სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ვალებში - "ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს"
ცხოვრება ვალებში - "ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს"

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს რამ­დე­ნი­მე ტი­პის საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ­ლის და­ფარ­ვა­საც ვერ ახერ­ხებს. ხალ­ხს ყო­ველ­თვი­უ­რად კრე­დი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აქვს თავი. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს ვა­ლა­უ­ვა­ლი მსეს­ხებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ერთი კრე­დი­ტი მე­ო­რით ჩა­ა­ნაც­ვლონ. ამით უფრო მე­ტად იტ­ვირ­თა­ვენ თავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. ასე დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, საქ­მე სო­ცი­ა­ლურ აფეთ­ქე­ბამ­დე მივა.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ორი და მეტი საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. ქვე­ყა­ნა­ში ფული ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია. სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლისტ ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძის აზ­რით, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ვა­ლით ცხოვ­რობს და ამა­ზე არა­ვინ ვდა­ვობთ, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ჩვენ­თან არ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, აშშ-ის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ვა­ლის წილს თუ ავი­ღებთ, ბევ­რად ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე ჩვენ­თან. გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი, ცხოვ­რო­ბენ სეს­ხით. სა­ქარ­თვე­ლო­შიც უმე­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვი­უ­რად კრე­დი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აქვს თავი.

მსეს­ხებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, ერთი სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­ო­რით გა­და­ფა­რონ. ამით ისი­ნი უფრო მე­ტად იტ­ვირ­თა­ვენ თავს სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბით. ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ პა­რა­ლე­ლუ­რი სეს­ხის აღე­ბას, მაგ­რამ კრე­დი­ტებ­ზე ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ აფეთ­ქე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს პრო­ცე­სი მსოფ­ლი­ო­ში ვერც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ვერ შე­ა­ჩე­რა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რომ ხალ­ხი სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე აღარ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან დრო­უ­ლად შეძ­ლოს ვა­ლის და­ფარ­ვა, არის ის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს", - აღ­ნიშ­ნა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ბერ­ძე­ნა­ძემ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცხოვრება ვალებში - "ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს"

ცხოვრება ვალებში - "ეს სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს"

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე ტიპის საკრედიტო ვალდებულება აქვს, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებს. ხალხს ყოველთვიურად კრედიტის საშუალებით გააქვს თავი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს ვალაუვალი მსესხებლები ცდილობენ, ერთი კრედიტი მეორით ჩაანაცვლონ. ამით უფრო მეტად იტვირთავენ თავს ვალდებულებით, რომლის მომსახურება არ შეუძლიათ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივა.

მოსახლეობის უმრავლესობას ორი და მეტი საკრედიტო ვალდებულება აქვს. ქვეყანაში ფული ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა დიდია. საბანკო სფეროს სპეციალისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

"საქართველოში უმრავლესობა ვალით ცხოვრობს და ამაზე არავინ ვდავობთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. მაგალითად, აშშ-ის ერთ სულ მოსახლეზე ვალის წილს თუ ავიღებთ, ბევრად ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან. განვითარებად ქვეყნებში ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრობენ სესხით. საქართველოშიც უმეტესობას ყოველთვიურად კრედიტის საშუალებით გააქვს თავი.

მსესხებლები მუდმივად ცდილობენ, ერთი საბანკო ვალდებულება მეორით გადაფარონ. ამით ისინი უფრო მეტად იტვირთავენ თავს სასესხო ვალდებულებით. ვერავის ავუკრძალავთ პარალელური სესხის აღებას, მაგრამ კრედიტებზე ასეთი დამოკიდებულება სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. ეს პროცესი მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეაჩერა. ერთადერთი გამოსავალი, რომ ხალხი საბანკო ვალდებულებებზე აღარ იყოს დამოკიდებული ან დროულად შეძლოს ვალის დაფარვა, არის ის, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბერძენაძემ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი