პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარებას აგრძელებს
"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარებას აგრძელებს

"თი­ბი­სი ბან­კი" მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რას 5-წლი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­თო კუ­რო­ტებ­ზე გა­დახ­დის ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბის შექ­მნა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. სი­ახ­ლით სამ­თო დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ამ სე­ზო­ნი­დან უკვე ისარ­გებ­ლე­ბენ.

თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სამ­თო კუ­რორტზე ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინ­ვეს­ტი­ცი­ას. ჩვე­ნი სხვა კომ­პა­ნი­ის (რო­მე­ლიც ბანკთან კავ­შირ­ში არ არის) ინ­ვეს­ტი­ცია კოხ­ტა-მი­ტარ­ბის კუ­რორტზე 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ამ ეტაპ­ზე 15-20 მი­ლი­ო­ნი უკვე ჩა­დე­ბუ­ლია. 25 დე­კემ­ბერს კუ­რორტზე მე­ო­რე ეტა­პის გახ­სნა მოხ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ფაზა სრუ­ლად მო­მავლ წელს დას­რულ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, 5-7 წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მი­ტარ­ბი 2 000 სა­წო­ლი­ა­ნი კუ­რორ­ტი იქ­ნე­ბა. კოტ­ხა-მი­ტარ­ბი გახ­დე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის კუ­რორ­ტი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი კონ­ცეფ­ცია ამუ­შავ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­რე­შე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მათ შო­რის იქ­ნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ღა­მით გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­ბა­გი­რო, მა­ღა­ზი­ე­ბი. ბიზ­ნეს­მე­ნის გან­მარ­ტე­ბით, კუ­რორ­ტის და­გეგ­მა­რე­ბა სტან­დარ­ტის ბოლო მიღ­წე­ვის შე­სა­ბა­მი­სად კეთ­დე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ფრან­გულ­მა მხა­რემ შე­ი­მუ­შა­ვა.

"უნი­კა­ლუ­რი შან­სი გვაქვს, რომ ჯერ სივ­რცუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა მოხ­დეს და მერე და­ი­წყოს ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა. უამ­რა­ვი გეგ­მა გვაქვს. ვფიქ­რობთ, რომ სო­ფელ მი­ტარ­ბში სა­ერ­თოდ აიკ­რძა­ლოს სა­მან­ქა­ნო მი­მოს­ვლა. ასე­თი კუ­რორ­ტი საფ­რან­გეთ­ში უკვე არ­სე­ბობს. ვფიქ­რობთ, რომ იყოს მხო­ლოდ სა­ბა­გი­რო და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სო­ფე­ლი მი­ტარ­ბი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის სამ­თო კუ­რორ­ტი," - გა­ნა­ცხა­და მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე ონოფ­რიშ­ვილ­მა.

ინფრას­ტრუ­ქუ­ტუ­რის გა­მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, "თი­ბი­სი ბან­კის" მხარ­და­ჭე­რით ზამ­თრის ყვე­ლა კუ­რორტზე გა­დახ­დის სის­ტე­მა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ახა­ლი ბა­რა­თე­ბი - Multi Card, რო­მე­ლიც სა­ბა­გი­რო­თი მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რიგ­ში დგო­მის გა­რე­შე, დის­ტან­ცი­უ­რად - ინ­ტერ­ნეტ­ბან­კით, ბა­რა­თით ან ფე­ი­ბოქ­სით გა­და­ი­ხა­დონ სა­ბა­გი­როს ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

მალე Multi Card-ზე ან­გა­რი­შის შევ­სე­ბა თი­ბი­სი ფეის აპა­რა­ტე­ბი­თაც გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წელს 10 დე­კემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა გუ­და­უ­რის, ბა­კუ­რი­ა­ნის და გო­დერ­ძის სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი. 24 დე­კემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა სვა­ნეთ­ში თეთ­ნუდ­ლის კუ­რორ­ტი. 25 დე­კემ­ბერს კი ბა­კუ­რა­ი­ნი-მი­ტარ­ბის კუ­რორ­ტი ახა­ლი სა­თხი­ლა­მუ­რი გზე­ბი­თა და ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით და­ე­ლო­დე­ბა დამ­სვე­ნებ­ლებს. წელს ერ­თდრო­უ­ლად 9 ახა­ლი სა­ბა­გი­რო აშენ­და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. მათ შო­რის სამი გუ­და­ურ­შია.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

(R)

"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარებას აგრძელებს

"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარებას აგრძელებს

"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს. თანამშრომლობა სამთო კუროტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. სიახლით სამთო დამსვენებლები ამ სეზონიდან უკვე ისარგებლებენ.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის გრძელვადიანი და მრავლისმომცველი თანამშრომლობა.

"ჩვენ საქართველოს ყველა სამთო კურორტზე ვახორციელებთ ინვესტიციას. ჩვენი სხვა კომპანიის (რომელიც ბანკთან კავშირში არ არის) ინვესტიცია კოხტა-მიტარბის კურორტზე 100 მილიონი დოლარია. ამ ეტაპზე 15-20 მილიონი უკვე ჩადებულია. 25 დეკემბერს კურორტზე მეორე ეტაპის გახსნა მოხდება. პირველი ფაზა სრულად მომავლ წელს დასრულდება. საბოლოოდ, 5-7 წლიან პერსპექტივაში მიტარბი 2 000 საწოლიანი კურორტი იქნება. კოტხა-მიტარბი გახდება მსოფლიო დონის კურორტი, სადაც საქართველოსთვის სრულიად ახალი კონცეფცია ამუშავდება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, ტრანსპორტით გადაადგილების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნება სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ღამით გართობის საშუალებები, საბაგირო, მაღაზიები. ბიზნესმენის განმარტებით, კურორტის დაგეგმარება სტანდარტის ბოლო მიღწევის შესაბამისად კეთდება. გენერალური გეგმა ფრანგულმა მხარემ შეიმუშავა.

"უნიკალური შანსი გვაქვს, რომ ჯერ სივრცული დაგეგმარება მოხდეს და მერე დაიწყოს ინფასტრუქტურის მშენებლობა. უამრავი გეგმა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სოფელ მიტარბში საერთოდ აიკრძალოს სამანქანო მიმოსვლა. ასეთი კურორტი საფრანგეთში უკვე არსებობს. ვფიქრობთ, რომ იყოს მხოლოდ საბაგირო და ელექტრომობილები. რამდენიმე წელიწადში სოფელი მიტარბი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის სამთო კურორტი," - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ინფრასტრუქუტურის გამართვის პარალელურად, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ზამთრის ყველა კურორტზე გადახდის სისტემა გაუმჯობესდება. ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები - Multi Card, რომელიც საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს საშუალებას მისცემს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ საბაგიროს ბილეთის ღირებულება.

მალე Multi Card-ზე ანგარიშის შევსება თიბისი ფეის აპარატებითაც გახდება შესაძლებელი. წელს 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება გუდაურის, ბაკურიანის და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკემბერს გაიხსნება სვანეთში თეთნუდლის კურორტი. 25 დეკემბერს კი ბაკურაინი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამური გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით დაელოდება დამსვენებლებს. წელს ერთდროულად 9 ახალი საბაგირო აშენდა საქართველოს მასშტაბით. მათ შორის სამი გუდაურშია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი