან, უკვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ... ერა­ყი­დან გა­მო­ყო­ფის მი­ზე­ზად, ისი­ნი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებ­დნენ. ადრე მათი მცდე­ლო­ბა ვერ შედ­გა, თუმ­ცა ახლა რო­გორც ჩანს, სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ შორს წა­ვი­და. რე­ფე­რენ­დუ­მის ლი­დე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახლა 2005 წლის­გან (მა­შინ კი­დევ ერთხელ ჩა­ტარ­და რე­ფე­რენ­დუ­მი, თუმ­ცა, შემ­დეგ მათ ხან­მოკ­ლე ტაიმ აუტი აი­ღეს) გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, - ისი­ნი გაძ­ლი­ერ­დნენ, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რით.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის თქმით, - თურ­ქეთ­ში ქურთთა რა­ო­დე­ნო­ბა - 16 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 19-%-ია და და მათ იქ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი პოს­ტე­ბი უჭი­რავთ, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე სამ­ხედ­რო და ბიზ­ნესს­ფე­რო­ებ­ში... ქურ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ირან­ში - 8 მი­ლი­ო­ნია, სი­რი­ა­ში კი, 2 მი­ლი­ო­ნი. რამ­დე­ნად არი­ან ისი­ნი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ღიად ან ფა­რუ­ლად ჩარ­თუ­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!

ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!

შესაძლოა, მსოფლიოს კიდევ ერთი ახალი თავსატეხი გაუჩნდეს, - 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების თანახმად გაირკვა, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა 93,7 %-მა ერაყიდან გასვლას მხარი დაუჭირა...

სანამ ქურთისტანი რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობს, ერაყის ხელისუფლება რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება - ის პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას მიმართავს, ბათილად ცნონ შედეგები და მოლაპარაკების მაგიდას შემოუსხდნენ... რეფერენდუმის ჩატარებამდე, ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სამხედრო შენაერთების გაგზავნის თხოვნით მიმართა იმ რეგიონებში, რომლებიც ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის, თუმცა, რეფერენდუმი მაინც ჩატარდა...

ქურთისტანის რეგიონის ხელმძღვანელობასა და ერაყის მთავრობას კიდევ ერთი რამ აქვთ გასარკვევი, - მათ შორის სადავო თემებსა და ტერიტორიებს შორის ნავთობით მდიდარი ქალაქი ქირქუქი მოხვდა... შესაბამისად, სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ჯარი გააგზავნოს ქირქუქის რეგიონში და მის ნავთობის საბადოებზე კონტროლი დაამყაროს... პასუხად, ქურთული სამხედრო დაჯგუფება "ფეშმერგას" გენერალურმა შტაბმა განაცხადა, - "ქურთული ტერიტორიებს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ორგანიზაციის წევრებისგან წლების განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ და იქიდან არც ახლა გავლენ..."

რეგიონს ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი სამხედრო შენაერთი "ფეშმერგა" მას შემდეგ აკონტროლებს, როდესაც 2014 წელს ერაყის არმიამ ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში პოზიციები დათმო. იმ წლებში და შემდეგ, ქურთმა მეომრებმა ექსტრემისტებს ნავთობის საბადოების აღების საშუალება არ მისცეს...

რეფერენდუმამდე რამდენიმე ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა აიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი რაიმე სახის ძალადობას გამოიწვევს და ერაყის მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს.

ქირქუქის რეგიონი მრავალეთნიკურობით გამოირჩევა, - იქ ეთნიკური თურქმენები და არაბებიც ცხოვრობენ, მაგრამ ისტორიულად, ამ რეგიონში აბორიგენობის პრეტენზიას ქურთები აცხადებენ....

ქურთისტანში რეფერენდუმს, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ლიდერები ეხმაურებიან - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქურთებს, სანქციების ამოქმედებით ემუქრება, რაც მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. "მათ საკვების მოპოვებაც კი გაუჭირდებათ, თუკი ნავთობსადენი ჩაიკეტება და თურქეთი ერაყის ჩრდილოეთით ვაჭრობას შეაჩერებს", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. რეუტერს-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა ნავთობსადენის ჩაკეტვაზე, რომელიც სათავეს ერაყის ქურთისტანში იღებს და ნავთობს დანარჩენ მსოფლიოს აწვდის, გასულ კვირასაც ისაუბრა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას, თურქეთმა, რომელიც ქურთისტანის რეფერენდუმის მკარად ეწინააღმდეგება, ერაყის ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო, რომელსაც ერაყელ სამხედროთა მცირე ჯგუფი შეუერთდა. მაშინ პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს პროცესი რეფერენდუმს არ უკავშირდებოდა...

ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ, თავის პოზიცია გამოხატა ირანმაც, ამ ქმედების პასუხად, მან რეგიონთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა. თეირანმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ბაღდადის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ერაყის ქურთისტანში, 5.2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა სუნიტია. ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონი, რომელსაც რეგიონული მთავრობა მართავს, არსებული სახით 1992 წელს შეიქმნა...

2003 წლიდან, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დამხობის შემდეგ, ქურთებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და თანდათან, უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეც ალაპარაკდნენ... ერაყიდან გამოყოფის მიზეზად, ისინი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებდნენ. ადრე მათი მცდელობა ვერ შედგა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, სიტუაცია საკმაოდ შორს წავიდა. რეფერენდუმის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა 2005 წლისგან (მაშინ კიდევ ერთხელ ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა, შემდეგ მათ ხანმოკლე ტაიმ აუტი აიღეს) განსხვავებული სიტუაციაა, - ისინი გაძლიერდნენ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრით.

დასავლური მედიის თქმით, - თურქეთში ქურთთა რაოდენობა - 16 მილიონს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 19-%-ია და და მათ იქ საკმაოდ მაღალი პოსტები უჭირავთ, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო და ბიზნესსფეროებში... ქურთების რაოდენობა ირანში - 8 მილიონია, სირიაში კი, 2 მილიონი. რამდენად არიან ისინი მიმდინარე პროცესებში ღიად ან ფარულად ჩართული, ჯერჯერობით უცნობია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო