სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ. კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავრ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მისი აყ­ვა­ნა და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მოხ­და.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პრა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

თბი­ლის­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა 19 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 3 პირ­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 1 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 6 ნო­ემ­ბერს შე­ე­ფარ­დათ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ბრალ­დე­ბულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუბა ყ. ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, ხოლო შემ­დგომ - გა­გუ­დეს და და­ნის დარ­ტყმით მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი დიდი ზო­მის ჩან­თა­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლის­ში, ბექა შენ­გე­ლი­ას ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც გვა­მი და­ა­ნა­წევ­რეს. იმა­ვე სა­ღა­მოს, და­ბინ­დე­ბის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი ორი ჩან­თის მეშ­ვე­ო­ბით გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, წი­ნას­წარ, მო­ცე­მუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით შე­ძე­ნი­ლი ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და კვა­ლის და­სა­ფა­რად, თხრილ­ში დაწ­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დად გა­ი­ყო. არას­რულ­წლო­ვა­ნის საქ­მეს სა­სა­მარ­თლო ცალ­კე, ბექა შენ­გე­ლი­ა­სა და ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მე ცალ­კე, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ორი პი­რის საქ­მეს სა­სა­მარ­თლო ცალ-ცალ­კე და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრ პროკურატურაში განუცხადეს, მისი აყვანა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მოხდა.

უწყების განმარტებით, დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პრატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

ბრალდებულების საქმე სასამართლო განხილვებისას რამდენიმე ეპიზოდად გაიყო. არასრულწლოვანის საქმეს სასამართლო ცალკე, ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილის საქმე ცალკე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ორი პირის საქმეს სასამართლო ცალ-ცალკე დახურულ რეჟიმში განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი