მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა
"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა

"თი­ბი­სი ბან­კის" და­ფი­ნან­სე­ბით ფი­როს­მა­ნის ორი ნა­მუ­შევ­რის "თა­მარ მეფე" და "რუს­თა­ვე­ლი" რეს­ტავ­რა­ცია დას­რულ­და და აღ­დგე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ას­თან ერ­თად, თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში არის გა­მო­ფე­ნი­ლი.

ურ­თუ­ლე­სი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში შ. ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­ხე­ლოს­ნოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნანა მა­ნა­გა­ძი­სა და ევე­ლი­ნა კარ­სე­ლის მიერ. პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და: სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვის შემ­დეგ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი რეს­ტავ­რირ­და, დე­ფორ­მა­ცია გას­წორ­და, და­მუ­შავ­და და გა­იწ­მინ­და ზე­და­პი­რი.

"ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ძლი­ე­რი დე­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. დაკ­რუ­ლი იყო ფირ­ფი­ტა­ზე. კუ­თხე­ე­ბი მო­ხე­უ­ლი და და­კარ­გუ­ლი იყო. რო­დე­საც ნა­მუ­შევ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, ისი­ნი უკვე იყო რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ და ეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებ­და საქ­მეს. ნა­ხა­ტე­ბი ზე­და­პი­რუ­ლი ჭუ­ჭყი­თაც იყო და­ფა­რუ­ლი. "თა­მარ მე­ფე­სა" და "შოთა რუს­თა­ველს" სა­ექ­სპო­ზი­ციო სახე და­კარ­გუ­ლი ჰქონ­დათ. ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი იყო ფირ­ფი­ტი­დან ნა­მუ­შევ­რის მოხ­სნა. შემ­დგომ ისევ ტი­ლო­ზე მოხ­და გა­და­ტა­ნა. მუ­ყა­ოს ჩარ­ჩო­ე­ბი მომ­ზად­და. ორი­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი სრუ­ლა­დაა აღ­დგე­ნი­ლი," – ამ­ბე­ბი.გე-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის უფ­რო­სი რეს­ტავ­რა­ტო­რი ნანა მა­ნა­გა­ძე.

"თი­ბი­სი ბან­კის" ინი­ცი­ა­ტი­ვით და და­ფი­ნან­სე­ბით ფი­როს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ანი­მა­ცია შე­იქ­მნა. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა ნიკა ან­თი­ძემ "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს­მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს მად­ლო­ბის სი­გე­ლი გა­დას­ცა და კერ­ძო სექ­ტო­რის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც მო­უ­წო­და, რომ მი­ბა­ძონ "თი­ბი­სი ბანკს" და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კულ­ტუ­რუ­ლი სა­გან­ძუ­რის დაც­ვა­ში.

"თი­ბი­სი ბან­კმა" ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცია შოთა რუს­თა­ვე­ლის 850 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­დგე­ნი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვით და­ა­ფი­ნან­სა და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, უკვე აღ­დგე­ნი­ლი სა­ხით იხი­ლოს ფი­როს­მა­ნის უნი­კა­ლუ­რი ნა­ხა­ტე­ბი. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბაა და გვი­ხა­რია, რომ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

გა­მო­ფე­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ათს ატა­რებს. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მო­ე­წყო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტუ­რე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ფი­როს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის უფრო ახ­ლოს გაც­ნო­ბა. მუ­ზე­უ­მის გიდი მოს­წავ­ლე­ებს ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ებს მო­უყ­ვე­ბა.

"მი­ხა­რია, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით და "თი­ბი­სი ბან­კის" და­ფი­ნან­სე­ბით გრძელ­დე­ბა ფი­როს­მა­ნის აღ­დგე­ნის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ გა­მო­ფე­ნას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თიც აქვს. სკო­ლის მო­სა­წავ­ლე­ე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბი, სა­დაც ისი­ნი ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ უფრო მეტ და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო რეს­ტავ­რა­ტო­რებს. სა­სი­ხა­რუ­ლი და სა­ა­მა­ყოა, რომ ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა უცხო­ე­უ­ლი რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ასე­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. მა­ღა­ლი დო­ნის რე­სურ­სი თა­ვად გაგ­ვაჩ­ნია ქვე­ყა­ნა­ში და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

თა­მარ მე­ფი­სა და შოთა რუს­თა­ვე­ლის პორ­ტრე­ტე­ბი ფი­როს­მა­ნის მიერ 1913-1914 წლებ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მირ­ზა­ა­ნის კო­ლექ­ცი­ა­ში ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი 1989 წელს მოხ­ვდა. მა­ნამ­დე ისი­ნი ცნო­ბი­ლი ფი­ლო­ლო­გის იო­სებ მეგ­რე­ლი­ძი­სა და თე­ატრმ­ცოდ­ნე ნინო შვან­გი­რა­ძის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში, შემ­დეგ კი ხალ­ხთა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბო­და. ამ უკა­ნას­კნელ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­როს­მა­ნის "თა­მა­რი" და "რუს­თა­ვე­ლი" სა­ჩუქ­რად მირ­ზა­ა­ნის ფი­როს­მა­ნის მუ­ზე­უმს გა­დას­ცა.

გა­მო­ფე­ნა­ზე, ასე­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფი­როს­მა­ნის მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უ­მის სრუ­ლი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მხატ­ვრის გა­მორ­ჩე­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებ­ში გან­სხვა­ვე­ბულ ჟანრ­სა და თე­მა­ზე, ასე­ვე მა­სა­ლა­ზე (მუ­ყაო, თუ­ნუ­ქი, მუ­შამ­ბა) შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუშ­ვრე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლექ­ცია ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან და მუ­ზე­უ­მე­ბი­დან.

"კა­ლო­ო­ბა" ფი­როს­მა­ნის მუ­ზე­უ­მის პირ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტია. იგი პო­ეტ­მა სი­მონ ჩი­ქო­ვან­მა სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა მუ­ზე­უმს. მირ­ზა­ან­ში და­ცუ­ლი ფი­როს­მა­ნის კო­ლექ­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია "ნა­ტურ­მორ­ტი შაქ­რის თა­ვით" (1895-1903 წწ.), რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად დი­დუ­ბე­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი დუქ­ნის აბ­რის ნა­წი­ლი იყო და 1905 წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "მა­ლაკ­ნე­ბის ქე­ი­ფი", რო­მე­ლიც დი­დუ­ბის ბო­რან­თან მდე­ბა­რე ერთ-ერთ დუ­ქან­ში ეკი­და.

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნის თბი­ლი­სის ღვი­ნის სარ­და­ფებ­სა და დუქ­ნე­ბი­დან ფი­როს­მა­ნის სუ­რა­თე­ბი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ში ინაც­ვლებს. ასე მოხ­ვდა "მწო­ლი­ა­რე ქარ­თვე­ლი ქალი" და "მუშა სოსო" ივ. კეკ­ვა­ძის ღვი­ნის სარ­და­ფი­დან ჯერ სხვა­დას­ხვა კო­ლექ­ცი­ა­ში, მათ შო­რის ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, 1980-90-იან წლებ­ში კი სოფ. მირ­ზა­ან­ში, ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში;

"ხი­ლის დუ­ქა­ნი", "დათ­ვი თა­ვი­სი ბე­ლე­ბით" და "სონა უკ­რავს გარ­მონს" ფი­როს­მა­ნის ახ­ლად­და­არ­სე­ბულ სახლ-მუ­ზე­უმს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა სიღ­ნა­ღის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­მა, მი­ხე­ილ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით თბი­ლი­სის ერთ-ერთი ღვი­ნის სარ­და­ფის­თვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "წა­რა­ფი" კი გურ­ჯა­ა­ნის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­მა. ფი­როს­მა­ნის მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვედ­რამ­დე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში იყო და­ცუ­ლი, ასე­ვე, სუ­რა­თი "ქალი სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბით".

გა­მო­ფე­ნა თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში 16 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა

"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა

"თიბისი ბანკის" დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის "თამარ მეფე" და "რუსთაველი" რესტავრაცია დასრულდა და აღდგენილი ნამუშევრები საქართველოში პირველად, მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთად, თიბისი გალერეაში არის გამოფენილი.

ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტების ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ. პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: საფუძვლიანი კვლევის შემდეგ დაზიანებული ადგილები რესტავრირდა, დეფორმაცია გასწორდა, დამუშავდა და გაიწმინდა ზედაპირი.

"ნამუშევრები ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ძლიერი დეფორმაცია ჰქონდა. დაკრული იყო ფირფიტაზე. კუთხეები მოხეული და დაკარგული იყო. როდესაც ნამუშევრებზე მუშაობა დავიწყეთ, ისინი უკვე იყო რესტავრირებული, თუმცა როგორც ჩანს, არაპროფესიონალის მიერ და ეს კიდევ უფრო ართულებდა საქმეს. ნახატები ზედაპირული ჭუჭყითაც იყო დაფარული. "თამარ მეფესა" და "შოთა რუსთაველს" საექსპოზიციო სახე დაკარგული ჰქონდათ. ურთულესი პროცესი იყო ფირფიტიდან ნამუშევრის მოხსნა. შემდგომ ისევ ტილოზე მოხდა გადატანა. მუყაოს ჩარჩოები მომზადდა. ორივე ნამუშევარი სრულადაა აღდგენილი," – ამბები.გე-სთან საუბარში განმარტავს ხელოვნების მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე.

"თიბისი ბანკის" ინიციატივით და დაფინანსებით ფიროსმანის შემოქმედების შესახებ ანიმაცია შეიქმნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესმამუკა ხაზარაძეს მადლობის სიგელი გადასცა და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდა, რომ მიბაძონ "თიბისი ბანკს" და მონაწილეობა მიიღონ კულტურული საგანძურის დაცვაში.

"თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ნამუშევრების რესტავრაცია შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების მოტივით დააფინანსა და მოხარულები ვართ, რომ ქართულ საზოგადოებას პირველად მიეცემა საშუალება, უკვე აღდგენილი სახით იხილოს ფიროსმანის უნიკალური ნახატები. ეს ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობაა და გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ეს ღირებულება,"- განაცხადა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ფიროსმანის შესახებ ისტორიებს მოუყვება.

"მიხარია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და "თიბისი ბანკის" დაფინანსებით გრძელდება ფიროსმანის აღდგენის მასშტაბური პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას საგანმანათლებლო ხასიათიც აქვს. სკოლის მოსაწავლეებისთვის მოეწყობა სპეციალური ტურები, სადაც ისინი ფიროსმანის შესახებ უფრო მეტ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რესტავრატორებს. სასიხარული და საამაყოა, რომ ჩვენ არ გვჭირდება უცხოეული რესტავრატორების ჩამოყვანა ასეთი სამუშაოებისთვის. მაღალი დონის რესურსი თავად გაგვაჩნია ქვეყანაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის "თამარი" და "რუსთაველი" საჩუქრად მირზაანის ფიროსმანის მუზეუმს გადასცა.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის სრული კოლექცია, რომელიც მხატვრის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე, ასევე მასალაზე (მუყაო, თუნუქი, მუშამბა) შესრულებული ნამუშვრები. აღნიშნული კოლექცია ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა კერძო კოლექციებიდან და მუზეუმებიდან.

"კალოობა" ფიროსმანის მუზეუმის პირველი ექსპონატია. იგი პოეტმა სიმონ ჩიქოვანმა საჩუქრად გადასცა მუზეუმს. მირზაანში დაცული ფიროსმანის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევრებია "ნატურმორტი შაქრის თავით" (1895-1903 წწ.), რომელიც თავდაპირველად დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი დუქნის აბრის ნაწილი იყო და 1905 წელს შესრულებული "მალაკნების ქეიფი", რომელიც დიდუბის ბორანთან მდებარე ერთ-ერთ დუქანში ეკიდა.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისის ღვინის სარდაფებსა და დუქნებიდან ფიროსმანის სურათები გასული საუკუნის 20-იან წლებში კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში ინაცვლებს. ასე მოხვდა "მწოლიარე ქართველი ქალი" და "მუშა სოსო" ივ. კეკვაძის ღვინის სარდაფიდან ჯერ სხვადასხვა კოლექციაში, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 1980-90-იან წლებში კი სოფ. მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში;

"ხილის დუქანი", "დათვი თავისი ბელებით" და "სონა უკრავს გარმონს" ფიროსმანის ახლადდაარსებულ სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა, მიხეილ ოქრუაშვილის დაკვეთით თბილისის ერთ-ერთი ღვინის სარდაფისთვის შესრულებული "წარაფი" კი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა. ფიროსმანის მუზეუმში მოხვედრამდე კერძო კოლექციაში იყო დაცული, ასევე, სურათი "ქალი სააღდგომო კვერცხებით".

გამოფენა თიბისი გალერეაში 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი