სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ
რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ

იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა სიხ­ში­რით უნდა მი­ვი­ღოთ შხა­პი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნის თმის და კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლოა, ყო­ველ­დღე შხა­პის მი­ღე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს, ან პი­რი­ქით, აუ­ა­რე­სებ­დეს კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას.

შხა­პის ხში­რად მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს თმის და­ზი­ა­ნე­ბა. გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ხუ­თი­დან ოთხი ქალი ყო­ველ­დღე არ იღებს შხაპს, მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­კი­თხულ­თა მე­სა­მე­დი ამ­ბობ­და, რომ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­დი­ო­და საშ­ხა­პე­ში.

სხვა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც მან­ჩეს­ტე­რის, ედინ­ბურ­გის, ლან­კას­ტე­რის და სა­უს­ჰემპტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ რეს­პო­დენ­ტე­ბის სამი-მე­ო­თხე­დი დღე­ში მი­ნი­მუმ ერთხელ იღებ­და შხაპს. მაგ­რამ არ­სე­ბობს ზუს­ტი რი­ცხვი, რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ო­ბა?

ავ­სტრა­ლი­ა­ში დერ­მა­ტო­ლოგ­თა კო­ლე­ჯის პე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი სტი­ვენ შუ­მა­კი აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ მა­შინ უნდა იბა­ნა­ოთ, რო­დე­საც გჭირ­დე­ბათ.

"60 წე­ლია, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად შხა­პის მი­ღე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლია. ამის კე­თე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი წნე­ხი იწ­ვევს და არა ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი. რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ი­თხოვს, რომ მუ­დამ კარ­გი სურ­ნე­ლი სდი­ო­დეს ადა­მი­ანს. მაგ­რამ ცუდი სუ­ნის წარ­მოქ­მნას მხო­ლოდ იღ­ლია იწ­ვევს სხე­ულ­ში, ამი­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, ყო­ველ­დღე შხა­პის მი­ღე­ბის. ზედ­მე­ტი ბა­ნა­ო­ბა ვნებს კანს, აშო­რებს მას სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რივ ზეთს. ამან შე­იძ­ლე­ბა კანი ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­ხა­დოს და გა­მო­იწ­ვი­ოს ფხა­ნა, გა­მოშ­რო­ბა და გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ეგ­ზე­მა", - გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია independent.co.uk-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ

იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიხშირით უნდა მივიღოთ შხაპი, განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ადამიანის თმის და კანის ტიპის მიხედვით შესაძლოა, ყოველდღე შხაპის მიღება სასარგებლო იყოს, ან პირიქით, აუარესებდეს კანის მდგომარეობას.

შხაპის ხშირად მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს თმის დაზიანება. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხუთიდან ოთხი ქალი ყოველდღე არ იღებს შხაპს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა მესამედი ამბობდა, რომ სამი დღის განმავლობაში არ შედიოდა საშხაპეში.

სხვა კვლევამ, რომელიც მანჩესტერის, ედინბურგის, ლანკასტერის და საუსჰემპტონის უნივერსიტეტებმა ჩაატარეს, გამოავლინა, რომ რესპოდენტების სამი-მეოთხედი დღეში მინიმუმ ერთხელ იღებდა შხაპს. მაგრამ არსებობს ზუსტი რიცხვი, რამდენჯერ შეიძლება ბანაობა?

ავსტრალიაში დერმატოლოგთა კოლეჯის პეზიდენტი, პროფესორი სტივენ შუმაკი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ უნდა იბანაოთ, როდესაც გჭირდებათ.

”60 წელია, რაც ყოველდღიურად შხაპის მიღება პოპულარულია. ამის კეთებას სოციალური წნეხი იწვევს და არა ბუნებრივი სურვილი. რადგან საზოგადოება მოითხოვს, რომ მუდამ კარგი სურნელი სდიოდეს ადამიანს. მაგრამ ცუდი სუნის წარმოქმნას მხოლოდ იღლია იწვევს სხეულში, ამიტომ საჭიროება არ არსებობს, ყოველდღე შხაპის მიღების. ზედმეტი ბანაობა ვნებს კანს, აშორებს მას სხეულის ბუნებრივ ზეთს. ამან შეიძლება კანი ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის ხელსაყრელი გახადოს და გამოიწვიოს ფხანა, გამოშრობა და გაუარესებული მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად ეგზემა”, - განაცხადა პროფესორმა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს