მამაკაცი, რომელმაც 6 სექტემბერს ვაკეში მეუღლე დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, პალატაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ სავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაბილურია. იგი თავს უკეთ გრძნობს.
რაც შეეხება ქალს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იგი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.
ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ "პიქსელ ცენტრთან" ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.