სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"
მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"

უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, პა­პა­რა­ცე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ მეტ დე­ი­მონ­ზე ნა­დი­რო­ბენ, რათა მისი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი "აღ­მო­ა­ჩი­ნონ", მაგ­რამ ამა­ოდ. მსა­ხი­ო­ბი, რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო გვა­ო­ცებს თა­ვი­სი სტა­ბი­ლუ­რო­ბით, ოჯა­ხის ერ­თგუ­ლე­ბით და და­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბით.

11 წე­ლია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, ჰყავს 4 ქა­ლიშ­ვი­ლი და ოჯახ­თან ერ­თად ნიუ-იორკში ცხოვ­რობს. ეს ჩემი მე­ხუ­თე შეხ­ვედ­რაა მეტ­თან, ამ­ჯე­რად - ლას-ვე­გას­ში, მაგ­რამ როცა შევ­ხვდი, ისე­თი დაღ­ლი­ლი იყო, არც კი უც­დია ამის და­მალ­ვა, ამიხ­სნა, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 ქვე­ყა­ნა­ში მო­მი­წია გა­დაფ­რე­ნამ, რაც, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო ძნელ­დე­ბაო. პირ­ზე თბი­ლი, გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი არ მო­შო­რე­ბია. მო­მიყ­ვა, რო­გორ სურს სამ­ყა­როს შეც­ვლა, რა შემ­თხვე­ვა­ში აჩ­ვე­ნებს თავს სხვაგ­ვა­რად და რა­ტომ სურს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­მის კვალს არ გაჰ­ყვეს.

- ნო­ემ­ბერ­ში ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და სუ­რა­თი Manchester by the Sea, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც შენ ხარ, ცნო­ბი­ლია, რომ შენ უნდა გე­თა­მა­შა მთა­ვა­რი რო­ლიც...

- დია, ასეა, მაგ­რამ რად­გან ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბე­ბი The Martian-ის გა­და­ღე­ბებს და­ემ­თხვა, გა­დავ­წყვი­ტე, ეს როლი ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის ძმის­თვის, კეის აფ­ლე­კის­თვის და­მეთ­მო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გა­არ­თმევ­და თავს და მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა. როცა ჩემი შვი­ლე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან და ამ ფილ­მს ნა­ხა­ვენ, ვე­ტყვი: ეს არის ის, რაც მა­მათ­ქვენ­მა გა­ა­კე­თა მა­შინ, როცა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში გან­სა­ზღვრულ დო­ნეს მი­აღ­წია. რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი, ამ ნა­მუ­შევ­რით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

- რა პრინ­ცი­პით ირ­ჩევ რო­ლებს?

- ჩემ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, რე­ჟი­სო­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კარგ რე­ჟი­სორ­თან მე­ტია კარ­გი კი­ნოს გა­და­ღე­ბის შან­სი. 15 წე­ლია, ამ პრინ­ცი­პის­თვის არ გა­და­მიხ­ვე­ვია.

- კარ­გი რო­ლის­თვის რაზე ხარ წამ­სვლე­ლი?

- ბევრ რა­მე­ზე, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ამან ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას არ ავ­ნოს. თუ ფილმში რო­მე­ლი­მე სცე­ნა სა­რის­კოა, მირ­ჩევ­ნია, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა შე­ას­რუ­ლოს

- რო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, და­დე­ბით მა­გარ ბიჭს თა­მა­შობ, სა­ინ­ტე­რე­სოა, შინ, ოჯა­ხურ წრე­ში რო­გო­რი სტა­ტუ­სი გაქვს. იქაც მა­გა­რი ბიჭი ხარ?

- უმ­ცროს გო­გო­ნებს, ჯიას და სტე­ლას, ჯერ არ უნა­ხავთ ფილ­მე­ბი ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ძა­ლი­ან ად­რეა. მათ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბია Frozen, Happy Feet და ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ისი­ნი სკო­ლა­ში მიგ­ვყავს, მთხო­ვენ, მან­ქა­ნა­ში მათი ფილ­მე­ბის სა­უნ­დტრე­კე­ბი დავ­დგათ. იზა­ბე­ლა 10 წლი­საა, ერთხელ მან შინ თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნა და მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვა­წყვეთ ფილმ "მარ­სე­ლის" ჩვე­ნე­ბა. წი­ნას­წარ და­ვუ­რე­კე ყვე­ლას მშო­ბელს, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ხომ არ იქ­ნე­ბოდ­ნენ. აი, ასე ვა­ტა­რებთ დროს, როცა გა­და­ღე­ბე­ბი არ მაქვს. სახ­ლში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მამა ვარ და თუ გგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­პყრო­ბი­ან, ცდე­ბი. ცო­ლიც კი მშვი­დად რე­ა­გი­რებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. შინ ხუთი ქალ­ბა­ტო­ნი მყავს და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ისი­ნი მმარ­თა­ვენ მე. ერთი მხრივ, ასე ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის და ზოგ­ჯერ სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, სახ­ლი­დან გა­ვი­დე და მარ­ტომ გა­ვი­სე­ირ­ნო, მაგ­რამ მა­ლე­ვე ვბრუნ­დე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ოჯა­ხი, ამი­ტომ მათ ბევ­რი რა­მის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ვა­ნე­ბივ­რებ  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"

მეტ დეიმონის ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალ "ბომონდისთვის"

უკვე რამდენი წელია, პაპარაცები ჰოლივუდის მსახიობ მეტ დეიმონზე ნადირობენ, რათა მისი უარყოფითი თვისებები "აღმოაჩინონ", მაგრამ ამაოდ. მსახიობი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვაოცებს თავისი სტაბილურობით, ოჯახის ერთგულებით და დადებითი ცხოვრებისეული პოზიციებით.

11 წელია, დაქორწინებულია, ჰყავს 4 ქალიშვილი და ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ეს ჩემი მეხუთე შეხვედრაა მეტთან, ამჯერად - ლას-ვეგასში, მაგრამ როცა შევხვდი, ისეთი დაღლილი იყო, არც კი უცდია ამის დამალვა, ამიხსნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6 ქვეყანაში მომიწია გადაფრენამ, რაც, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ძნელდებაო. პირზე თბილი, გულწრფელი ღიმილი არ მოშორებია. მომიყვა, როგორ სურს სამყაროს შეცვლა, რა შემთხვევაში აჩვენებს თავს სხვაგვარად და რატომ სურს, რომ მისი ქალიშვილი მამის კვალს არ გაჰყვეს.

- ნოემბერში ეკრანებზე გამოვიდა სურათი Manchester by the Sea, რომლის პროდიუსერიც შენ ხარ, ცნობილია, რომ შენ უნდა გეთამაშა მთავარი როლიც...

- დია, ასეა, მაგრამ რადგან ამ ფილმის გადაღებებები The Martian-ის გადაღებებს დაემთხვა, გადავწყვიტე, ეს როლი ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმისთვის, კეის აფლეკისთვის დამეთმო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაართმევდა თავს და მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან და ამ ფილმს ნახავენ, ვეტყვი: ეს არის ის, რაც მამათქვენმა გააკეთა მაშინ, როცა თავის პროფესიაში განსაზღვრულ დონეს მიაღწია. როგორც პროდიუსერი, ამ ნამუშევრით ძალიან ვამაყობ.

- რა პრინციპით ირჩევ როლებს?

- ჩემთვის, პირველ რიგში, რეჟისორია მნიშვნელოვანი. კარგ რეჟისორთან მეტია კარგი კინოს გადაღების შანსი. 15 წელია, ამ პრინციპისთვის არ გადამიხვევია.

- კარგი როლისთვის რაზე ხარ წამსვლელი?

- ბევრ რამეზე, მაგრამ მთავარია, ამან ჩემს ჯანმრთელობას არ ავნოს. თუ ფილმში რომელიმე სცენა სარისკოა, მირჩევნია, პროფესიონალმა შეასრულოს

- როლებში, ძირითადად, დადებით მაგარ ბიჭს თამაშობ, საინტერესოა, შინ, ოჯახურ წრეში როგორი სტატუსი გაქვს. იქაც მაგარი ბიჭი ხარ?

- უმცროს გოგონებს, ჯიას და სტელას, ჯერ არ უნახავთ ფილმები ჩემი მონაწილეობით, ძალიან ადრეა. მათთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ფილმებია Frozen, Happy Feet და ყოველ ჯერზე, როცა ისინი სკოლაში მიგვყავს, მთხოვენ, მანქანაში მათი ფილმების საუნდტრეკები დავდგათ. იზაბელა 10 წლისაა, ერთხელ მან შინ თავისი მეგობრები მოიყვანა და მათთვის სპეციალურად მოვაწყვეთ ფილმ ”მარსელის” ჩვენება. წინასწარ დავურეკე ყველას მშობელს, ამის წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდნენ. აი, ასე ვატარებთ დროს, როცა გადაღებები არ მაქვს. სახლში ჩვეულებრივი მამა ვარ და თუ გგონია, რომ განსაკუთრებულად მეპყრობიან, ცდები. ცოლიც კი მშვიდად რეაგირებს ამ ყველაფერზე. შინ ხუთი ქალბატონი მყავს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მმართავენ მე. ერთი მხრივ, ასე ცხოვრება ადვილი არ არის და ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, სახლიდან გავიდე და მარტომ გავისეირნო, მაგრამ მალევე ვბრუნდები. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ამიტომ მათ ბევრი რამის უფლებას ვაძლევ, ვანებივრებ  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება