მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში
როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ბევ­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა. გთა­ვა­ზობთ აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დებს, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ოჯა­ხე­ბი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ზედ­მეტ ხარ­ჯებს.

1. არ შექ­მნათ საჭ­მლის­გან კულ­ტი

ევ­რო­პე­ლებ­მა დიდი ხა­ნია ის­წავ­ლეს ეკო­ნო­მია საჭ­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყო­ვე­ლი მე­სა­მე ჰო­ლან­დი­ე­ლი ამა­ყობს იმით, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ან საკ­ვებს ყი­დუ­ლობს. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, სა­დაც ვა­და­გა­სუ­ლი საკ­ვე­ბი იყი­დე­ბა ნა­ხე­ვარ ფას­ში. აი, ასე­თია "ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი" დი­ე­ტა.

2. ძვე­ლი ახალ­ზე უკე­თე­სია

პე­დან­ტი გერ­მა­ნე­ლე­ბი კრი­ზი­სის დროს ახალ ტექ­ნი­კა­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლებს აღარ იძე­ნენ. მან­ქა­ნის სა­შუ­ა­ლო ასა­კი გერ­მა­ნი­ა­ში ცხრა წე­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გერ­მა­ნე­ლებ­მა ეკო­ნო­მია წინა კრი­ზი­სის დროს და­ი­წყეს. ამე­რი­კა­შიც მსგავ­სი სუ­რა­თია. აგ­რეთ­ვე ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი ისე­თი სა­ი­ტე­ბი­სად­მი, რო­გო­რი­ცაა "გა­ცემ უფა­სოდ", სა­დაც შე­იძ­ლე­ბა წინა მფო­ბე­ლის­თვის უსარ­გებ­ლო, მაგ­რამ შენ­თვის სა­სარ­გებ­ლო ავე­ჯი, ტექ­ნი­კა, ტან­საც­მე­ლი და სხვა ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნო.

3. ქა­ლუ­რი ლო­გი­კა

კო­რე­ე­ლი ქა­ლე­ბი ქმრე­ბის­თვის ფე­რად პე­რან­გებს ყი­დუ­ლო­ბენ, რომ იშ­ვი­ა­თად მო­უ­წი­ოთ გა­რე­ცხვა და სა­რე­ცხი ფხვნი­ლის ეკო­ნო­მია გას­წი­ონ. ფრან­გე­ბი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს სამ­სა­ხუ­რი­დან ეთა­ვი­სუფ­ლე­ბი­ან. ეს­პა­ნე­ლე­ბი კრი­ზი­სის დროს ფეხ­საც­მე­ლებს არ ყი­დუ­ლო­ბენ, ძვე­ლი მი­აქვთ ხე­ლო­სან­თან შე­სა­კე­თებ­ლად.

4. მრი­ცხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ

წინა კრი­ზი­სის დროს პო­ლო­ნეთ­ში ელექტრო­ჩა­იდ­ნე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ინ­გლი­სე­ლე­ბი კა­რის ზარს თი­შა­ვენ, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დი­ან. მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო არა­სა­ჭი­რო ტექ­ნი­კას თი­შავს. ფი­ნეთ­ში დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ხში­რად წმენ­დენ ფან­ჯრებს, რომ დღის შუქი უფრო მკვეთ­რად შე­მო­ვი­დეს და ელექტრო­ე­ნერ­გია და­ი­ზო­გოს.

5. მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხი

ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი თვე­ში ერთი კვი­რა სა­ერ­თოდ არა­ფერს ყი­დუ­ლო­ბენ, რათა ზედ­მე­ტი ფული არ და­ხარ­ჯონ. რა თქმა უნდა, ეს ძნე­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ხარ­ჯე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 4alltravelers.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში

როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში

ლარის გაუფასურება ბევრი ქართული ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახა. გთავაზობთ აპრობირებულ მეთოდებს, თუ როგორ უმკლავდებიან ეკონომიკური კრიზისისას სხვადასხვა ქვეყნების ოჯახები ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს.

1. არ შექმნათ საჭმლისგან კულტი

ევროპელებმა დიდი ხანია ისწავლეს ეკონომია საჭმელთან დაკავშირებით. ყოველი მესამე ჰოლანდიელი ამაყობს იმით, რომ სუპერმარკეტში ყველაზე იაფფასიან საკვებს ყიდულობს. დიდ ბრიტანეთში პოპულარულია ონლაინ მაღაზია, სადაც ვადაგასული საკვები იყიდება ნახევარ ფასში. აი, ასეთია ”ანტიკრიზისული” დიეტა.

2. ძველი ახალზე უკეთესია

პედანტი გერმანელები კრიზისის დროს ახალ ტექნიკასა და ავტომობილებს აღარ იძენენ. მანქანის საშუალო ასაკი გერმანიაში ცხრა წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელებმა ეკონომია წინა კრიზისის დროს დაიწყეს. ამერიკაშიც მსგავსი სურათია. აგრეთვე ამერიკაში გაიზარდა ინტერესი ისეთი საიტებისადმი, როგორიცაა ”გაცემ უფასოდ”, სადაც შეიძლება წინა მფობელისთვის უსარგებლო, მაგრამ შენთვის სასარგებლო ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები აღმოაჩინო.

3. ქალური ლოგიკა

კორეელი ქალები ქმრებისთვის ფერად პერანგებს ყიდულობენ, რომ იშვიათად მოუწიოთ გარეცხვა და სარეცხი ფხვნილის ეკონომია გასწიონ. ფრანგები ფასდაკლებების დროს სამსახურიდან ეთავისუფლებიან. ესპანელები კრიზისის დროს ფეხსაცმელებს არ ყიდულობენ, ძველი მიაქვთ ხელოსანთან შესაკეთებლად.

4. მრიცხველის საწინააღმდეგოდ

წინა კრიზისის დროს პოლონეთში ელექტროჩაიდნები აკრძალული იყო. ინგლისელები კარის ზარს თიშავენ, როდესაც სახლიდან გადიან. მთელი ცივილიზებული სამყარო არასაჭირო ტექნიკას თიშავს. ფინეთში დიასახლისები ხშირად წმენდენ ფანჯრებს, რომ დღის შუქი უფრო მკვეთრად შემოვიდეს და ელექტროენერგია დაიზოგოს.

5. მეგობრული ოჯახი

ირლანდიელები თვეში ერთი კვირა საერთოდ არაფერს ყიდულობენ, რათა ზედმეტი ფული არ დახარჯონ. რა თქმა უნდა, ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ ხარჯების განახევრება შესაძლებელია.

მომზადებულია 4alltravelers.ru-ს მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი