სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს
პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის დაც­ვის სამ­სა­ხურს ვანო კო­ბა­ი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე ადას­ტუ­რებს.

რო­გორც ჩუ­ბი­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, კო­ბა­ი­ძის და­ნიშ­ვნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს მოხ­დე­ბა.

"წარ­დგე­ნი­ლია ეს ადა­მი­ა­ნი, უკვე მუ­შა­ობს, დღეს უბ­რა­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ, შევ­თან­ხმდით ყვე­ლა მხა­რეს­თან, მათ შო­რის უწ­მინ­დეს­თან. პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცია იყო - თქვენ რო­გორც ჩათ­ვლით სა­ჭი­როდ, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი­აო," - გა­ნა­ცხა­და ჩუ­ბი­ნი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას იხელ­მძღვა­ნე­ლა იმით, რომ ვანო კო­ბა­ი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლის პი­რია.

"მო­ვი­კი­თხეთ და გვი­თხრეს, რომ ის არის ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო და მი­სა­ღე­ბი კაცი თა­ვი­სი წინა ის­ტო­რი­ით. რა თქმა უნდა, ის არის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი", - აღ­ნიშ­ნა ჩუ­ბი­ნი­ძემ.

პატ­რი­არ­ქის დაც­ვის უფ­რო­სი ზუ­რაბ ბუ­ჩუ­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 30 მა­ისს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მა­ნამ­დე პატ­რი­არ­ქის დაც­ვის სამ­სა­ხურს სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" გა­სულ კვი­რას გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვანო კო­ბა­ი­ძის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს.

როგორც ჩუბინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კობაიძის დანიშვნა ოფიციალურად დღეს მოხდება.

"წარდგენილია ეს ადამიანი, უკვე მუშაობს, დღეს უბრალოდ ოფიციალურად დაინიშნება. კონსულტაციები გავიარეთ, შევთანხმდით ყველა მხარესთან, მათ შორის უწმინდესთან. პატრიარქის პოზიცია იყო - თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ჩემთვის მისაღებიაო," - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმით, რომ ვანო კობაიძე საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილის პირია.

"მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ ის არის ნამდვილად სასიამოვნო და მისაღები კაცი თავისი წინა ისტორიით. რა თქმა უნდა, ის არის ნდობით აღჭურვილი პირი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

პატრიარქის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან 30 მაისს გათავისუფლდა. მანამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსმა" გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვანო კობაიძის კანდიდატურა განიხილებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი