სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში
თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" სე­რი­ით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლის მერი ლუს წიგნ­მა მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მალე მო­ი­პო­ვა. კრი­ტი­კო­სე­ბი მწე­რალს ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე დის­ტო­პი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს.

"გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის" მო­ლო­დინ­ში "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას­თან" თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის დიდი რიგი დად­გა, ისი­ნი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ რჩე­ულ წიგნ­თან შეხ­ვედ­რას.

"ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ლი­ბერ­თინ­სის წიგ­ნე­ბი, რიგ­ში ახა­ლი წიგ­ნის­თვის ვდგა­ვარ, რო­გორც გა­ვი­გე ფას­დაკ­ლე­ბაც იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მერი ლუს პირ­ვე­ლი ორი წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა" - ამ­ბობს მკი­თხვე­ლი ლიზი მოყ­ვა­ნი­ძე.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ში გან­მარ­ტა­ვენ, "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი " - "ლე­გენ­დის" დის­ტო­პი­ის ბოლო, მე­სა­მე ნა­წი­ლია.

"ლე­გენ­და" და "გე­ნი­ო­სი", სე­რი­ის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე წიგ­ნე­ბი, უკვე შე­იყ­ვა­რეს ქარ­თველ­მა თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა. წიგ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლე­ბის, ჯუ­ნი­სა და დეის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ბიჭი ლე­გენ­დაა, გოგო - გე­ნი­ო­სი. მათი ბედი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როდ ცნო­ბი­ლი რეს­პუბ­ლი­კა გა­მუდ­მე­ბით ომობს მის მე­ზო­ბელ კო­ლო­ნი­ებ­თან. ჯუ­ნიმ და დეიმ ბევ­რი რამ შეს­წი­რეს რეს­პუბ­ლი­კა­სა და ერ­თმა­ნეთს. ახლა კი მათი ქვე­ყა­ნა ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზეა. ჯუნი ძვე­ლე­ბურ ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას იბ­რუ­ნებს, რო­გორც სამ­თავ­რო­ბო ელი­ტით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მოქ­მე­დი პრინ­ცეპ­სი, დე­ი­კი მა­ღალ სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშ­ნე­ბა. თუმ­ცა არც ერთს არ შე­უძ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა, რომ­ლე­ბიც მათ ხე­ლახ­ლა და­ა­კავ­ში­რებს" - ასე­თია წიგ­ნის აღ­წე­რა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გვერ­დი­დან­ვე შე­აყ­ვა­რებს თი­ნე­ი­ჯე­რებს თავს.

"ლი­ბერ­თინ­სი" ეს "თა­ვი­სუ­ფა­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი" არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­თარ­გმნად და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­ჩე­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე, უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე 40-ზე მეტი ბესტსე­ლე­რი გა­მო­ი­ცა.

"ლი­ბერ­თინსმა" უკვე მრა­ვალ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა და ეს თა­ო­ბა წიგნ­თან უფრო და­ახ­ლო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში

თინეიჯერების რიგი "ბიბლუსი გალერეასთან" "გამარჯვებულის" მოლოდინში

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა. ცნობილი ამერიკელი მწერალის მერი ლუს წიგნმა მსოფლიო აღიარება მალე მოიპოვა. კრიტიკოსები მწერალს ახასიათებენ, როგორც თანამედროვე დისტოპიური ლიტერატურის ღირსეულ წარმომადგენელს.

"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა, ისინი მოუთმენლად ელოდნენ რჩეულ წიგნთან შეხვედრას.

"ძალიან მაინტერესებს ლიბერთინსის წიგნები, რიგში ახალი წიგნისთვის ვდგავარ, როგორც გავიგე ფასდაკლებაც იქნება, ძალიან მაინტერესებს, მერი ლუს პირველი ორი წიგნი წავიკითხე და ძალიან მომეწონა" - ამბობს მკითხველი ლიზი მოყვანიძე.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ში განმარტავენ, "გამარჯვებული " - "ლეგენდის" დისტოპიის ბოლო, მესამე ნაწილია.

"ლეგენდა" და "გენიოსი", სერიის პირველი და მეორე წიგნები, უკვე შეიყვარეს ქართველმა თინეიჯერებმა. წიგნები ახალგაზრდა მებრძოლების, ჯუნისა და დეის შესახებ მოგვითხრობს. ბიჭი ლეგენდაა, გოგო - გენიოსი. მათი ბედი ერთმანეთს უკავშირდება. შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. ჯუნიმ და დეიმ ბევრი რამ შესწირეს რესპუბლიკასა და ერთმანეთს. ახლა კი მათი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჯუნი ძველებურ ძლევამოსილებას იბრუნებს, როგორც სამთავრობო ელიტით გარშემორტყმული მოქმედი პრინცეპსი, დეიკი მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ინიშნება. თუმცა არც ერთს არ შეუძლია იმ გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მათ ხელახლა დააკავშირებს" - ასეთია წიგნის აღწერა, რომელიც პირველი გვერდიდანვე შეაყვარებს თინეიჯერებს თავს.

"ლიბერთინსი" ეს "თავისუფალი თინეიჯერები" არიან, რომლებიც სათარგმნად დამოუკიდებლად არჩევენ თანამედროვე, უცხოურ ლიტერატურას. აღნიშნული ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში უკვე 40-ზე მეტი ბესტსელერი გამოიცა.

"ლიბერთინსმა" უკვე მრავალ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა და ეს თაობა წიგნთან უფრო დაახლოვა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს