სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ახა­ლი წლის ღა­მეს, სტამ­ბო­ლის კლუბ "რე­ი­ნა­ში" ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ნა­ლი ილ­დი­რი­მის თქმით, და­კა­ვე­ბულს პო­ლი­ცია და­კი­თხავს. თურქ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს იმე­დი აქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რაქ­ტის უკან მდგომ პი­რებ­საც გა­მო­ავ­ლენს. სტამ­ბო­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვა­სიფ შა­ჰი­ნის თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აბ­დულ­გა­დირ მა­შა­რი­პო­ვია, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში გაწ­ვრთნეს...

შა­ჰი­ნის თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა აღი­ა­რა, რომ მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბა მან ჩა­ი­დი­ნა და დას­ძი­ნა, რომ მისი და მკვლე­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ესე­ნი­ურ­ტის რა­ი­ონ­ში, 911-ე ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს. ის ეროვ­ნე­ბით უზ­ბე­კია და თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე წე­ლია ცხოვ­რობს. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, მა­შა­რი­პოვ­თან ერ­თად, კი­დევ ოთხი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, სამი ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ყირ­გი­ზე­თის, ეგ­ვიპ­ტის, სე­ნე­გა­ლი­სა და სო­მა­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ათა­სამ­დე სპეც­რაზ­მე­ლი, რომ­ლე­ბიც მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. იმავდრო­უ­ლად, სტამ­ბო­ლის მე­ხუ­თე რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს ასე­ვე უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, მეტ­სა­ხე­ლად "იგი­ლი", რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს კლუბ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და ასე­ვე, სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დამ­გეგ­მა­ვად და ავ­ტო­რად არის მიჩ­ნე­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­თან ხში­რად და­დი­ო­და მა­შა­რი­პო­ვი. და­კა­ვე­ბის დღეს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ის სახ­ლი­დან თა­ვის 4 წლის ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად გა­დი­ო­და. და­კა­ვე­ბი­სას, მას გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა მისი და­კა­ვე­ბა მა­ინც შეძ­ლეს... მა­შა­რი­პოვს, რო­მე­ლიც ტე­რო­რისტ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ში აბუ მუ­ჰა­მედ ხო­რა­სა­ნის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, სამი ცოლი ჰყავს.

ახა­ლი წლის ღა­მის სტამ­ბო­ლის კლუბ "რე­ი­ნა­ში" სის­ხლი­ან თავ­დას­ხმას 39 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პა­ლა, 50-მდე კი და­შავ­და. მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ექ­სტრე­მის­ტულ­მა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო და გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში თურ­ქე­თის ჩა­რე­ვის გამო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები, ახალი წლის ღამეს, სტამბოლის კლუბ "რეინაში" ტერაქტი განახორციელა. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, დაკავებულს პოლიცია დაკითხავს. თურქ მაღალჩინოსანს იმედი აქვს, რომ გამოძიება ტერაქტის უკან მდგომ პირებსაც გამოავლენს. სტამბოლის გუბერნატორის, ვასიფ შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც ავღანეთში გაწვრთნეს...

შაჰინის თქმით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მასობრივი მკვლელობა მან ჩაიდინა და დასძინა, რომ მისი და მკვლელის თითის ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა. თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, ესენიურტის რაიონში, 911-ე ქუჩაზე დააკავეს. ის ეროვნებით უზბეკია და თურქეთში რამდენიმე წელია ცხოვრობს. თურქმა სამართალდამცავებმა, მაშარიპოვთან ერთად, კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი ქალი და ერთი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულები, ყირგიზეთის, ეგვიპტის, სენეგალისა და სომალის მოქალაქეები არიან.

სპეცოპერაციაში ჩართული იყო ათასამდე სპეცრაზმელი, რომლებიც მიმდებარე რაიონებს აკონტროლებდნენ. იმავდროულად, სტამბოლის მეხუთე რაიონში დააკავეს ასევე უზბეკეთის მოქალაქე, მეტსახელად "იგილი", რომელიც ახალი წლის ღამეს კლუბში განხორციელებულ და ასევე, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დამგეგმავად და ავტორად არის მიჩნეული. გამოძიების ინფორმაციით, მასთან ხშირად დადიოდა მაშარიპოვი. დაკავების დღეს, სამართალდამცავებისთვის თვალის ასახვევად, ის სახლიდან თავის 4 წლის ბიჭუნასთან ერთად გადიოდა. დაკავებისას, მას გაქცევა სცადა, თუმცა სპეცრაზმელებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს... მაშარიპოვს, რომელიც ტერორისტ თანამებრძოლებში აბუ მუჰამედ ხორასანის სახელით იყო ცნობილი, სამი ცოლი ჰყავს.  

ახალი წლის ღამის სტამბოლის კლუბ "რეინაში" სისხლიან თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპალა, 50-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და გამოაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება სირიის კონფლიქტში თურქეთის ჩარევის გამო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე