ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კენკრის გაყინვაში სერიოზული არაფერია: გარეცხავ, გააშრობ, მოათავსებ დახურულ პაკეტებში და ეგაა! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... ყველა გამოცდილმა და პასუხისმგებლობის მქონე დიასახლისმა იცის, რომ საქმის კეთების დროს ყურადღება დეტალებსაც უნდა მიაქციოს. გაეცანით ჩვენს რჩევებს კენკრის უკეთ გაყინვისთვის, რათა თქვენს მაცივარში მუდამ ზაფხული იყოს! გაეცანით საჭირო ნიუანსებს და დაიმზადეთ ზამთრის სასარგებლო მარაგი ჩვენთან ერთად! ზამთარში, როცა გემრიელ კომპოტებს, ნამცხვრებსა და ტორტებს მოამზადებთ, ამ რჩევების მადლიერი დარჩებით.
მაშ ასე: გასაყინად რაც უფრო ახალ კენკრას შეარჩევთ, რეზულტატი მით უკეთესი იქნება. დაიმახსოვრეთ, რომ გადამწიფებული კენკრა და ხილი ცუდად ინახება და ასევე გაყინულიც კარგავს ფორმას.
ხილის გაყინვისთვის საყინულეში საუკეთესო ტემპერატურა უნდა მერყეობდეს -18-დან -23 °С-მდე... განაგრძეთ კითხვა