მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები
ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები

ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას წლე­ბის ოც­ნე­ბა, იყოს მსა­ხი­ო­ბი, რე­ა­ლო­ბა ხდე­ბა. მარ­თა­ლია თავს მსა­ხი­ო­ბად არ მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნა­ნუ­კა ბოლო პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი სა­ხეა.

აღ­ნიშ­ნავს, რომ ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან ჰგავს მის პერ­სო­ნაჟს. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნა­ნუ­კამ უამ­რა­ვი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ბევ­რს ფიქ­რობს. ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ ერთი შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და მა­ი­ო­ნეზ "სლო­ბო­დას" ახა­ლი კამ­პა­ნი­ის სახე გახ­და. ნა­ნუ­კა "სლო­ბო­დას" გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი იქ­ნე­ბა.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ყო­ვე­ლი დღე და გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია. სულ სხვა­ნა­ი­რი პო­ზი­ტი­უ­ი­რი ემო­ცი­ით ვარ სავ­სე," – აღ­ნიშ­ნავს ნა­ნუ­კა გუ­ლუა.

- რო­გო­რია ნა­ნუ­კას ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და რით გან­სხვავ­დე­ბა ის ძვე­ლის­გან?

- სულ აქ­ტი­უ­რი იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. მუდ­მი­ვად დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვი. ატე­ლი­ე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მყავს, რაც ჩემ­გან დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და ნაჭ­რე­ბის სა­ყიდ­ლად თა­ვად დავ­დი­ვარ. სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად ვვარ­ჯი­შობ. მე­გობ­რე­ბის წრე­შიც დიდ დროს ვა­ტა­რებ. სახ­ლი­დან ადრე გა­მოვ­დი­ვარ და გვი­ან მივ­დი­ვარ. ამ გი­ჟურ რე­ჟიმს კი გა­და­ღე­ბე­ბი და­ერ­თო. 24 სა­ა­თი ნამ­დვი­ლად აღარ მყოფ­ნის ყვე­ლაფ­რის­თვის. გა­და­ღე­ბე­ბის მერე ვცდი­ლობ სხვა და­ნარ­ჩე­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას. წა­მით ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს და ცხოვ­რე­ბის ეს ტემ­პი არის სწო­რედ ის, რა­ზეც ვგიჟ­დე­ბი.

- ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ძვე­ლი ხომ არ და­ი­ჩაგ­რა, ხომ არ ფიქ­რობთ ნელ-ნელა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­დეს?

- არა. ვერ დავ­ჩაგ­რავ ვე­რა­ნა­ი­რად, რად­გან ატე­ლიე არის ჩემი სახ­ლი. აქე­დან ვი­ღებ სი­ა­მოვ­ნე­ბას და ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბას ვერ მო­ვა­დუ­ნებ. სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის, კამ­პა­ნი­ე­ბის, გა­და­ღე­ბე­ბის მერე ვცდი­ლობ, ისე გა­ვა­ნა­წი­ლო დრო, რომ ყუ­რა­დღე­ბა არა­ფერს მო­აკ­ლდეს. ჩემი პარტნი­ო­რი და გუნ­დი გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ამ ამ­ბავს. არ მაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, რომ ჩემი ხელი და­აკ­ლდათ.

-რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ზო­გა­დად?

-ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არ ვთან­ხმდე­ბი. რაც 100 პრო­ცენ­ტით ვიცი, რომ გა­მო­მი­ვა და შე­დეგს დავ­დებ მხო­ლოდ იმა­ზე ვთან­ხმდე­ბი. ამი­ტომ ზუს­ტად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, სად ვიგ­რძნობ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და მი­ვაღ­წევ თუ არა იმ შე­დეგს, რა­საც ჩემ­გან ელი­ან.

- თქვენ გახ­დით "სლო­ბო­დას" სახე. მსა­ხი­ო­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის სხვა ეტა­პია, როცა კომ­პა­ნი­ის სახე ხდე­ბა...

-მსა­ხი­ო­ბის­თვის კი და მით უმე­ტეს ჩემ­თვის, უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვის­თვის, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მო­თავ­ზე­ბაა. ჩა­ვერ­თე "სლო­ბო­დას" ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ აქ­ცი­ა­ში. მა­ნამ­დე დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, თუ რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­მი­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი კომ­პა­ნი­აა და მომ­ხმა­რე­ბელს კარგ პრო­დუქ­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ, მეც ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩამ­რთეს, რომ­ლის კე­თე­ბაც ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დის ჩემს მი­მართ, რომ არას­დროს დავ­თან­ხმდე­ბო­დი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს თავი სხვა მხრივ ან ნე­გა­ტი­უ­რად და­ვა­ნა­ხო.

- რა აქ­ტი­ვო­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი ნა­ნუ­კა­სა და "სლო­ბო­დას" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში?

-ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი 2 თვე გაგ­რძელ­დე­ბა და არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა. "სლო­ბო­დას" ყავს ბევ­რი გულ­ღია და მხი­ა­რუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მეც მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის კე­თე­ბა. ჩა­ვერ­თე "სლო­ბო­დას" ტრა­დი­ცი­უ­ლი ვი­დე­ო­რე­ცეპ­ტე­ბის სე­რი­ა­ში. უკვე გა­ვა­კე­თეთ "ჭვიშ­ტა­რი მა­ი­ო­ნე­ზით." კი­დევ ერთ ვი­დე­ო­რე­ცეპტს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს.

იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც. იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი პიკ­ნი­კი ნა­ნუ­კას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და "სლო­ბო­დას" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე სი­ურპრი­ზე­ბი, რო­მე­ლიც "სლო­ბო­დას" მოყ­ვა­რუ­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებს, მნა­ხავთ ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე, მო­ვა­წყობთ მინი-კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­ჯიბრს სა­მეგ­რე­ლო­ში. მოკ­ლედ, ჩემო საყ­ვარ­ლე­ბო, თუ "სლო­ბო­და" გიყ­ვართ, იყე­ნებთ ამ პრო­დუქტს და ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ძა­ლი­ან გინ­დათ, ეს კამ­პა­ნია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ცემთ.

-აღ­ნიშ­ნეთ, რომ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის კე­თე­ბა გიყ­ვართ. რო­გო­რია თქვე­ნი კვე­ბის რე­ჟი­მი?

-ყვე­ლა­ნა­ი­რი დი­ე­ტა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც ვინ­მეს ოდეს­მე გა­უ­გია. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იყო ის, რომ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი სა­ა­თამ­დე ვჭამ­დი რაც მინ­დო­და და რამ­დე­ნიც მინ­დო­და და სა­მის შემ­დეგ მხო­ლოდ წყალს ვსვამ­დი. ჩემ­თვის არ არ­სე­ბობ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი, არც და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვჭამ­დი და არც ქორ­წილ­ში. გა­წე­რი­ლი დი­ე­ტე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის.

ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი, რომ ახლა არა და ხვალ დი­ლით ყვე­ლა­ფერს შევ­ჭამ, უფრო ად­ვი­ლად გა­დავ­ლა­ხე. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამ დი­ე­ტით ვე­ღარ გავ­ხი და 3 სა­ა­თამ­დეც და­ვი­წყე საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა. ამო­ვი­ღე შა­ქა­რი, ცო­მე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მამ­დე ვჭამ­დი და ისიც მხო­ლოდ ბოსტნე­ულს და ხილს. ბო­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მეხ­სი­ე­რე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა. რო­გორც გა­ირ­კვა, შაქ­რის დონე და­მი­ვარ­და სა­შინ­ლად და ეს იყო პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი.

ამის შემ­დეგ გა­და­ვე­დი სწო­რე კვე­ბა­ზე. მე ვთვლი, რომ ის 4 წელი და­კარ­გუ­ლი მაქვს. 35 კილო და­ვი­კე­ლი იმ წლებ­ში, რაც რე­ა­ლუ­რად 3-4 თვე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. დი­ლით უცხი­მო ხა­ჭოს ვჭამ, შუ­ა­დღეს - და­ბალ­კა­ლო­რი­ულ კერ­ძებს და სა­ღა­მოს - ცი­ლო­ვან საკ­ვებს. ხილი არ მიყ­ვარს. მხო­ლოდ ციტ­რუ­სებს ვჭამ.

- რო­გო­რია ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟი­მის თქვე­ნე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი?

- პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ტყვი, რომ 6 სა­ა­თის მერე უმ­ჯო­ბე­სია და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი ცი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე ხი­ლის. ის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და ნაკ­ლე­ბად ერ­გე­ბა ადა­მი­ანს, ვიდ­რე ხილი ან წვე­ნი. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს გვი­ან ჭამა. ამ დროს უცხი­მო ხა­ჭოს ან ყველს, კე­ფირს ვი­ღებ და ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ჩემს ვი­ზუ­ალ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად არ იმოქ­მე­დებს. დი­ლით მი­ი­ღეთ გემ­რი­ე­ლი სა­უზ­მე, რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გი­ას მოგ­ცემთ. შუ­ა­დღით უმ­ჯო­ბე­სია თუ ბოსტნე­უ­ლი­სა და ცი­ლე­ბის ნა­ზავს მი­ი­ღებთ, სა­ღა­მოს კი - მხო­ლოდ ცი­ლას. ხილი 4 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღეთ, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სა­ნე­ლე­ბია.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები

ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები

ნანუკა გულუას წლების ოცნება, იყოს მსახიობი, რეალობა ხდება. მართალია თავს მსახიობად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ ნანუკა ბოლო პერიოდის ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პოზიტიური სახეა.

აღნიშნავს, რომ ხასიათით ძალიან ჰგავს მის პერსონაჟს. ამ როლის შესრულების შემდეგ, ნანუკამ უამრავი შეთავაზება მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შეთავაზებას დათანხმდა და მაიონეზ "სლობოდას" ახალი კამპანიის სახე გახდა. ნანუკა "სლობოდას" გაზაფხული-ზაფხულის აქტივობების მთავარი გმირი იქნება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ყოველი დღე და გათენება მიხარია. სულ სხვანაირი პოზიტიუირი ემოციით ვარ სავსე," – აღნიშნავს ნანუკა გულუა.

- როგორია ნანუკას ახალი ცხოვრება და რით განსხვავდება ის ძველისგან?

- სულ აქტიური იყო ჩემი ცხოვრება. მუდმივად დატვირთულ რეჟიმში ვიყავი. ატელიეში ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს, რაც ჩემგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. აქსესუარებისა და ნაჭრების საყიდლად თავად დავდივარ. საღამოობით ხშირად ვვარჯიშობ. მეგობრების წრეშიც დიდ დროს ვატარებ. სახლიდან ადრე გამოვდივარ და გვიან მივდივარ. ამ გიჟურ რეჟიმს კი გადაღებები დაერთო. 24 საათი ნამდვილად აღარ მყოფნის ყველაფრისთვის. გადაღებების მერე ვცდილობ სხვა დანარჩენი საქმის გაკეთებას. წამით ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს და ცხოვრების ეს ტემპი არის სწორედ ის, რაზეც ვგიჟდები.

- ახალი საქმიანობის გამო ძველი ხომ არ დაიჩაგრა, ხომ არ ფიქრობთ ნელ-ნელა შეიძლება ჩანაცვლება მოხდეს?

- არა. ვერ დავჩაგრავ ვერანაირად, რადგან ატელიე არის ჩემი სახლი. აქედან ვიღებ სიამოვნებას და ანაზღაურებასაც. ამიტომ ყურადღებას ვერ მოვადუნებ. სხვადასხვა აქტივობების, კამპანიების, გადაღებების მერე ვცდილობ, ისე გავანაწილო დრო, რომ ყურადღება არაფერს მოაკლდეს. ჩემი პარტნიორი და გუნდი გაგებით ეკიდება ამ ამბავს. არ მაგრძნობინებენ, რომ ჩემი ხელი დააკლდათ.

-როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობის გაგრძელება, ზოგადად?

-ყველაფერი შემოთავაზებებზეა დამოკიდებული. არის შემოთავაზებები, რომლებსაც არ ვთანხმდები. რაც 100 პროცენტით ვიცი, რომ გამომივა და შედეგს დავდებ მხოლოდ იმაზე ვთანხმდები. ამიტომ ზუსტად ვაცნობიერებ, რისი გაკეთება შემიძლია, სად ვიგრძნობ თავს კომფორტულად და მივაღწევ თუ არა იმ შედეგს, რასაც ჩემგან ელიან.

- თქვენ გახდით "სლობოდას" სახე. მსახიობისთვის ცხოვრების სხვა ეტაპია, როცა კომპანიის სახე ხდება...

-მსახიობისთვის კი და მით უმეტეს ჩემთვის, უბრალო მოკვდავისთვის, ეს განსაკუთრებული შემოთავზებაა. ჩავერთე "სლობოდას" ძალიან პოზიტიურ აქციაში. მანამდე დეტალურად შევისწავლე ყველაფერი, თუ რა აქტივობებში მომიწევდა მონაწილეობა. ძალიან პოზიტიური კომპანიაა და მომხმარებელს კარგ პროდუქტებს სთავაზობენ, მეც ისეთ აქტივობებში ჩამრთეს, რომლის კეთებაც ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. საზოგადოების მხრიდან იმდენად დადებითი ემოციები მოდის ჩემს მიმართ, რომ არასდროს დავთანხმდებოდი შემოთავაზებას, რომლითაც შეიძლება ჩემს გულშემატკივარს თავი სხვა მხრივ ან ნეგატიურად დავანახო.

- რა აქტივობებია დაგეგმილი ნანუკასა და "სლობოდას" თანამშრომლობის ფარგლებში?

-ეს აქტივობები 2 თვე გაგრძელდება და არ იქნება მხოლოდ პროდუქტის პოზიციონირება. "სლობოდას" ყავს ბევრი გულღია და მხიარული მომხმარებელი. მეც მიყვარს გემრიელი კერძების კეთება. ჩავერთე "სლობოდას" ტრადიციული ვიდეორეცეპტების სერიაში. უკვე გავაკეთეთ "ჭვიშტარი მაიონეზით." კიდევ ერთ ვიდეორეცეპტს შევთავაზებთ მაყურებელს.

იქნება შეხვედრები საზოგადოებასთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. იგეგმება სპეციალურად მოწყობილი პიკნიკი ნანუკას გულშემატკივრებისთვის და "სლობოდას" აქტიური მომხმარებლებისთვის, ასევე სიურპრიზები, რომელიც "სლობოდას" მოყვარულებს სასიამოვნოდ გააოცებს, მნახავთ ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე, მოვაწყობთ მინი-კულინარიულ შეჯიბრს სამეგრელოში. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, თუ "სლობოდა" გიყვართ, იყენებთ ამ პროდუქტს და ჩემთან კომუნიკაციაც ძალიან გინდათ, ეს კამპანია ამის საშუალებას 2 თვის განმავლობაში მოგცემთ.

-აღნიშნეთ, რომ გემრიელი კერძების კეთება გიყვართ. როგორია თქვენი კვების რეჟიმი?

-ყველანაირი დიეტა მაქვს გაკეთებული, რაც ვინმეს ოდესმე გაუგია. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ 4 წლის განმავლობაში სამი საათამდე ვჭამდი რაც მინდოდა და რამდენიც მინდოდა და სამის შემდეგ მხოლოდ წყალს ვსვამდი. ჩემთვის არ არსებობდა გამონაკლისი, არც დაბადების დღეზე ვჭამდი და არც ქორწილში. გაწერილი დიეტების დაცვა ძალიან რთული იყო ჩემთვის.

ის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ახლა არა და ხვალ დილით ყველაფერს შევჭამ, უფრო ადვილად გადავლახე. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დიეტით ვეღარ გავხი და 3 საათამდეც დავიწყე საკვების შეზღუდვა. ამოვიღე შაქარი, ცომეული, ტკბილეული. ფაქტობრივად, სამამდე ვჭამდი და ისიც მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს. ბოლოს ჯანმრთელობის, განსაკუთრებით მეხსიერების, პრობლემები შემექმნა. როგორც გაირკვა, შაქრის დონე დამივარდა საშინლად და ეს იყო პრობლემების მიზეზი.

ამის შემდეგ გადავედი სწორე კვებაზე. მე ვთვლი, რომ ის 4 წელი დაკარგული მაქვს. 35 კილო დავიკელი იმ წლებში, რაც რეალურად 3-4 თვეშია შესაძლებელი. დილით უცხიმო ხაჭოს ვჭამ, შუადღეს - დაბალკალორიულ კერძებს და საღამოს - ცილოვან საკვებს. ხილი არ მიყვარს. მხოლოდ ციტრუსებს ვჭამ.

- როგორია ჯანსაღი კვების რეჟიმის თქვენეული პრინციპები?

- პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ 6 საათის მერე უმჯობესია დაბალკალორიული ცილების მიღება, ვიდრე ხილის. ის გაცილებით მარტივი მოსანელებელია და ნაკლებად ერგება ადამიანს, ვიდრე ხილი ან წვენი. მე პირადად ძალიან მიყვარს გვიან ჭამა. ამ დროს უცხიმო ხაჭოს ან ყველს, კეფირს ვიღებ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს ვიზუალსა და ჯანმრთელობაზე ცუდად არ იმოქმედებს. დილით მიიღეთ გემრიელი საუზმე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიას მოგცემთ. შუადღით უმჯობესია თუ ბოსტნეულისა და ცილების ნაზავს მიიღებთ, საღამოს კი - მხოლოდ ცილას. ხილი 4 საათამდე მიიღეთ, რადგან საკმაოდ რთული მოსანელებია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი